fbpx

“ისწავლეთ იყვეთ თავისუფალნი, დაუმორჩილებელნი და ქარიშხლიანნი”

ავტორი ნინო გონგაძე
549 ნახვა
  1. ლიტერატურაში არაფერი ისე საზიზღარი არ არის, როგორც ეგოისტობა. ეს არის სენი ახალგაზრდასი, რომელიც ფიქრობს მხოლოდ საკუთარ ნაწარმოებზე- და ვერასგზით ვერ წარმოუდგენია, თუ შეიძლება სადმე უკეთესი რამ მოიძებნებოდეს.

2. მე ვიცნობ ახალგაზრდა პოეტს, რომელმაც დაჰკარგა ჩემს თვალში ყოველგვარი ღირსება: იგი შეურაცხმყოფელი და უადგილო სიტყვებით იხსენებდა მეტად ღირსეულს, განათლებულს და გონიერ ადამიანს.

3. პოეტს მხედველობაში უნდა ჰქონდეს დასაწყისი და დასასრული ყოველგვარი პოემისა.

4. ყოველგვარი ლექსი, ყოველგვარი პოემა, უბრალო სტრიქონიც კი გაზომე ასჯერ და ერთხელ გადასჭერ: არ შეიძლება ბეჭდვა ყოველგვარი აბდაუბდისა.

5. ისწავლეთ იყვეთ თავისუფალნი, დაუმორჩილებელნი და ქარიშხლიანნი.

6. ერთხელ გამოცდილს მეორეჯერ გამოცდა აღარ სჭირდება.

7. გამოუცდელ ადამიანს ნუ ანდობ საიდუმლოს.

8. აასრულე დაპირებული, თუნდაც ეს სიცოცხლედ დაგიჯდეს.

9. დაპირდი ცოტას, შეასრულე კი დაპირებულზე მეტი.

10. იცოდეთ ზომა თქვენი მოქცევის.

12. მე ვქვითინებ უდიდეს ადამიანებზე, რომელნიც მახეში გაებნენ, ან დევნას განიცდიან.

13. შეგეძლოს მოთმინების მქონე ადამიანის ცნობა.

14. იცოდეს ყველამ, რომ ცხოვრება სწრაფწარმავალია. ბანალურად: დღესა ვართ და ხვალ -არა.

15. იცოდეთ ფასი ჯანმრთელობისა.

16. ნუ ღუპავთ თავის სიცოცხლეს უსაქმურობით, უქმი ცხოვრებით.

17. ნუ გაგახარებს სხვისი უბედურება, თუ იგი “სხვა” – კლასიკური მტერი არ არის.

18. არ უნდა შეგიპყროს მწუხარებამ- თუ გადატყდა, გადაიღვარა ან გადაიწვა.

19. ნუ იქნებით შურისმაძიებელნი ( არ ეხება კლასიკურ მტერს ).

20. ადამიანის შესახებ, ყოველგვარი საქმის შესახებ იქონიე მოთმინება.

21. იქ, სადაც საჭიროა მოთმინება, არ უნდა აჩქარდე.

გალაკტიონ ტაბიძის უბის წიგნაკიდან

“მოგონებანი გალაკტიონზე”

მსგავსი სტატიები

Leave a Comment