ენების სწავლის ექსპერტი ლუკა ლამპარიელო, (Luca Lampariello) გვასწავლის სიტყვების მარაგის გაფართოების 5 ძირითად მეთოდს. ლუკა ლამპარიელო იტალიელი პოლიგლოტია. იცის 11 ენა, მათ შორის, გერმანული, რუსული, პოლონური, ჩინური (მანდარინული დიალექტი). ლამპარიელო გახდა ცნობილი ფიგურა ენის შემსწავლელ საზოგადოებათა შორის. ამჟამად ცხოვრობს რომში.
ამბობენ, რომ ენებს ზრდასრულებზე უკეთ ბავშვები ითვისებენ. ასობით საგანმანათლებლო რესურსი გპირდებათ, რომ მინიმალური ძალისხმევით დაგეხმარებათ ენის შესწავლაში, ადვილი და ბუნებრივი გზებით. მაცდური წინადადებაა. მაგრამ ნამდვილად ღირს ვისწავლოთ ისე, როგორც სწავლობენ ბავშვები?
ალბათ ამაყად ჟღერს, მაგრამ მე ვარ ცოცხალი მტკიცებულება, რადგან ზრდასრულ ასაკში ავითვისე 11 ენა, რომელთა უმეტესობაც ვიცი მაღალ დონეზე. “ლუკა ლამპარიელო”
ჩემი წარმატების საიდუმლო მდებარეობს იმაში, რომ სწავლას ვუდგები, როგორც ბავშვური ისე ზრდასრული მეთოდით. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ორივე მეთოდი ენის უკეთესად შესწავლისათვის შემდეგი პრინციპების გამოყენებით.
ამორჩევა
ახალ ლექსიკასთან მუშაობისას არის მნიშვნელოვანი, რომ ამოვარჩიოთ ზუსტად ის სიტყვები, რომლებიც თქვენთვის იქნება სასარგებლო და საინტერესო. თითო ენაში შედის ათასობით სიტყვა, ამ სიტყვების უმრავლესობას არანაირი შედეგი არ მოაქვს ენის სწავლების დასაწყისში. ენის ჟღერადობის გაფილტვრის თვისება არის გამოცდილი მოსწავლის ერთ-ერთი ყველაზე შეუფასებელი უნარი. არ დაუშვათ ეს შეცდომა. ისწავლეთ ყველაზე სასარგებლო სიტყვები და განაგრძეთ სწავლება თქვენს საჭიროებებსა და ინტერესებზე დაყრდნობით.
ფოკუსირება მოახდინეთ სასარგებლი სიტყვებზე. ისინი ქმნიან საფუძველს, რასაც მე საბაზისო ლექსიკას ვუწოდებ. აქ შედის ლექსიკა, რომელიც დაკავშირებულია ყოველდღიურ ცხოვრებასთან. მაგალითად ზმნები: “სიარული”, “გასეირნება”, “ძილი”, “მონდომება” და არსებითი სახელები “სახელი”, “სახლი”, “მანქანა”, “ქალაქი”, “ხელი”, “საწოლი”.
როდესაც შეისწავლით 3 000 ყველაზე გამოყენებად სიტყვას, დანარჩენის სწავლება გაგირთულდებათ. ამ ეტაპზე, ენის სწავლების სიჩქარე შეიძლება დაეცეს. მოგეჩვენებათ,რომ პროგრესი ეცემა გაურკვეველი მიზეზების გამო.
საქმე მდგომარეობს იმაში, რომ რაც უფრო დიდია თქვენი სიტყვათა მარაგი, მით უფრო რთულია ახალი სასარგებლო სიტყვების პოვნა და მათი დამახსოვრება. ამ ეტაპზე ფოკუსირება პირადი ცხოვრების თემებზე, მუშაობაზე და ინტერესებზე უნდა მოახდინოთ. ეს ლექსიკა მოიცავს პირადი სიტყვების მარაგს.
მაგალითად: ბიოლოგმა უნდა ისწავლოს ისეთი სიტყვები, როგორიცაა: “გენი”, “უჯრედი”, “სინაფსი”, “ჩონჩხი”, ხოლო ისტორიის მოყვარულმა — “ომი”, “მონარქია”, “საზოგადოება”, “ვაჭრობა”.
ასოციაციების ძებნა
სასარგებლო სიტყვების შერჩევა — წარმატებული სწავლების საწინდარია. მაგრამ თუ ამ სიტყვებს კონტექსტიდან ამოღებით იმახსოვრებთ, თქვენ გაგიჭირდებათ მათი ერთად განლაგება ენის აქტიურად გამოყენებისათვის. ამ კონტექსტის ფორმულირებისათვის დაგეხმარებათ ასოციაცია.
ასოციაციის ძებნა არის პროცესი, რომლის დროსაც ახალ ინფორმაციას უკავშირებენ უკვე არსებულ ცოდნას.
ინფორმაციის ერთ ფრაგმენტს შეიძლება ათასობით ასოციაცია ჰქონდეს მოგონებებთან, ემოციებთან, გრძნობებთან და ინდივიდუალურ ფაქტებთან. ეს პროცესი ტვინში ბუნებრივად მიმდინარეობს, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია მისი კონტროლის ქვეშ აყვანა.
ამისათვის დავუბრუნდეთ ზემოთ აღნიშნულ სიტყვებს: “გენი”, “უჯრედი”, “სინაფსი”, “ჩონჩხი”… თუ ჩვენ მათ ცალ-ცალკე დავიმახსოვრებთ, მაშინ ადვილად დაგვავიწყდება. მაგრამ თუ მათ წინადადების კონტექსტში ვისწავლით, ბევრად უფრო ადვილი იქნება მათი დამახსოვრება. 10 წამით დაფიქრდით და შეეცადეთ ამ სიტყვების შეერთება. თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ მსგავსი რამ: “გენი გავლენას ახდენს სხვადასხვა ელემენტების განვითარებაზე, როგორიცაა ჩონჩხი, ტვინის სინაფსები და ცალკეული უჯრედები. ოთხივე სიტყვა გაერთიანდა საერთო კონტექსტში, ისევე როგორც თავსატეხის ნაწილები.
გამეორება
დაახლოებით ათი წლის წინათ, გერმანელი ფიზიკოსი ებინჰაუსი მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ჩვენ ინფორმაცია გარკვეული სქემით გვავიწყდება. ჩვენ კარგად გვახსოვს ყველაფერი, რაც ცოტა ხნის წინ ვისწავლეთ. მაგრამ ეს ინფორმაცია რამოდენიმე დღეში ქრება გონებიდან.
ებინჰაუსმა აღმოაჩინა ამ მოვლენასთან ბრძოლის მექანიზმი.
თუ ახალი ინფორმაცია დროის ზუსტი ინტერვალით მეორდება, მისი დავიწყება უფრო რთულია. რამოდენიმეჯერ განმეორებისას იგი მაგრდება გრძელვადიან მეხსიერებაში და დიდი ალბათობით არასდროს არ დაგავიწყდებათ
თქვენ ახლის შესწავლის პარალელურად. რეგულარულად უნდა იმეოროთ ძველი ინფორმაცია.
ჩანაწერი
უძველესი რომაელები ამბობდნენ: “სიტყვა მიფრინავს, ჩანაწერი რჩება.” ანუ ინფორმაციის დასამახსოვრებლად, იგი უნდა დავაფიქსიროთ მუდმივ ფორმატში. როდესაც სწავლობთ ახალ სიტყვებს, ჩაიწერეთ ან აკრიფეთ კლავიატურაზე რათა შეინახოთ და განმეორებით დაუბრუნდეთ მათ სწავლებას.
როდესაც გაიგებთ ახალ სასარგებლო სიტყვას ან ფრაზას, ფილმის ყურების ან წიგნის კითხვის დროს, შეინახეთ ისინი სმარტფონში ან ლეპტოპში. ამრიგად თქვენ შეძლებთ ჩანაწერის განმეორებას ნებისმიერ დროს.
გამოყენება
ნასწავლი სიტყვები გამოიყენეთ საუბრის დროს. ეს არის ეფექტური სწავლების ბოლო ძირითადი მეთოდი.
მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევარებმა ვიქტორ ბუშე (Victor Boucher) და ალექსის ლაფლიორმა (Alexis Lafleur) დაასკვნეს, რომ საუბრისას სიტყვების გამოყენება ეფექტურია დამახსოვრების თვალსაზრისით, ხოლო ნაკლებად ეფექტურია ამ სიტყვების ხმამაღლა განმეორება,
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, რაც უფრო მეტ ადამიანთან საუბრობთ, მით უკეთესად მუშაობს თქვენი ლინგვისტური მახსოვრობა და უფრო სწრაფად იმატებს ენის დაუფლების დონე. ასე რომ, ყოველთვის გამოიყენეთ შესწავლილი მასალა რეალურ საუბარში. ეს მეთოდი გააუმჯობესებს თქვენს უნარს და მოგცემთ დიდი ხნის წინ ნასწავლი სიტყვების გამოყენების საშუალებას.
წყარო: LIFESKILLS