1. მთავარი ცხოვრებაში – სიყვარულია, სხვა დანარჩენი – უბრალო საზრუნავია;
2. იცხოვრე დღეს, რადგან გუშინ უკვე აღარ არის, ხოლო ხვალ შეიძლება არც იყოს.
3. გახსოვდეს, რომ სხვა ცხოვრება აღარ გექნება;
4. თუ დამნაშავე ხარ – მაშინვე აღიარე და არ იმართლო თავი;
5. გენატრება – დაურეკე;
6. გინდა გაგიგონ – აუხსენი;
7. ყოველთვის გახსოვდეს, რომ ყველას თავისი სიმართლე აქვს და ხშირად ის შენსას არ ემთხვევა;
8. მოგწონს – უთხარი;
9. არ მოგწონს – ესეც უთხარი;
10. გაუგებარია – იკითხე;
11. რამე გინდა – სთხოვე;
12. არასოდეს იკამათო;
13. არ ეკონტაქტო სულელ ადამიანებს;
14. ადამიანის პრობლემები მხოლოდ მის თავშია;
15. ცხოვრებაში მხოლოდ საკუთარი თავის იმედი იქონიე;
16. სამყარო ბოროტი არ არის და არც კეთილი. მისთვის სულერთია, არსებობ თუ არა შენ;
17. შეეცადე, ყველა მოვლენისგან სიამოვნება მიიღო;
18. ნუ დაიბოღმები;
19. გჯეროდეს საკუთარი შეგრძნებების;
20. ქალებთან (პრინციპში, მამაკაცებთანაც), ისევე, როგორც ბავშვებთან, იყავი მომთმენი და დამთმობი;
21. ცუდ ხასიათზე მყოფმა გაიხსენე, რომ როცა ამქვეყნად აღარ იქნები, ესეც არ გექნება;
22. იცოდე, რომ დღევანდელი დღე – საუკეთესოა…..
მთავარი ცხოვრებაში – სიყვარულია, სხვა დანარჩენი – უბრალო საზრუნავია
2.8K