fbpx

„ფუძის ანგელოზო, ბედნიერი იყოს შენი ფეხი ჩემს ოჯახში“- სახლთანგელოზობა

ავტორი ჟოლო
93 ნახვა

სახლთანგელოზობა – სახლის ანგელოზის დღე

“სახლთანგელოზობა” ქართულ ტრადიციაში განსაკუთრებული დღეა და დაკავშირებულია სახლის მფარველ ანგელოზთან, რომელიც ოჯახს იცავს და ბედნიერება მოაქვს.

ყველა ოჯახს ჰყავს მფარველი ანგელოზი, რომელიც არასოდეს განეშორება და მუდამ იფარავს სახლს.

სახლთანგელოზობა არის წელიწადში ერთხელ, ხორციელის ხუთშაბათს ( წელს 20 თებერვალს)

ჩვენი წინაპრებისთვის ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ტრადიცია. ამ დღეს ტარდებოდა სხვადასხვა რიტუალი, ოჯახის წევრები ლოცულობდნენ, სადღესასწაულო ტრაპეზს აწყობდნენ და მადლიერებას გამოხატავდნენ ღვთის წინაშე. ამ დღეს ოჯახში ჩხუბი და კამათი აკრძალული იყო.

ოჯახის დიასახლისი საგანგებოდ გამომცხვარ ქადაზე სანთელს აანთებდა და ოჯახის უფროსს აგზავნიდა სახლის ანგელოზის მოსაპატიჟებლად.

ჩვენს წინაპრებს სწამდათ, რომ თუ ანგელოზი ოჯახში შებრძანდებოდა, ოჯახს მთელი წელი ბედნიერება, ხვავი, ბარაქა, ჯანმრთელობა არ მოაკლდებოდა.

სანთელს უნთებდნენ ოჯახის მფარველ ანგელოზს, წარმოსთქვამდნენ ამ ლოცვას და მადლობას სწირავდნენ მშვიდობიანი წლისათვის.

“ფუძის ანგელოზო, ჭერის ანგელოზო

კალთა დაგელოცოს, ფრთები დაგელოცოს…

ბედნიერი იყოს შენი ფეხი და შენი სუფევა ჩემს ოჯახში და ჩემს ქვეყანაში! ამინ!“

მსგავსი სტატიები

Leave a Comment