fbpx

3 რამ, რაც დეპრესიას იწვევს…

ავტორი Ann
933 ნახვა

დეპრესია საკმაოდ გავრცელებულია ადამიანებში და, როგორც წესი, მის მიზეზად ტვინში გარკვეული ნივთიერებების არასათანადო ბალანსს ასახელებენ, თუმცა ჰარვარდის სამედიცინო სკოლის მეცნიერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ სინამდვილეში აქ ტვინის მკვებავი ნივთიერებები არაფერ შუაშია. მაშინ საინტერესოა რა იწვევს დეპრესიას.

 

კლინიკური ფსიქოლოგი და ექსპერტი სუზან ჰაიტლერი გვთავაზობს დეპრესიის გამომწვევ  3 მიზეზს:

 

არასაკმარისი უმი პროდუქტი – აქ იგულისხმება ხილი და ბოსტნეული. საიდუმლო არავისთვისაა, რომ ჯანმრთელობისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ადამიანებმა რაც შეიძლება ხშირად მიიღონ ხილი და ბოსტნეული, თუმცა უფრო ხშირად მათ მოხარშული ან შემწვარი პროდუქტის სახით იღებენ, ამიტომ ორგანიზმი ვიტამინებს საკმარისი რაოდენობით ვერ იღებს.

 

დანაკარგი – ნებისმიერი სახის დანაკარგმა შესაძლოა გამოიწვიოს დარდი და სწორედ ეს დარდია დეპრესიის გამომწვევი. აქ საუბარი არაა მხოლოდ სერიოზულ დანაკარგზე, წააგო საყვარელმა სპორტულმა გუნდმა, დაკარგეთ სამსახური, მეგობარი ან შესაძლებლობა, რომლის იმედიც გქონდათ. ეს ყველაფერი საბოლოოდ დეპრესიისკენ გადადგმული ნაბიჯია.

 

უსუსურობის შეგრძნება – როდესაც ძალიან გინდათ რაღაც  და გიჩნდებათ განცდა, რომ მისი განხორციელება არ შეგიძლიათ ეს გამძიმებთ და დეპრესიისკენ გიბიძგებთ.

 

როგორ მოვიქცეთ?

 

როდესაც დაავადების დიაგნოზი ცნობილია, მისი მკურნალობა გაცილებით მარტივია. დაფიქრდით, რა იწვევს თქვენში დეპრესიას და ებრძოლეთ მას, მიიღეთ მეტი ჯანსაღი პროდუქტი, ნაკლები იდარდეთ დანაკარგზე, რადგან ცხოვრება ყოველთვის გიგზავნით უკეთეს შანსს. გახსოვდეთ, როცა რაღაც ძალიან გინდათ მას აუცილებლად მიაღწევთ და თუ ვერ მიაღწიეთ, ეს ნიშნავს, რომ ცდა დააკელით.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment