fbpx

ITcraft – ინოვაციური IT კომპანია საქართველოში

ავტორი ჟოლო
38 ნახვა

საქართველო ტექნოლოგიებისა და ინოვაციების სფეროში რეგიონის ცენტრია, რაც პროფესიონალი კადრებისა და ხელსაყრელი ბიზნეს გარემოს ერთობლიობის შედეგია. ITcraft, როგორც ლიდერი IT კომპანია, ამ პროგრესის სიმბოლოა და იგი ციფრულ ეპოქაში ბიზნესებს ახალი შესაძლებლობებისკენ უძღვება.

კომპანიის ისტორია და გამოცდილება

ITcraft ქართულ ბაზარზე 2012 წლიდან ოპერირებს და მან ახლიდან განსაზღვრა იტი მომსახურება, როგორც სტანდარტი, რომელიც სანდოობის, უსაფრთხოებისა და ხარისხის კომბინაციაა. 

დღესდღეობით, ITcraft 200-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს უწევს მომსახურებას, რაც 60-ზე მეტი პროფესიონალის ძალისხმევის შედეგია. კომპანია წლიდან წლამდე იზრდება, როგორც პროფესიონალურად, ასევე პარტნიორი კომპანიებისა და დასრულებული პროექტების რაოდენობით.

კომპანიის მისია და ღირებულებები

ჩვენი მთავარი ღირებულება უწყვეტობაა.

●          უწყვეტი განვითარება: ჩვენ მუდმივად ვადევნებთ თვალს საინფორმაციო ტექნოლოგიების უახლეს ტენდენციებს და მომხმარებლებს მხოლოდ აქტუალურ და ეფექტურ გადაწყვეტილებებს ვთავაზობთ.

●          უწყვეტი განათლება: ჩვენი გუნდის პროფესიონალები მუდმივად ზრუნავენ საკუთარი კვალიფიკაციის ამაღლებაზე, რათა თანამედროვე გამოწვევებს ეფექტურად გაუმკლავდნენ.

●          უწყვეტი სერვისი: ჩვენი მომხმარებლების ქსელს 24/7 რეჟიმში ვაკონტროლებთ, რაც მინიმუმამდე ამცირებს ხარვეზების შანსს და უზრუნველყოფს სტაბილურ ოპერირებას.

ეს ყველაფერი კი გაერთიანებულია საერთო მისიის გარშემო, გამართული აიტი მომსახურება ბიზნესის წარმატების საყრდენად იქცეს.

კომპანიის საქმიანობა ქართულ ტექნოლოგიურ ბაზარზე

მხოლოდ 2024 კომპანიამ წელს 3000- ზე მეტი ერთჯერადი პროექტი დაასრულა ქართულ ბაზარზე და მნიშვნელოვნად განავითარა ქართული ტექნოლოგიური ეკოსისტემა, რაც მოიცავს ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, კიბერუსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტების დანერგვასა და ბიზნესების ციფრულ ტრანსფორმაციას.

რას გთავაზობთ აიტიკრაფტი?

ჩვენი IT კომპანია მომსახურების ფართო სპექტრს გთავაზობთ, რომელიც ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებს შეესაბამება და მათ სტაბილურ ფუნქციონირებას უზრუნველყოფს.

●          სრული აიტი აუთსორინგ სერვისი – იგი მოიცავს, მომხმარებლებისა და მოწყობილობების მხარდაჭერას, სერვერების, ქსელებისა და მონაცემთა ბაზების მონიტორინგს. ასევე, ITcraft ბიზნესს ტექნოლოგიურ კონსულტაციებსა და გაძლიერებას სთავაზობს.

●          ტექნიკური სერვისი –  აერთიანებს, კომპიუტერული ტექნიკის შეკეთებას, მათ შორის ლეპტოპების ეკრანისა და კლავიატურის შეცვლას. ასევე, მყარი დისკების, ოპერატიული მეხსიერების და პრინტერების შეკეთება-მონიტორინგს.

●          ქსელი და Wi-Fi – ITcraft უზრუნველყოფს კომპიუტერული ქსელის პროექტირებას და Wi-Fi სისტემების სრულ კონტროლს. აპარატურის შერჩევიდან მონიტორინგის სისტემების დანერგვამდე.

●          IP ტელეფონი – ჩვენს სერვისში ასევე  IP სატელეფონო სადგურის აწყობა, ტელეფონების კონფიგურაცია და ქოლ-ცენტრებისთვის სისტემების დანერგვა შედის.

●          სერვერები და სთორიჯები – კომპანია გთავაზობთ სერვერებისა და სთორიჯების სწორ შერჩევას, SAN ქსელის აწყობასა და სერვერული პროგრამული გადაწყვეტილებების ინსტალაციას, რაც მნიშვნელოვანია ბიზნესის სტაბილურობისთვის.

●          ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები – ვგეგმავთ კამერების განლაგებას, ვარჩევთ შესაბამის აპარატურას, ვსაზღვრავთ ჩანაწერის ხანგრძლივობას, ქსელის და დაკაბელების სწორად დაგეგმვას, მონტაჟს და პროგრამულ გამართვას.

ქართული IT კომპანიების უპირატესობები

IT სფეროში საქართველო ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საერთაშორისო ბიზნესისთვის. ამ სფეროს განვითარების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, აიტი კომპანიები ქართულ ბაზარზე საგადასახადო შეღავათებით სარგებლობენ. 

ადგილობრივი შრომის ბაზრისა და საგადასახადო შეღავათების გამო, ქართულ ბაზარზე ოპერირებად კომპანიებს შეუძლიათ მაღალი ხარისხის აიტი მომსახურება დაბალ ფასად მიაწოდონ კლიენტებს.

გეოგრაფიული მდებარეობით საქართველო მარტივი მობილობის შესაძლებლობას იძლევა, ასევე სამუშაოს შესრულება ნებისმიერი წერტილიდან შეგიძლიათ. შეღავათიანი საყოფაცხოვრებო ხარჯები და უსაფრთხოება კი კიდევ უფრო მიმზიდველს ხდის რეგიონს. .

ქართული IT სფერო მაღალ სტანდარტს ინარჩუნებს გამოცდილი კადრებით, რომლებიც არ კარგავენ კავშირს საერთაშორისო გამოცდილებასთან.

ITcraft ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის სანდო ლიდერია მათთვის, ვინც სწრაფად პროგრესირებად ციფრულ ეპოქაში სტაბილურობასა და უპირატესობას ეძებს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment