როდესაც ლეონარდო და ვინჩი „საიდუმლო სერობას“ ხატავდა, ის განსაკუთრებულ ყურადღებას ორ ფიგურას აქცევდა: ქრისტეს და იუდას. ძალიან დიდხანს ვერ პოულობდა მენატურეს, რომლებისგანაც ამ ფიგურებს დახატავდა.
ბოლოს, როგორც იქნა, ქრისტეს სახისთვის, ნორჩ საეკლესიო მომღერლებს შორის იპოვა მოდელი. იუდასთვის მენატურეს ლეონარდო სამი წლის განმავლობაში ვერ პოულობდა.
სანამ, ერთხელ, ლოთს არ გადააწყდა, რომელიც ტალახში ეგდო. ეს იყო ახალგაზრდა კაცი, რომელიც მუდმივი სმისგან იყო დაბერებული. ლეონარდომ ის ტრაქტირში მიიწვია, სადაც მაშინვე დაიწყო მისგან იუდას ხატვა. როდესაც ლოთი გონს მოვიდა, მან მხატვარს უთხრა, რომ ერთხელ ის უკვე პოზირებდა მისთვის. ეს იყო რამოდენიმე წლის წინ, როდესაც ის ეკლესიის გუნდში მღეროდა, მაშინ ლეონარდომ მისგან ქრისტე დახატა.
——————————–
ქრისტედან იუდამდე ხშირად მხოლოდ ერთი პატარა ნაბიჯია. ამიტომ უნდა ვიფრთხილოთ და თავი არ წავიწყმიდოთ. ჩემთვის ამაზეა ეს ისტორია.
„საიდუმლო სერობა“, 1495-1498
p.s. ლეონარდო მართლაც დიდხანს ეძებდა თანამედროვეთა შორის შესაფერის ადამიანებს ამ ნახატის შესაქმნელად. იმდენად, რომ გაანაწყენა მონასტრის წინამძღვარი და მისგან შენიშვნაც მიიღო უსაქმურობისთვის, რაზეც ლეონარდომ უპასუხა, რომ თუ არ გაჩერდებოდა, ის მისგან დახატავდა იუდას. ამის შემდეგ ყველანაირი პრეტენზია მხატვრის მიმართ გაქრა.