”მოთმინების უნარი საერთოდ არ მაქვს, ეს ჩემი ყველაზე ცუდი თვისებაა.”
”მოვიშორე განცდა, რომ საჭიროა ვინმეს რამე დავუმტკიცო.”
”ოსტეოფატის კაბინეტში დაკლაკნილი ვიწექი და თავში ისეთი კარგი იდეა მომივიდა. ჩემი ტვინი ასე მუშაობს.”
”ერთხელ ვთქვი, რომ ჩემი ტანსაცმელი უშნოა და სწორედ ამიტომ მომწონს, მას მერე ხალხი ფიქრობს, რომ სიუშნოვისკენ მაქვს მიდრეკილება, ასე არ არის.”
”შვეიცარიელი ხალხის მენტალიტეტი და შეგნების დონე მომწონს. დიახ, ჩემს სიბერეს შვეიცარიაში ვხედავ.”
”ჩემს ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ, რომ ბედნიერი ვარ.”
”მომავალში აუცილებლად გავაკეთებ რაღაცას, რაც მოდასთან კავშირში არ იქნება”
“სხვების ჩაცმის სტილზე უფრო ბევრს ვფიქრობ, ვიდრე საკუთარზე.”
“ზოგჯერ მოდისგან იმდენად დაღლილი ვარ, რომ დილით ვიღვიძებ და თავადაც არ ვიცი რა ჩავიცვა.”
“მოდის შექმნა ახლა ბევრად რთულია, ვიდრე ნებისმიერ სხვა ეპოქაში.”
“მოდა არ იყიდება თუ სული არ აქვს.”
“არ მიყვარს, როდესაც ვისვენებ და მოდაზე მელაპარაკებიან.”
“ჩემს სოფელში მოდა არავის აინტერესებს, ამიტომ მომწონს იქ ცხოვრება.”
” შესაძლოა მოდაში ახლა უფრო მნიშვნელოვანი მომენტია, ვიდრე დიორის New Look-ის დროს.”
წყარო: Demna Gvasalia Daily