იყავი „მეწვრილმანე“
ეგ როგორ????
გახდი საკუთარი ბედნიერების, წარმატების, სიყვარულის, მადლიერების მეწვრილმანე და ნახავ ცხოვრება როგორ შეიცვლება გარშემო!!!!
იყავი საკუთარი წარმატების და ბედნიერების მეწვრილმანე“!!!!
დიახ,
იცხოვრო დილის ხუთი საათიდან მზესთან ერთად ადგომისთვის და საღამოს ხუთ საათზე მზესთან დამშვიდობებისთვის
ჩიტების ჭიკჭიკისთვის თუ ყურსასმენებიდან დაღვრილი მუსიკისთვის.
იცხოვრო წვიმის ქვეშ ცეკვისთვის, ქარისგან გაწეწილი თმებისთვის…
იცოცხლე მუცლის ტკივილემდე სიცილისთვის…
საყვარელი მელოდიის კიდევ ერთხელ გაგონების შანსისთვის.
კიდევ ერთი, ახალი საინტერესო წიგნის აღმოჩენისთვის.
უმიზეზოდ გაღიმებისთვის და ტკბილი საუბრებისთვის ყავასთან ან ჩაისთან ერთად რომ მიირთმევთ შოკოლადს.
მოგზაურობისთვის შინ თუ გარეთ…
დასვენებისთვის დაღლის შემდეგ.
თვალებში და ცაზე აკიაფებული ვარსკვლავებისთვის.
იცოცხლო თავგადასავლებისთვის.
იცოცხლო მთვარისთვის, რომელიც სახლამდე ერთგულად ფეხდაფეხ მოგყვება, მიგაცილებს და გზას გინათებს.
იცოცხლო იმ ადამიანების გულისთვის რომლებსაც ახსოვთ, რომ ყავას, მწვანე უშაქრო ჩაი გირჩევნია და ვერ იტან ხახვს.
იცოცხლო პირველი კოცნისთვის…
უმისამართო ხეტიალისთვის. ქალაქებს, სოფლებს, სახლებს, უბნებს, ქუჩებს შერჩენილი ნაფლეთი მოგონებებისთვის…
სულში სასიამოვნო გაელვებებისთვის…
საბედისწერო ნაცნობებისთვის… გულის საგულედან ამოვარდნის ან ჩადგომისთვის…
მოულოდნელი საჩუქრებისთვის და „დიახ!“ „კი!“ „აბა, რა..!!!“ პასუხისთვის!
იცოცხლო ყველა იმ წვრილმანებისთვის, რაც გაგრძნობინებს რომ ცოცხალი ხარ.
მოდი, ახლა, წამოდექი და კარგად იჩქმიტე, მ-ა-გ-რ-ა-დ…
თვალები დაჭყიტე
ყნოსვა გაამძაფრე,
ყურადღება გაამახვილე,
შეგრძნებები მომართე წვრილმან ბედნიერებებზე
და გახდი შენი ბედნიერების მეწვრილმანე….
💃
👯
🙋
🙆
💁
🤷ახლავე!!!!!
ეს ხომ ასე მარტივია…
და კიდევ, იმდენი რამეა რაც სიცოცხლედ ღირს…
კიდევ რამდენი წვრილმანია… ვინ მოსთვლის…
სიყვარულით, თამარ კვარაცხელია