fbpx

წარმატებული ურთიერთობის 5 წესი

ავტორი Ann
208 ნახვა

სიყვარული შემთხვევით არ მოდის, ეს არჩევანის საკითხია, ასევეა წარმატებული ურთიერთობა, მას გაფრთხილება და შესაბამისი გარემოს შექმნა სჭირდება. შეუძლებელია ურთიერთობა წარმატებული იყოს, თუ არ ზრუნავთ მასზე. ეს 5 თვისება სწორედ ყველაზე წარმატებულ წყვილებს ახასიათებთ:

 

1.ერთმანეთს კარგად ეპყრობიან – ჩხუბი, უხეში სიტყვები, კრიტიკა, გაღიზიანება წარმატებულ ურთიერთობაზე არ მიუთითებს. წყვილები, რომლებსაც კარგი ურთიერთობა აქვთ ყოველთვის ცდილობენ ერთმანეთს ლამაზი სიტყვები უთხრან.

 

2.გრძნობებზე პირად პასუხისმგებლობას გრძნობენ – გაბრაზების დროს თუ თქვენ დამნაშავედ პარტნიორი მიგაჩნიათ, ან ზოჯერ მაინც ნანობთ საკუთარ გადაწყვეტილებას, ეს სამწუხაროდ ცუდ ურთიერთობაზე მიუთითებს.

 

3.პასუხისმგებლობას იღებენ დროზე – ისინი ერთმანეთს უთმობენ დროს მაშინ, როცა ეს საჭიროა, თემების განსახილველად, გადაწყვეტილების მისაღებად, სათამაშოდ, მეტი სიყვარულისთვის.

 

4.მართავენ ფულს – ისინი ქმნიან სიტუაციას, რომ პარტნიორს დისკომფორტი არ შეუქმნან. თავად წყვეტენ ორივემ იმუშაოს თუ არა, მაგრამ ფული მათთვის დაბრკოლება არ არის.

 

5.უფრთხილდებიან ჯანმრთელობას – მოსიყვარულე წყვილი ცდილობს არ გარისკოს, რადგან იციან სიცოცხლის და ერთმანეთის სიყვარულის ფასი. ისინი არ სხდებიან საჭესთან ნასვამ მდგომარეობაში, ან მოტოციკლეტზე ჩაფხუტის გარეშე, რადგან იციან, რომ ეს სიცოცხლისთვის საშიშია.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment