ლიდერის აზროვნების განსავითარებლად, ცნობილი ბიზნესტრენერის რადისლავ განდაპასის მინი გაკვეთილებიდან “ლიდერობის 5 საიდუმლო” გთავაზობთ პირველ გაკვეთილს.
საიდუმლი 1
ადამიანი როგორც წესი გაურბის რთული ამოცანების შესრულებას, ცდილობს გადადოს ისინი სხვა დროისთვის და ასე თანდათანობით გარკვეული დროის შემდეგ ღებულობს ძალიან ცოტა შესრულებულ საქმეს და უგროვდება ბევრი გადაუჭრელი ამოცანა.
ის ადამიანები კი, რომლებიც ცხოვრებას უდგებიან ლიდერის სტრატეგიით, ცდილობენ ძნელი სამუშაო შეასრულონ, რთული ამოცანები გადაჭრან და პრობლემები მოაგვარონ რაც შეიძლება მალე.
ცხოვრება საერთო ჯამში შედგება სხვადასხვა სახის პრობლემების, ამოცანების გადაჭრისგან და თუ თქვენ გადადებთ მათზე მუშაობას სხვა დროისთვის, ამით ამცირებთ მათი გადაჭრის ალბათობას და თქვენი პროგრესიც ძალიან ნელა მიმდინარეობს ან სულაც შეჩერებულია.
ამიტომ, არასდროს გადადოთ არაფერი ხვალისთვის. გადაწყვიტე-გააკეთე! გაიგე – მოახდინე რეაგირება! მიიღე წერილი – უპასუხე ეგრევე!
ოღონდ აქაც არსებობს გამონაკლისი შემთხვევები. თუ თქვენ იმყოფებით ეიფორიაში ან ხართ განრისხებული, ასეთ დროს პირიქით – დაიცადეთ მანამ, სანამ არ გადაგივლით ეს ემოციები და გადაწყვეტილება მიიღეთ მხოლოდ მას შემდეგ, როცა დამშვიდდებით, ცივ გონებაზე.
დავალება: ახლავე აიღეთ საწერ-კალამი და ფურცელი და ჩამოწერეთ სამი ამოცანა, სამი პრობლემა, რომლებიც საჭიროებენ გადაწყვეტას და რომლებსაც კარგა ხანია ყოველდღე სახვალიოდ გადადებთ ხოლმე და დაუყოვნებლივ დაიწყეთ მათზე მუშაობა.
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია