fbpx

აი ეს არის ბიზნესი!

ავტორი ჟოლო
536 ნახვა

რა არის ბიზნესი? – ბიზნესი არ არის გაზპრომის ფლობა, არც ბანკის მმართველბა და ნავთობის მოპოვება.

ბიზნესს არ აკეთებს გონიერი, ნიჭიერი, განათლებული და ჭკვიანი ხალხი, ბიზნეს ქმნის გაბედული ხალხი, რომელთა გაბედულებას ხშირად აღიქვამენ სიგიჟედ, შეშლილობად, ავადმყოფურ მისწრაფებად. ხოლო ეს გონიერი და განათლებული ხალხი, რომლებიც თავიანთი კრიტიკით, ქილიკით და შურაწყოფებით გაბერილნი არიან, ისევ გაბედული ადამიანების მიერ შქმნილი მანქანებით მოძრაობენ, მათ განათებულ სახლებში, ქალაქებში და ქუჩებში მოძრაობენ, მათი შეკერილი ტანსაცმელი აცვიათ, მათ შექმნილ სასმელებს მიირთმევენ და მათ შექმნილ ტელეფონებს და კომპიუტერებს იყენებენ.

ერთხელ მაინც დაფიქრებულხართ ვინ იყო პირველი ავტომობილის შემქმნელი? როგორი იყო მისი იმიჯი, განათლება, ცხოვრების პირობები და საზოგადოების დამოკიდებულება? ვინ გაანათა პირველი ნათურა და რა გზა გამოიარა ამ ადამიანმა მის განათებამდე? როგორ შეიქმნა პირველად coca-cola? ვინ იყო სტივ ჯობსი და რა ცხოვრება ჰქონდა მას? ბილ გეითსის განათლებაზე დაფიქრებულხართ? რა გააკეთა ცუკერბერგმა, ან როგორ შეიქმნა WhatsApp_ი? ვინ იყვნენ VERSACE, Zilli, Dior, CHANEL_ი??_ განათლებული და გონიერი ადამიანები? თუ გაბედული ადამიანები? რომლებმაც მიუხედავად საზოგადოების სკეპტიციზმისა, მაინც თავიანთი სიტყვა თქვეს მსოფლიოში…

და დღეს გამოვა რომელიმე განათლებული, ეროვნული, დიპლომატიანი პროფესორი და იტყვის, რომ Dolce და Gabbana ამორალური ადამიანები არიან, რომ ფუფუნებაში მხოლოდ ზნედაცემული ხალხი ცხოვრობს, იმიტომ რომ მათზე მეტი განათლება ამ პროფესორს აქვს, მაგრამ ცხოვრებაში ვერაფრით გაბედა მსოფლიოს დაპირისპირებოდა თავისი იდეებით და შეექმნა რაიმე ღირებული… რაც ამ ”ეროვნულმა პროფესორმა” შექმნა ეს არის__ მისი შვილი, შვილიშვილი და მისი მიმდევრები, რომლებიც ფიქრობენ, რომ ბიზნესს სჭირდება დიდი ფული, კაპიტალი, რომ ბიზნესი არის გაზპრომი, ნავთობი, ბანკის მმართველობა, რომ ამ ყველაფერს სჭირდება განათლება, ” სწავლა, სწავლა და სწავლა”. ზრდიან თავისნაირ კრიტიკოსებს და ღვარძლიან საზოგადოებას, დებენ გენეტიკურ კოდს ხალხში, რომ გაბედულება, გარისკვა და თამამი ნაბიჯების გადადგმა ამორალური საქციელია, ყოველგვარ ზნეობას მოკლებული, რასაც მოყვება საზოგადოების კრიტიკა… ზრდიან მშიშრებად, ლაჩრებად, არაფრის მკეთებლებად და დაკავებულნი არიან: ფორდის, ნობელის, აინშტაინის, ედისონის, ბენდუქიძის და მათი გზის გამგრძელებლების კრიტიკით…

ბიზნესი არ არის განათლება, სწავლულობა და გონივრულად გათვლილი თითოეული ნაბიჯი! ბიზნესი გაბედულებაა, რისკია, ყოველი ნაბიჯის მერე სანახი ახალი გზა მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად და ასე დაუსრულებლად, ნაბიჯ-ნაბიჯ სიარული შენი მიზნებისკენ, მაგრამ ამისთვის ჯერ ძალიან უნდა გიყვარდეს ის საქმე რასაც აკეთებ, უნდა გწამდეს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შენს სიტყვას იტყვი ცხოვრებაში, ისევე როგორც სწამდა: ფორდს, ედისონს, სტივ ვანდერს, ბეთჰოვენს, ცუკერბერგს და ა.შ.

