ღმერთს თქვენი გულწრფელობის გამო უყვარხართ. გულწრფელობა არ ნიშნავს გულუბრყვილობას, ილუზიას, რეალობის ვერ აღქმას, საკუთარი თავის მოტყუებას.
დაე, მღეროდეს თქვენი გული. მაშინაც, როცა ყველაფერი კარგად მიდის, მაშინაც, როცა ყველამ და ყველაფერმა თქვენს წინააღმდეგ პირი შეკრა.
დამშვიდდით და გული დაიწყნარეთ. ადუღებულ წყალში თქვენს სახეს ვერ დაინახავთ, ხოლო დამშვიდებულ, კამკამა წყალში თქვენ დაინახავთ თქვენს თავს, თქვენს ბავშვობას, თქვენს მიცვალებულებს და თქვენს ცოცხლებს. ეს წყალი თქვენ ხართ – თქვენი სამშვინველი და თქვენი სულია.
ყველაფერი თქვენშია, ყველაფერი თქვენშია, ყველაფერი თქვენშია!
იყავით გულწრფელი საკუთარ თავთან და ამ დროს გულწრფელი იქნებით ღმერთთან. ნუ გეშინიათ. არაფერი გააკეთოთ თქვენი თავის წინააღმდეგ. ნუ ყვირით და ნუ ტირით ტკივილების და ჭრილობების გამო. თქვენი ჭრილობებიდან თქვენში სინათლე შემოდის.
გაიღიმეთ. არ დაგავიწყდეთ გულწრფელი ღიმილი. ღიმილი თქვენი წარსულის, თქვენი აწმყოს და მომავლის მიმართ. იცინეთ კიდეც, რადგან ამ დროს თქვენშია ღმერთი. ძლიერი და კეთილი ღმერთი, რომელიც თქვენი მეგობარია. ის თქვენთან ერთად იცინის. ნუ შეგეპარებათ ეჭვი.
გაანათეთ, გამოასხივეთ სიყვარული და იარეთ წინ!
სიყვარულით, რამაზ გიგაური