fbpx

„როგორ გადავაქციოთ  მარცხი და წარუმატებლობა  წარმატებად ?“

ავტორი ჟოლო
183 ნახვა

წარმატება ყველას სურს, მაგრამ გზად ბევრი სირთულე და მარცხი გვხვდება. ნებისმიერი ადამიანის ცხოვრებაში დგება რთული პერიოდი და ყველასთვის მტკივნეულია მარცხი და იმედგაცრუება. თუმცა, წარმატებული ადამიანები ხშირად ამბობენ, რომ სწორედ მარცხი იყო მათი წარმატების წინაპირობა. მთავარია მარცხი სწორად გავაანალიზოდ და ის შესაძლებლობად ვაქციოთ.

ამ დროს განსაკუთრებით დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის პიროვნულ სიძლიერეს და იმ მიზნებს, რისთვისაც თავიდან უნდა მოიკრიბო ძალები და განაგრძო წარმატებისკენ მიმავალი გზა.

რატომ ხდება რომ ზოგიერთი ადამიანი სწრაფად ახერხებს წამოდგომას, ზოგს კი  წარუმატებლობა  დიდხანს ტოვებს ერთ ადგილზე და ხშირად დეპრესიაშიც კი ამყოფებს?

მე გაყიდვების და მომსახურების  სფეროში  ვარ და აქ განსაკუთრებული ძალისხმევა გჭირდება მიზნის მისაღწევად, ძალიან ბევრი უარის და უარყოფის  შედეგად გიწევს  შედეგის დადება.

ჩემი დაკვირვებით და გამოცდილებით  ცხოვრებაში წარმატებას ძლიერი ბუნების ადამიანები აღწევენ, რომლებმაც კარგად იციან რომ წვიმის შემდეგ აუცილებალდ გამოდიარებს და ღამეს აუცილებლად მოჰყვება დღე.

როგორ გავძლიერდეთ და როგორ შევძლოთ მარცხის შემდეგ  მიზნისკენ სავალი გზის გაძლიერება?

1) პირველ რიგში უნდა დავრწმუნდეთ ეს ის გზაა, რომელიც ნამდვილად გვინდა რომ გავიაროთ? ამისთვის საუკეთესო ხერხია  ვიზუალიზაციის მეშვეობით წარმოვიდგინოთ ეს მიზანი უკვე შესრულებული და დავაკვირდეთ ჩვენს ემოციებს .

2) გადავხედოთ მარცხის დროს გადადგმულ ნაბიჯებს ,გავანალიზოთ და ვისწავლოთ ჩვენს შეცდომებზე.

დაუსვით საკუთარ თავს კითხვები:  რამ გამოიწვია მარცხი? რა შეიძლებოდა გამეკეთებინა სხვაგვარად?

3) ვუყუროთ სამოტივაციო ფილმებს, ვიდეორგოლებს, ვუსმინოთ სამოტივავიო სფიჩებს და ხშირად ვიკითხოთ წარმატებული ადამიანების ისტორიები, რომლებმაც თავისი წარუმატებლობა თავისისვე ძალად გადააქციეს.

   ამ ყველაფერში კი პირველ რიგში ჩვენი განწყობა, პოზიტიური აზროვნება  და საკუთარი თავის  რწმენა გვეხმარება.

იფიქრეთ, რომ მარცხი დროებითია.

იპოვეთ პოზიტიური მხარეები. მაგ: მარცხი შეიძლება იყოს სტიმული საკუთარი შესაძლებლობების გაუმჯობესებისთვის.

მარცხის შემდეგ უმნიშვნელოვანესია, რომ არ გაჩერდეთ. დასახეთ ახალი მიზნები და დაიწყეთ მოქმედება.

„პოზიტიური აზროვნების” ტრენინგზე, რომელიც საკმაოდ მოთხოვნადი ტრენინგია, იმხელა ტრანსფორმაციას გადის ადამიანი ხშირად მე თვითონაც მიკვირს. როცა არწმუნებ ადმაიანს რამხელა გავლენა აქვს მის რწმენას, განწყობას და აზროვნებას მისი უკეთესი მომავლისთვის, აი მანდ ხდება ცნობიერების  გარდაქმნა უკეთესობისკენ და როგორც მზე , ისე ანათებს  იმედით და რწმენით სავსე ადამიანი.

წარუმატებლობამ და მარცხმა არ გათქმევინოთ იმ ოცნებებზე უარი, რომელნიც რიგში დგანან და გელოდებიან !

თქვენ შეგიძლიათ !

გაძლიერდით და წინ უკეთესი მომავლისკენ!

ანი ალაფიშვილი

მსგავსი სტატიები

Leave a Comment