fbpx

ნუ გაფლანგავთ დროს

ავტორი admin
804 ნახვა
0 კომენტარი
1

ის ბავშვობაში  მოხუცებულ მეზობელთან მეგობრობდა. ხშირად დადიოდა მასთან სახლში და საინტერესო საუბრებში ატარება დროს.

გადიდოდა წლები. ბიჭი გაიზარდა, ჯერ კოლეჯი და სხვადასხვანაირი გატაცებები, მერე სამსახური და ოჯახი. ყოველთვის ძალზე დაკავებული იყო და იმისი დროც კი არ ჰქონდა, რომ ხანდახან მაინც მოენახულებინა ახლობლები.

ერთხელ გაგიგო, რომ მისი ყოფილი მოხუცი მეზობელი გარდაიცვალა და მაშინ გაახსენდა თუ როგორი ამაგი ჰქონდა გარდაცვლილს მასზე გაწეული. მოხუცმა ბევრი რამ ასწავლა ობოლ ბიჭს და ყოველთვის ცდილობდა მისთვის მამის მაგივრობა გაეწია.

კაცმა იგრძნო სინდიდის ქენჯნა, რომ ამდენი წლის განმავლობაში ერთხელაც არ მოუკითხავს მოხუცი და გაემგზავრა მის დასაფლავებაზე.

საღამოს, მან დაათვალიერა სახლი. ყველაფერი ისე იყო, როგორც მისი ბავშვობის დროს, ერთადერთი — თავის ადგილას არ იდო პატარა ყუთი, რომელშიც მოხუცის სიტყვებით ინახებოდა მისთვის ყველაზე ძვირფასი ნივთი.

„ალბათ რომელიმე ნათესავმა აიღო“ – გაიფიქრა კაცმა .

ორი კვირის შემდეგ მან მიიღო ამანათი, რომელზეც მისი გარდაცვლილი მოხუცი მეზობლის სახელი და გვარი ეწერა. კაცმა გულის ფანცქალით გახსა ამანათი. მასში სწორედ ის პატარა ყუთი იდო, რომელიც დასაფლავების დღეს ვერ ნახა მოხუცის სახლში.

ყუთში კი აღმოჩნდა ოქროს საათი, რომელზეც ამოტვიფრული იყო შემდეგი სიტყვები:

„მადლობა იმ წუთებისთვის, რომელსაც ჩემთან ატარებდი“!

და ის მიხვდა – მოხუცისთვის ყველაზე ძვირფასი იყო ის დრო რომელსაც თავის პატარა მეგობართან ატარებდა.

ის მიხვდა, რომ სიცოცხლე იმით კი არ იზომება, თუ რამდენჯერ ჩაისუნთქავ, არამედ იმ წამების რაოდენობით, რამდენჯერაც შეგვეკვრება სუნთქვა.

ის მიხვდა, რომ დრო შეუჩერებლად მიედინება და ამიტომ ის უნდა ვხარჯოთ პირდაპირ ახლავე, აქ და ამჟამად.

სიყვარულით, მადლიერებით და პატივისცემით, ხვიჩა მებონია

წყარო: http://mebonia.com/

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი