7K
სიკვდილამდე რამდენიმე ხნით ადრე, უთხრა ეს სიტყვები დიდმა კომიკოსმა მსახიობმა იპოლიტე ხვიჩიამ შვილიშვილს- მანანა ხვიჩიას.
“იცოდე, მთელი ცხოვრება გახსოვდეს, არავის დასცინო! სიყვარულის არ შეგრცხვეს, ხანდახან ხმამაღლაც შეიძლება იყვირო, ხომ ვიცით ჩვენ, რომ სიყვარულის დამალვა შეუძლებელია… სიყვარულიც არის და სიყვარულიც – ფულის სიყვარული სიმახინჯეა, ის უნდა მოიხმარო, სხვაგვარად მან დამონება იცის… ფულის შემგროვებელი ადრე ბერდებაო, შვილო…”