fbpx

“არ გადადო, ამ წამიდან დაიწყე მომავლის შექმნა”

ავტორი ნინო გონგაძე
1.1K ნახვა

შეხედე ცხოვრებას, როგორც ამოცანას, რომელიც საკუთარი გზის ბოლომდე უნდა ამოხსნა..

არ არსებობს მარტივი და რთული განტოლება… უბრალოდ, ზოგს ადვილად ვუღებთ ალღოს, ზოგის პასუხს გვიან ვხვდებით…

არასდროს წამოგცდეს საყვედური. არ იფიქრო იმაზე, რომ შენ ძალიან რთული დავალება მოგეცა, ვიდრე სხვას… სხვისი გარედან ჩანს. შიგნით არავინ იცის, ვის რა ურთულდება…

როგორც კი საკუთარი ცხოვრების ფესვს ჩაუჯდები, იმდენად საინტერესოდ წარიმართება განვითარების ეტაპები, არც დრო გექნება და არც სურვილი, გაიხედო სხვებისკენ…

ყველა მოწყენილობა, დეპრესია, ჩაკეტილობა და საკუთარ თავთანაც გაუცხოება, უმადურობიდან მოდის… ჩვენ, ადამიანები იშვიათად ვაფასებთ საკუთარ მისიას, იშვიათად ვრჩებით მადლიერები…

შემთხვევით არაფერი ხდება, არც ბედი წარმართავს ჩვენს მომავალს… ერთიც გამოგონილია და მეორეც…

დინების საწინააღმდეგოდ ცურვა უნდა შეგეძლოს. დინებას მკვდარი თევზივით თუ მიყვები, ეს არც ბედის ბრალი არის და არც განაჩენის, შენ გადაწყვიტე ასე, შენ აირჩიე უმოქმედობა…

ჰოდა, ნუ აირჩევ, საკუთარი ცხოვრების შემოქმედი თავად ხარ… არ გადადო, ამ წამიდან დაიწყე მომავლის შექმნა…

თუ ძალიან მოინდომებ, აუცილებლად გამოგივა და მიხვდები, რომ შენი ცხოვრების მოწყობა მხოლოდ შენ შეგიძლია!..

პეტრე კოლხი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment