fbpx

გავაძლიეროთ მზის ბავშვი ჩვენში

ავტორი ჟოლო
2.2K ნახვა

თითქმის ყველა ჩვენგანს გვაქვს გარკვეული პრობლემები, რომლებიც უკვე დიდი ხნის განმავლობაში გვაწუხებს. როგორც თანამედროვე გერმანელი ფსიქოლოგი სტეფანი შტალი ამბობს: ყველა ჩვენგანი ვატარებთ ჩრდილოვან და მზის ბავშვს საკუთარ თავში. დროა გავაძლიეროთ ჩვენში მზის ბავშვი!

თავის ბესტსელერში ის ამბობს: “შენში ბავშვმა სახლი(შინ) უნდა იპოვნოს!” – და ამით თქვენ თითქმის ნებისმიერი პრობლემა შეგიძლიათ მოაგვაროთ. კონკრეტულად რას გულისხმობს ის ამაში? უკეთესად რომ გავუმკლავდეთ ჩვენს პრობლემებს, აუცილებლად უნდა მოვახერხოთ იმ საკითხებთან წვდომა, რამაც ბავშვობაში ჩამოგვაყალიბა. ამისათვის ჩვენ უნდა ვაცნობიერებდეთ, რომ ჩვენში გვყავს ჩრდილოვანი და მზის ბავშვი.

ჩრდილოვანი ბავშვი ინახავს ყველა იმ ნეგატიურ რწმენას, რაც ბავშვობაში ვისწავლეთ. ისევე როგორც ყველა საზრუნავს, შიშს და ეჭვს. ამის საპირისპიროდ დგას ჩვენი მზის ბავშვი, რომელსაც თან აქვს ყველაფერი ლამაზი ჩვენი ბავშვობიდან: რა ვისწავლეთ, რა დადებითი განცდები გვქონდა? როგორ შეგვიძლია დღეს ამით ვისარგებლოთ?

ამ მზის ბავშვის გასაცნობად და გასაძლიერებლად, სტეფანი შტალი თავის ბესტსელერისთვის მიძღვნილ ახალ სამუშაო წიგნში რამდენიმე სასარგებლო სავარჯიშოს ასახელებს („თქვენში მყოფმა ბავშვმა უნდა იპოვნოს სახლი(შინ) – სამი ნაბიჯით ძლიერი მესკენ“). სცადეთ და ამით გააძლიერეთ თქვენი თავდაჯერებულობა!

წარმოიდგინეთ თქვენი მზის ბავშვი

ჯერ თქვენ უბრალოდ დახატეთ თქვენი მზის ბავშვი ფურცელზე. ამ მაგალითის მსგავსად, თქვენ მას  ეტაპობრივად შინაარსით შეავსებთ:

1. იპოვეთ თქვენი პოზიტიური რწმენა

ამ სავარჯიშოს წინაპირობა მშობლებთან კარგი ურთიერთობაა. (თუ ეს ასე არ არის, მაშინ შეგიძლიათ ერთ-ერთი მშობელი, თქვენთვის შინაგანად მიჩნეულ რომელიმე სხვა აღმზრდელით ჩაანაცვლოთ). ფურცელზე (დახატული მზის ბავშვის თავის მარჯვნივ და მარცხნივ) დააწერეთ, – ის კარგი თვისებები, რაც თქვენს დედას და მამას ჰქონდათ. შემდეგ ეს შეიგრძენით საკუთარ თავში: რომელი დადებითი რწმენა მიიღეთ მათგან? ამოირჩიეთ მაქსიმუმ ორი წინადადება (მაგალითები: „შემიძლია შეცდომის დაშვება“ ან „მომგვარებელი“) და ეს ჩაწერეთ მზის ბავშვის მუცელში.

კიდევ ერთი ვარიაციაა მაგალითად თქვენი ბავშვობის უარყოფითი რწმენის პოზიტიურად გადაქცევა. მაგალითად, “მე ვარ უღირსი” ხდება “მე ვარ ღირსეული”.

შემდეგ კვლავ სცადეთ იგრძნოთ თქვენი მზის ბავშვი. წარმოიდგინეთ რაიმე მშვენიერი სიტუაცია და იგრძენით, როგორ მუშაობს ეს რწმენა თქვენი შინაგანი მზის ბავშვის მდგომარეობასთან ერთად. რასაც ამის დროს გრძნობთ, ესეც შინაგანი მზის ბავშვის მუცელში ჩაწერეთ.

2. იპოვეთ თქვენი ძლიერი მხარეები და რესურსები

როგორც პოზიტიური რწმენა, ასევე მნიშვნელოვანია თქვენი დადებითი ხასიათის ის თვისებები და უნარები, რომლებიც ცხოვრებაში  დაგეხმარებათ, როგორიცაა მაგალითად იუმორი ან გამბედაობა. ჩაწერეთ მინიმუმ შვიდი ძლიერი მხარე – მზის ბავშვის მკლავებში. თქვენ  პირად რესურსები მოათავსეთ ასევე ნახატის გარშემო. ეს ნიშნავს მაგალითად იმას, რაც თქვენ ძალას გაძლევთ, როგორიცაა კარგი მეგობრები, ასევე სამუშაო ან სხვა საქმიანობა, რომელიც მოგწონთ. ახლა თქვენ კვლავ შეიგრძენით თქვენი მზის ბავშვი. აღიქვით, თუ როგორ შეიგრძნობთ ამ ძლიერ მხარეებს და რესურსებს თქვენს საკუთარ სხეულში.

3. იპოვეთ თქვენი ღირებულებები

რა არის თქვენთვის ნამდვილად მნიშვნელოვანი ცხოვრებაში? რა შეგიძლიათ გამოიყენოთ შიშებისა და უარყოფითი ქცევების დასაძლევად? თქვენთვის ეს განმსაზღვრელი ღირებულებები შინაგანი მზის ბავშვის ნახატზე თავთან დაწერეთ. მაგალითად როგორიცაა სამართლიანობა, ერთგულება ან ქველმოქმედება. შემდეგ დახუჭეთ თვალები და კვლავ იგრძენით, თუ რა ძალას და რა საყრდენს გაძლევთ ეს ფასეულობები.

და ახლა?

ამ სქემის მეშვეობით, თქვენ უკვე მიუახლოვდით საკუთარ შინაგან მზის ბავშვს, რადგან უკვე იცით თუ რომელი შინაგანი წყაროებიდან  შეგიძლიათ ძალების მოპოვება.

თუ ამ სავარჯიშოებს შინაგანი მზის ბავშვის ძიებისთვის გამოვიყენებთ, შემდგომში უკეთესად შევძლებთ, რომ კიდევ უფრო ღრმად ჩავუღრმავდეთ მთავარ თემას  – გავაძლიეროთ საკუთარი თავი შიგნიდან 🙏❤️🌸

წყარო: მოქშა ფეიქარი

,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,,

“შინაგანი (მზის და ჩრდილოვანი) ბავშვის ინტეგრაცია სისტემური განლაგების პერსპექტივით”

ონლაინ ტრენინგის ჩანაწერი

ღირებულება 45 ლ

ასევე მიიღებ მზისა და ჩრდილოვანი ბავშვის მედიტაციებს.

დარეგისტრირდი  https://shorturl.at/yzJQY

➡️ მოქშა ფეიქარი უკვე წლებია ცხოვრობს და მოღვაწეობს გერმანიაში. ის არის “Constellators International-ის და კიოლნის UTA აკადემიის სერთიფიცირებული ტრენერი”. თავიდან ცოდნას გერმანიაში, პირადად ბერტ ჰელინგერთან დაეუფლა, შემდეგ კი სწავლა გააგრძელა ქალაქ კიოლნში, უტას ინსტიტუტში, სისტემური განვითარების გერმანული საზოგადოების აღიარებულ თერაპევტებთან – რამატირტჰა დოეჩთან, სუბოდი შვაიცერთან დვარი დოეჩთან და შტეფანი ჰარტუნგიცთან.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment