fbpx

გამოფენა შვეიცარიაში – ვინ მოხიბლა ქართველმა ხელოვანმა საათების ქვეყანაში

ავტორი დეა თავბერიძე
1209 ნახვა
0 კომენტარი
5

„გაოცებული და აღფრთოვანებული ვარ, აქ თითოეული საათი ხელოვნების ნიმუშია, ყოველი მათგანი მხატვრული ღირებულებით გამოირჩევა“ – ასე აფასებს ნიჭიერი ქართველი შემოქმედის ქმნილებებს უცხოელი დამთვალიერებელი. მან, განსხვავებული და ორიგინალური საათები, თბილისის ერთ-ერთ სახელოსნოში აღმოაჩინა, მერე მისი შემქმნელიც გაიცნო და მალევე შვეიცარიაში, გამოფენაზე მიიწვია. ამ უცხოელი სტუმრის დამსახურებით ლელა კაციაშვილის უჩვეულო სამყაროში ჩვენც აღმოვჩნდით.

%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%90

საათი, რომელიც შენი ისტორიით იქმნება

სახელოსნოს, სადაც ლელა კაციაშვილის მიერ შექმნილი საათები იდებენ ბინას „თავისუფალი დრო“ ჰქვია. აქ ჩვეულებრივი საათი არაჩვეულებრივად გადაიქცევა და დამთვალიერებელს თავისი ორიგინალობით ხიბლავს.

ლელა კაციაშვილი: ყველა საათი თავის ამბავს ყვება და ეს ამბები არ მეორდება, ამიტომ ყველას შესაბამისი კორპუსი, ისარი წამმზომი და ციფრები უკეთდება. ისინი თავად პოულობენ თავის ადამიანებს, სახლებს, კედლებს, სადაც აგრძელებენ ცხოვრებას(ყოფნას)ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში – საქართველო, შვედეთი, დანია, შვეიცარია, იტალია, ამერიკა, ესპნეთი, საფრანგეთი, უნგრეთი, ჩეხეთი და სხვა ქვეყნებში საათების კოლექციონერებთან და ხელოვნების მოყვარულებთან.

– ინსპირაცია?

– ინსპირაცია არის დრო, ადამიანები, გარემო, ცხოველები… საათს უკვე ციფრებსაც ვაწერ… მაინც საათია და🌝საათს დღეში რამდენჯერმე შევხედავთ ხოლმე, მაშინაც კი, როცა არსად გვეჩქარება.

ჩემთვის საათი გამოხატვის ფორმაა, ჰობიცაა, პროფესიაც  და ახალი დროის დაბადებაც.

შვეიცარია – საათივით აწყობილი ქვეყანაა იქ საათების კულტია. ბევრ შვეიცარიელთან ნახავთ საათებით მორთულ კედლებს (როგორც ჩვენთან ნახატებს,ისე აგროვებენ ) რამდენიმე კოლექციონერი უკვე საქართველოშიც გამოჩნდა რაც ძალიან მომწონს.

– რატომ “თავისუფალი დრო”?

– „თავისუფალი დრო”, ანუ თავი, უფალი და დრო, ეს სამი განზომილება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი… მთავარია არ დაკარგო თავი, უფალი და დრო და საქმე საათივით აეწყობა… საათში ძალიან დიდი თავისუფლებაა, იმ მონაკვეთში რომელიც მოგვეცა. დრო გველოდება და გვემორჩილება თუ ჩავერევით და სათანადოდ გამოვიყვენებთ.

სახელოსნოში განთავსებული საათები ერთმანეთისგან განსხვავდებიან და ყოველ მათგანს თავისი ისტორია აქვს. მსურველთა მიერ მოთხრობილი ამბები შემოქმედის ხედვაში ტარდებიან და საოცარ განწყობასა თუ ფერებს იძენენ. ვერცერთს გამოარჩევ, ყოველი მათგანი გაოცებულს გტოვებს, – მიზეზი უამრავია. თუნდაც იმის შეგრძნება, თუ როგორ შეიძლება ყოვლად ჩვეულებრივი ნივთი აქციო არაჩვეულებრივად.

მასალა სხვადასხვაგვარია:  ვერცხლი, ნატურალური ქვები, მინერალები, რკინა, მინანქარი, ხე, მინა, სარკე, ფაიფური….

ფერთა შერწყმა, თემა, განწყობა შემოქმედის ხედვა და ჯადოსნური საათიც მზადაა.

სწორედ ამით მოიხიბლა წლების წინ საქართველოში მყოფი შვეიცარიელი, რომელმაც ქართველ ხელოვანს საათების ქვეყანაში გამოფენა მოუწყო.  ლელას მიერ შექმნილი საათები სამმა დიზაინერმა და ერთმა კოლექციონერმა შეიძინა, ამ დიზაინერებს შორის ერთ-ერთი შვეიცარიის საათების ქარხნის დიზაინერი გახლდათ. ყველაზე დიდი მოწონება წილად ხვდა ღუმელის მილის თავისგან გაკეთებულ საათს.

თქვენც შეგიძლიათ გახდეთ ორიგინალური საათის მფლობელი, საათის, რომელიც მხოლოდ  თქვენი ისტორიით შეიქმნება. 

გაიფერადეთ ცხოვრება, დაუკავშირდით ლელას და თქვენც გახდით ორიგინალური საათის მფლობელი

ეს შესაძლებელია 🙂 

599704741 ლელა კაციაშვილი

https://www.facebook.com/lelastime/

%e1%83%a1%e1%83%90%e1%83%90%e1%83%97%e1%83%98

%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%9a%e1%83%901

lll

l1

https://www.facebook.com/lelastime/

0 კომენტარი
5

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი