“იცით თუ არა , რომ ცნობიერი გონება მხოლოდ 5 %-ით გვმართავს, 95 % ქვეცნობიერი პროგრამების საპირისპიროდ?ჩვენ იმდენად კარგად დავიმახსოვრეთ მთელი რიგი ქცევითი სქემები, რომ სხეულში დაფიქსირებული ჩვევები გვმართავენ! მაგრამ თუ მოვინდომებთ შესაძლებელია შევცვალოთ ის რაც არ მოგვწონს” – ამბობს ფსიქოლოგი, ნლპ თერაპევტი და ქოუჩი მაკა ჯანჯულია, რომელიც უკვე წლებია სწორედ ამ მიმართულებით მუშაობს.
მაკა ჯანჯულია, ფსიქოლოგი, ნლპ თერაპევტი, ფინანსური ქოუჩი: დიახ, ჩვენი უამრავი პრობლემის მიზეზი, სწორედ ქვეცნობიერის პროგრამებში იმალება, ეს არის ის, რაც ცხოვრების ადრეულ ეტაპზე ჩამოგვიყალიბდა – შევიძინეთ ბავშობაში მშობლებისგან, აღმზრდელებისგან, ადამიანებისგან, რომლებიც ჩვენს ირგვლივ იმყოფებოდნენ. ეს პროგრამები გვაიძულებენ ავტომატურად ვრეაგირებდეთ გარკვეულ სიტუაციებზე და მოვლენებზე მაშინ, როდესაც გვსურს მოვიქცეთ სრულიად სხვაგვარად!
🔸️ქვეცნობიერის პროგრამები წარმოადგენენ ერთგვარ ფილტრს, რომლის მეშვეობითაც ჩვენ აღვიქვამთ სინამდვილეს, თავისი შინაარსიდან გამომდინარე ისინი ან ხელს უწყობენ მიზნის მიღწევას და პირად წარმატებას ან აკავებენ წინსვლას, ქმნიან შინაგან და გარეგან წინააღმდეგობებს.
– რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევცვალოთ ის, რაც არ მოგვწონს?
– იმისათვის, რომ შევცვალოთ ჩვენი შინაგანი მდგომარეობა, გავხდეთ უფრო მშვიდი, უფრო მტკიცედ ვრეაგირებდეთ მოვლენებზე, ვიპოვოთ უკეთესი გადაწყვეტილებები ურთიერთობებისთვის, ფინანსური წარმატებისთვის, აუცილებელია “გავწმინდოთ” ქვეცნობიერი წარსულის ზეგავლენებისგან, არაეფექტური პროგრამებისგან და რწმუნებულებებისგან, რაც აუცილებლად განაპირობებს ცხოვრების ახალ, უფრო ხარისხიან ეტაპზე გადასვლას, სულიერი და ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას, მეტი შესაძლებლობების დანახვას, აქტიურობას, ურთიერთობების მოგვარებას.
– შედეგად?
– შედეგად უფრო წარმატებული ხდება ჩვენი ნებისმიერი აქტივობა.
– როგორც ვიცი ქვეცნობიერის ასეთი “წმენდისთვის” და ქცევის ახალი ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისთვის გაქვთ ინდივიდუალური კურსი, შეიძლება უფრო დეტალურად გვითხრთ ამ კურსის შესახებ?
– ეს არის ინდივიდუალურ – ტრანსფორმაციული კურსი, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა საკითხების სიღრმისეულად გადაჭრისთვის განკუთვნილ კომპლექსურ მიდგომას. სამუშაო პროცესის დროს თქვენ იპოვით და გაანეიტრალებთ პრობლემის საფუძველს, მის პირველ მიზეზს, შექმნით თქვენთვის ეფექტურ ახალ პროგრამებს, აღიდგენთ სულიერ ჰარმონიას, დაიბრუნებთ დაკარგულ და დაბლოკილ სასიცოცხლო ენერგიას! ინდივიდუალური კურსი გულისხმობს მუშაობას კონკრეტულად თქვენს მიზნებზე, იმისთვის რომ იყოთ კონცენტრირებული მხოლოდ სასურველ შედეგებზე, გახდეთ უფრო წარმატებული იმ ასპექტებში, რომლის გაუმჯობესება თქვენთვის არის ყველაზე მნიშვნელოვანი!
ეს მუშაობა არის ტრანსფორმაციული, რაც ნიშნავს იმას, რომ თქვენ შეცვლით ძველ წარმოდგენებს და დამოკიდებულებებს საკუთარი თავის და გარემოს მიმართ, თქვენი აღქმა უფრო ეფექტური და პოზიტიური გახდება. თქვენ მიიღებთ საკუთარი ემოციების და რეაქციების მართვის სიღრმისეულ ცოდნას და უნარს, რაც მოგცემთ საშუალებას თქვენი ცხოვრება წარმართოთ თქვენთვის სასურველი სცენარის მიხედვით!
და რაც მთავარია ცვლილებები ხდება ქვეცნობიერის დონეზე და ფიქსირდება თქვენს პიროვნებაში სამუდამოდ!
– თუ შეიძლება გვითხრით კურსის ხანგრძლივობის შესახებ და როგორ დაგიკავშირდნენ მსურველები?
– კურსი სამთვიანია, თვეში 4 სესია; 1 სესიის ხანგრძლივობა არის 1 საათი. დაკავშირება შეუძლიათ როგორც სოციალური ქსელის მეშვეობით, ასევე რეგისტრაციითაც
✔ ვინც მზადაა ც ვ ლ ი ლ ე ბ ე ბ ი ს თ ვ ი ს!
ონლაინ კურსი: 🔸️️ “გაცნობიერებული წინსვლა ” 🔸️
✔ კურსის ფარგლებში შეიტყობთ, თუ სად იმალება თქვენს ჯანმრთელობასთან, კარიერულ წარმატებასთან, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებული პრობლემების საფუძველი!
✔ასევე, გექნებათ საშუალება აღმოაჩინოთ თქვენი შემზღუდველი ქვეცნობიერი პროგრამები, რომლებიც ხელს გიშლით წინსვლაში, და რაც მთავარია – გადაამუშაოთ, გაანეიტრალოთ და შეცვალოთ ისინი ახალი, პოზიტიური პროგრამებით, რომელიც უზრუნველყოფს თქვენს წინსვლას!
რეგისტრაცია
გაეცანი სტატიას