fbpx

შეამოწმე შენში სინათლის სისავსე …

ავტორი ჟოლო
401 ნახვა
0 კომენტარი
5

მშობლები ცათამბჯენიდან

ბრძენი ქალაქში შევიდა და ცათამბჯენის წინ გაჩერდა. „აქ დახმარებაა საჭირო,“ – გაიფიქრა. შევიდა ლიფტში და მეასე სართულზე ავიდა. ბინიდან მამის ყვირილი გაიგონა. კარი ახალგაზრდა დედამ გააღო და ნაღვლიანად გაიღიმა.

მოხუცო, რა გინდა? – ჰკითხა მან.

ისევ გაისმა მამის ყვირილი.

ქალმა უხერხულობა იგრძნო.

ტელევიზორის ეკრანი ათაყვანებს ჩვენს ბავშვს, მამა თხოულობს, რომ გამორთოს ტელევიზორი, – მოიბოდიშა დედამ.

ბრძენმა წარმოთქვა:

აავსე იგი სინათლით და ეკრანი გაუფერულდება მისთვის.

რა?! – გაუკვირდა ახალგაზრდა დედას, – მაშინ კომპიუტერი ჩაყლაპავს მას.

ბრძენმა ჩაილაპარაკა:

აავსე ბავშვი კულტურით და კომპიუტერი აუცილებელი ნივთების პენლად ან წიგნების თაროდ იქცევა.

ხო?! – დაეკითხა დედა, – და თუ მთელი დღე ქუჩაში დაყიალობს, რა ვქნათ მაშინ?

თქვა ბრძენმა:

ცხოვრების აზრის ცნება გაუჩინე და დაიწყებს თავისი გზის ძიებას.

მოხუცო, – თქვა ახალგაზრდა დედამ, – მე ვგრძნობ შენს სიბრძნეს. მომეცი დარიგება.

უპასუხა ბრძენმა:

შეამოწმე შენში სინათლის სისავსე, შეამოწმე შენში კულტურისადმი ჟინი, შეამოწმე შენში შენი გზა.

დედა ჭკვიანი და კეთილი ქალი იყო, ამიტომაც იფიქრა: „ცათამბრჯენის მეასე სართულზე ცხოვრება საკმარისი არ არის, რომ ჩემს თავში სინათლე, კულტურა და გზა შევიცნო. მე ჩემი სულის სიღრმეში უნდა ჩავიძირო, რომ გავიგო, ვინა ვარ მე ჩემი ბავშვებისათვის და ვინ არიან ისინი ჩემთვის!“

მაგრამ თუ ის ჭკვიანი არ იქნებოდა, მაშინ მოხუცს ეტყოდა: „შენ იმისათვის ამოხვედი მეასე სართულზე, რომ ლუკმა პური გეთხოვა ან ჩემთვის სულელური დარიგებები მოგეცა?“ მაგრამ მან უთხრა:

გმადლობთ, მოხუცო!

ხმაურზე ქმარი გამოვიდა უკმაყოფილო სახით.

რა ხდება?! – ჰკითხა მან ცოლს, – ვინ არის ეგ?

ეს – ბრძენი, – უპასუხა ცოლმა, – ჰკითხე, როგორ აღვზარდოთ ჩვენი ბავშვები, ის გეტყვის!

კაცმა გამომცდელი მზერა ესროლა მოხუცს:

კარგი, – უთხრა მან, – დამისახელე სამი ნიშანი ვაჟიშვილის აღზრდაში!

უპასუხა ბრძენმა: სიმამაცე, ერთგულება, სიბრძნე.

საინტერესოა… დამისახელე სამი ნიშანი ქალიშვილის აღზრდაში!

თქვა ბრძენმა:

ქალურობა, დედობა, სიყვარული.

ო, – წარმოთქვა ქალის ქმარმა, – ეს შესანიშნავია! მომეცი დარიგება, მოხუცო!

ბრძენმა გაიღიმა.

აი, შენი სამი სიბრძნე – იყავი ძმა შენი შვილებისათვის, იყავი თავშესაფარი მათთვის, შეგეძლოს მათგან ისწავლო.

მამა ჭკვიანი და ნებისყოფიანი იყო, ამიტომაც თავისთვის გადაწყვიტა: „ე.ი. მე უნდა შევცვალო ჩემი ურთიერთობა ვაჟიშვილთან და ქალიშვილთან, და მე ამას გავაკეთებ.“

მაგრამ თუ ჭკვიანი არ იქნებოდა, იფიქრებდა: „უფალო, რას ლაპარაკობს ეს მოხუცი, – სიმამაცე, ქალურობა, სიყვარული… ვის სჭირდება ჩვენს ცხოვრებაში ეს ობით დაფარული ცნებები? და რა უნდა ვისწავლო ჩემი ბავშვებისაგან – სისულელეები და თავხედობა?.. ეს პირველი სართულის პედაგოგიკაა და არა პედაგოგიკა მათთვის, ვინც ცათამბრჯენის მეასე სართულზე ცხოვრობს.“

გმადლობთ, მოხუცო! – თქვა მამამ და მიუბრუნდა ცოლს, – მიეცი მას რაც სჭირდება!

მაგრამ ბრძენი არ დაელოდა საჩუქარს, შევიდა ლიფტში და დააჭირა ღილაკს დაბლა. ის ჩქარობდა.

ამონაშვილის აკადემია

0 კომენტარი
5

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი