fbpx

წარმატების 10 პირობა – დილის რუტინა

ავტორი დეა თავბერიძე
149 ნახვა

დილით სწორი ჩვევების ფორმირება მნიშვნელოვანია. პროდუქტიული, ენერგიული და მიზანმიმართული დღე რომ დაიწყოს დანერგე ეს 10 ჩვევა.

ადრიანად გაღვიძება

– წარმატებული ადამიანები ხშირად იღვიძებენ ადრე, რათა ჰქონდეთ დრო საკუთარი თავისთვის და მიზნების დასალაგებლად.

ადვილი მიზნების დასახვა

“დილაზე  თუ გაიმარჯვებ, დღეზეც გაიმარჯვებ” – ამბობს ტიმ ფერისი, რომელიც დილას როგორც ოთახის ასევე გონების დასუფთავებით იწყებს. პირველ რიგში ის საწოლს ასწორებს. როგორც თავის წიგნში წერს, – მარტივი დავალებების შესრულება სიამაყისა და თვდაჯერებულობის განცდას გვმატებს.

წყლის დალევა გაღვიძებისთანავე

– ღამით ორგანიზმი განიცდის გაუწყლოვანებას. ერთი ჭიქა წყალი აჩქარებს მეტაბოლიზმს და გეხმარება გააქტიურებაში.

ფიზიკური აქტივობა – ვარჯიში ან გასეირნება

– თუნდაც 10–15 წუთი საკმარისია. აუმჯობესებს ხასიათს, კონცენტრაციას და ენერგიას.

მედიტაცია ან მადლიერების გამოხატვა

– 5 წუთიანი მედიტაცია ან 3 რამის ჩაწერა, რისთვისაც მადლობელი ხარ – ფსიქოლოგიურად გაძლიერებს და დადებით განწყობაზე დაგაყენებს.

მიზნების გადახედვა ან დღის გეგმის დაგეგმვა

– დაწერე დღის 2–3 მთავარი მიზანი. ეს დაგეხმარება ფოკუსირდე მთავარზე.

ცივი შხაპი (არასავალდებულო, მაგრამ ეფექტური)

– ხელს უწყობს ტონუსის ამაღლებას, იმუნური სისტემის გააქტიურებას.

ჯანსაღი საუზმე

– არ გამოტოვო. პროტეინითა და ბოჭკოებით მდიდარი საუზმე ენერგიით განგაწყობს დღისთვის.

ინფორმაციის მიღება (წიგნი, პოდკასტი, სტატიები)

– დილით მიღებული ახალი ცოდნა დღის ტონალობას ცვლის და ზრდის მოტივაციას.

განწყობის შექმნა – პოზიტიური დილით

– მოუსმინე საყვარელ მუსიკას, იკითხე მოტივაციური ციტატა, გაიღიმე – გონება ისრუტავს დილანდელ განწყობას და გაძლევს ენერგიას მთელი დღისთვის.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment