789
ღამის ძილი რომ ყველა ადამიანისთვის სასარგებლოა ამაზე ორი აზრი არ არსებობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა ამ შემთხვევაში სქესსაც თავისი როლი აქვს. ანუ ძილი ქალბატონებისთვის გაცილებით უფრო სასარგებლოა.
გერმანელმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ღამის ტკბილი ძილი ქალის ინტელექტთან პირდაპირ კავშირშია. მიუნხენის მაქს პლანკის ინსტიტუტის მეცნიერებმა ექსპერიმენტის დროს აღმოაჩინეს, რომ ნელი ძილის ფაზაში ტვინში მიმდინარეობს ისეთი პროცესები, რომლებიც ქალის ინტელექტს აუმჯობესებს. იგივე არ აღმოჩნდა მამაკაცების შემთხვევაში.