დღეს “ჟოლოს” სტუმარი – „ჭიტას“ დამფუძნებელი, ხათუნა ჩხიკვაძეა, ერთ-ერთი გამორჩეული ქალი მეწარმე, რომლის სახელიც ქართულ ბიზნეს სივრცეში უკვე კარგად არის ცნობილი. ამიტომ მისი გამოცდილება, შეხედულებები და რჩევები ნამდვილად საინტერესო იქნება ბევრისთვის, განსაკუთრებით კი მათთვის ვინც ბიზნესის დაწყებას ან განვითარებას გეგმავს.

მაშ ასე:
რა გამოწვევები იმალება წარმატების მიღმა?
როგორ უნდა გაუმკლავდნენ მეწარმეები კრიზისულ სიტუაციებს?
რას ურჩევს წარმატებული ბიზნესლედი მათ, ვინც დღეს პირველ ნაბიჯებს დგამს ბიზნესში?
– ბიზნესის დაწყება ბევრისთვის ძალიან დიდ სირთულესთან ასოცირდება, როგორ უნდა გადალახონ პირველივე ნაბიჯის შიში?

– ბიზნესის დაწყება მართლაც არ არის მარტივი პროცესი, ის დიდ ძალისხმევასთან, შრომასთან და პასუხისმგებლობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ პირველივე ნაბიჯები შეიძლება განვსაზღვროთ მკაფიო ხედვითა და ეტაპობრივად გაწერილი გეგმით.
მნიშვნელოვანია, ზუსტად ვიცოდეთ, რა გვინდა და როგორ მივაღწიოთ ამ მიზანს, როდესაც თითოეული ნაბიჯი წინასწარ გაწერილია და გვაქვს მკაფიო მოქმედების გეგმა, პროცესი უფრო მარტივდება.
მთავარია, არ დაველოდოთ იდეალური მომენტის დადგომას – ის შეიძლება არასოდეს დადგეს. უნდა დავიწყოთ იქიდან, სადაც ვართ, იმ რესურსებით, რაც გვაქვს, და წინსვლის პროცესში ვისწავლოთ და გავძლიერდეთ.
– რა რჩევას მისცემდით იმ ადამიანებს, რომლებიც ბიზნესის დაწყებას აპირებენ, მაგრამ ჯერ კიდევ არ არიან დარწმუნებულები?
– პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა – არ დაგაბრკოლოს წარუმატებლობამ, რადგან ბიზნესში შეცდომები გარდაუვალია, მაგრამ სწორედ ისინი გვაძლევენ სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას.
მეორე რჩევა არის კვლევა და მომზადება – კარგად შეისწავლეთ ბაზარი, კონკურენტები და მომხმარებელთა საჭიროებები.
მესამე – იპოვეთ მენტორი, ვისგანაც შეგიძლიათ გამოცდილების მიღება. ასევე სწორად შერჩეული გუნდი და სწორი ადამიანების გარემოცვა, წარმატების ერთ-ერთი გარანტია.
– სამი მთავარი პრინციპი, რომელიც უნდა გაითვალისწინოს დამწყებმა მეწარმემ – რა არის?
- მომხმარებელზე ორიენტაცია – პროდუქტი ან სერვისი მომხმარებლის რეალურ საჭიროებებს უნდა პასუხობდეს.
- ფინანსური მდგრადობა – სწორად მართეთ ბიუჯეტი და თავიდან აიცილეთ ზედმეტი ხარჯები.
- გამძლეობა და მოქნილობა – ცვლილებებს სწრაფად უნდა მოერგოთ და ამოცანები შესაძლებლობად აქციოთ.

– ბიზნესის წარმატებას გუნდი განსაზღვრავს, როგორ უნდა შექმნას დამწყებმა მეწარმემ ძლიერი და ერთგული გუნდი?
– წარმატებული გუნდი იქმნება ურთიერთნდობაზე, შრომისმოყვარეობაზე და საერთო მიზნებზე დაყრდნობით. გუნდის წევრები უნდა იყვნენ მოტივირებულები და იზიარებდნენ კომპანიის ხედვას.
მნიშვნელოვანია, რომ მეწარმემ შექმნას ისეთი სამუშაო გარემო, სადაც თანამშრომლები თავს დაფასებულად და მოტივირებულად იგრძნობენ.
– რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თვისება, რომელსაც მეწარმე უნდა ფლობდეს?
– მეწარმემ უნდა გამოიჩინოს გამძლეობა და შეუპოვრობა. ბიზნესი ყოველთვის არ მიდის იდეალურად, მაგრამ სწორედ სირთულეებთან გამკლავების უნარი განასხვავებს წარმატებულ მეწარმეს სხვებისგან.
– როგორ უნდა მართოს მეწარმემ სტრესი და მოტივაციის დაცემა რთულ პერიოდებში? გაქვთ პირადი სტრატეგიები?
- პრიორიტეტების განსაზღვრა – ფოკუსირდით ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე.
- დასვენება და განტვირთვა – გადატვირთულობის დროს აუცილებელია პაუზის აღება.
- გუნდის მხარდაჭერა – რთულ პერიოდებში გუნდის ერთიანობა უდიდეს როლს ასრულებს.


– როგორ უყურებთ ბიზნესის მომავალს საქართველოში და რა როლი აქვს აქ ინოვაციებს?
– ბიზნესის მომავალი ინოვაციებზეა დამოკიდებული. ტექნოლოგიური განვითარება, ციფრული პლატფორმების გამოყენება და ახალი იდეების დანერგვა მნიშვნელოვანია კონკურენტუნარიანობის შესანარჩუნებლად.
– სათამაშოების ბიზნესი საქართველოში – რა პერსპექტივები აქვს ამ ინდუსტრიას?
– სათამაშოების ბიზნესი მზარდი ინდუსტრიაა, განსაკუთრებით საგანმანათლებლო და ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოების მიმართულებით.
მომავალი ეკუთვნის იმ ბიზნესებს, რომლებიც მომხმარებლის საჭიროებებზე ორიენტირებული არიან და მუდმივად აინტერესებთ ახალი ტენდენციები.
– ერთი მთავარი გზავნილი, რომელიც გსურთ, რომ მომავალმა მეწარმეებმა ამ ინტერვიუდან “წაიღონ” – რა არის?
– განვითარდით და გახდით ლიდერი თქვენს სფეროში. მეწარმეობა დიდი პასუხისმგებლობაა, მაგრამ სწორ მიდგომასთან ერთად, ის წარმატებისა და პირადი ზრდის უდიდესი შესაძლებლობაა. წარმატება მიდის მათთან, ვინც არ უშინდება გამოწვევებს, ცვლილებებს, ინოვაციებს, იღებს გადაწყვეტილებებს და მოქმედებს მაშინ, როცა სხვები ჯერ კიდევ ფიქრობენ. შრომა, შეუპოვრობა და მუდმივად განვითარდება – ეს არის გამარჯვების გზა !