მიღება – გაცემის კანონი
სიცოცხლე ყვავის მიღება – გაცემის კანონით. არაფერი არ არის სტატიკური. ჩვენი სხეული ვითარდება დინამიკაში და სამყაროსთან უწყვეტ მიმოცვლაში. სხეულის უჯრედები ურთიერთქმედებენ ერთმანეთში, ისვეე როგორც ორგანოები. სისხლი უნდა მიედინებოდეს თავისუფლად, წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი შეჩერება გამოიწვევს კოაგულაციას.

ბუნება, ანალოგიურად, გვაძლევს სრულყოფილ სიმფონიას. მზე იძლევა საჭირო სითბოს იმისათვის რომ თესლიდან აღმოცენდეს ყლორტი, წვიმა კი თავის მხრივ, საჭირო სინესტეს, იმისათვის რომ მივიღოთ ნაყოფი ჩვენი სხეულის მასაზრდოვებლად.
ბუნებაში არ არსებობს რაიმეს დაგროვების ცნება. მიღება – გაცემის პროცესი არის გადამწყვეტი, ბუნების სიუხვესა და სიმდიდრეში.
მიღება-გაცემის კანონი ძალიან მარტივ პრინციპს ემყარება. თუ ეძებ სიყვარულს, გაეცი სიყვარული, თუ გსურს მატერიალური სიუხვე, დაეხმარე სხვას გახდეს წარმატებული.
ყველაზე მარტივი გზა იმისათვის, რომ მიიღო რაც გსურს – შეუწყვე ხელი სიუხვის ნაკადის დინებას, ცირკულირებას და დაეხმარე სხვებს მიიღონ ის რაც მათ სურთ და რაც მათ სჭირდებათ.
☀️ მოდით დავიწყოთ ამ კანონის დანერგვა ჩვენს ყოველდღიურობაში. დღეს შესთავაზეთ ყველას მცირედი საჩუქარი – საჩუქარი არ ნიშნავს მხოლოდ მატერიალურს, ან ძვირადღირებულს – საკმაისია ყვავილი, ღიმილი, გულწრფელი კომპლიმენტი, დახმარება რაიმე საქმეში ან თუნდაც ჩუმად, გულში ვინმეს დალოცვა და სიკეთის სურვება. და ამასთანავე იყავი ღია ნებისმიერი საჩუქრისთვის, რომელსაც შემოგთავაზებენ.
💥 ჩვენ მუდმივად ვცვლით ენერგიას ერთმანეთში.
ბალანსი უნდა იყოს შენარჩუნებული ყველაფერში.
💥 თუ გსურთ ყველაფერში ბალანსის შენარჩუნება, ისწავლეთ გაცემა და მიღება ერთნაირად.

💌 დღის ფრაზა/აფირმაცია:
** დღეს და ყოველდღე, მე გავცემ იმას, რისი მიღებაც მსურს **
დღის განმავლობაში რაც შეიძლება ხშირად გაიხსენე და გაიმეორე ეს ფრაზა.
მოამზადა ნენე ლელაშვილმა
💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕💕
💥სიუხვის დღიური
💰 ფასი 49 ₾
დარეგისტრირდი https://shorturl.at/yM57k