აი ეს არის ბიზნესი! საკუთარი საქმის სიყვარული, გაბედული ნაბიჯები, მისი საზოგადოდ კეთება, ცხოვრების ასპარეზზე გამოსვლა და თავის გაცნობა მსოფლიოსთვის, რწმენა იმისა, რომ სწორედ სიყვარულით ნაკეთები საქმე დაფასდება და მოგგვრის ისეთივე სიამოვნებას და დაგვიფასდება ისევე, როგორც ეს დაუფასდა: ედისონს, ცუკერბერგს, რეი ჩარლს, Levis_ს…

ახლა შენ გეკითხები მკითხველო, რა არის ბიზნესი? გაზპრომის აქციონირება, ნავთობის მოპოვება, თუ ბანკის მმართველობა? სადაც იქ მისაღწევად უამრავი დასმენა, შურისძიება, მრუშობა, თაღლითობა,ფარისევლობა და ადამიანის დაღუპვა გიწევს ___ თუ საკუთარი ენერგიით, თვითდისციპლინით, სიყვარული, რწმენით, გაბედულებით მოპოვებული მიღწევები? ვისზე ნაკლები ბიზნესია დღეს coca-cola? facebook? Microsoft? adidas? Ford_ი? ვინ იყვნენ მათი შემქმნელები? როგორი ცხოვრება გამოიარეს მათ?

ცხოვრებაში არსებობს 2 გზა: 1 გზა_ გინდა სამსახური? რომელიც ნელნელა მიგიყვანს გაზპრომის აქციონერობამდე__ რომლის გზაც არის ”დილეტანტი პროფესორის მიმდვრები”, რომელიც ხორციელდება უსიყვარულოდ, უემოციოდ, მორჩილებით და მონური მენტალიტეტით, და მე_2 გზა__ გინდა ფული? რისთვის გჭირდება ფული? სწორედ ამ მე_2 პასუხის გაცემა გაპოვნინებს სიყვარულს, რომელსაც მოყავხარ ემოციაში და ამ სიყვარულის მოსაპოვებლად უკვე იწყებ გაბედულ, თამამ ნაბიჯებს. სწორედ ამ დროს აცნობიერებ, რომ ხალხის კრიტიკის გამო საქმის შეწყვეტა__საკუთარი სიყვარულის ღალატია, უარის თქმაა შენს ნამდვილ ბედნიერებაზე, რისი დაკარგვის შიშით ემოციები უფო მძაფრდება შენში და იწყებ ბევრად ენერგიულად და თავდაუზოგავად მის მოპოვებას, სწორედ ეს გზა გამოიარეს ცუკერბერგმა, სტივ ჯობსმა, ბილ გეითსმა, დეილ კარნეგმა, რობერტ კიოსაკმა, ტრამპმა, მუჰამედ ალიმ, მაიკლ ჯორდანმა, პიკასომ, თომას მანმა, სტივ ვანდერმა, უილ სმიტმა, სილვესტერ სტალონემ და მრავალმა უიღბლო, დაცემულმა, განადგურებულმა ადამიანმა… ისინი წამოდგნენ და მათი წამოდგომის მიზანი იყო ის__ მათ გაიაზრეს, რატომ სჭირდებოდათ ფული ცხოვრებაში?! წამოდგნენ, იმიტომ რომ მათ იპოვეს მიზეზი__ სიყვარული…

წამოდგნენ! და ისე წამოდგნენ ფეხზე, რომ დღეს მე, შენ და კიდევ მილიარდობით ადამიანს მსოფლიოში ამ ადამიანების…ან 1. მიზეზი_შურთ ”გონიერი პროფესორების მიმდევრებს” და 2. მიზეზი_ მიველტვით და პატივს ვცემთ მათ სიყვარულით მოპოვებულ დიდებას!

ავტორი:  კახა ბენდუქიძე

წყარო: facebook

მსგავსი სტატიები

Leave a Comment