fbpx

რამდენიმე აფირმაცია დღის პოზიტიური ენერგიით დასაწყებად

ავტორი ჟოლო
3K ნახვა

იმისათვის, რომ დღე პოზიტიური ენერგიით დაიწყოთ, რამდენიმე პოზიტიურ აფირმაციას შემოგთავაზებთ, რომელიც დაგეხმარებათ გონების პოზიტიურად დამუხტვაში.

წაიკითხეთ და გაიმეორეთ:

ყოველი მზის ამოსვლა მავსებს ენერგიით და პოზიტივით.

მე დღეს და ყოველდღე ვირჩევ ვიყო წარმატებული ჩემი ცხოვრების ყველა სფეროში.

მე ღია ვარ ყველანაირი სიუხვისთვის და ბარაქისთვის, რასაც ცხოვრება მთავაზობს.

მე დღეს ვირჩევ ვიყო მადლიერი ყველაფრისთვის, რაც გამაჩნია, ყოველი მოცემული წუთისთვის.

მე დღეს ვირჩევ ვაპატიო ყველას და ვაპატიო საკუთარ თავს. პატიება ათავისუფლებს ჩემს გულში სივრცეს უპირობო სიყვარულისთვის.

მე დღეს ვირჩევ მოთმინებას ყველას და ყველაფრის მიმართ. მოთმინება განაპირობებს ჩემს შინაგან სიმშვიდეს.

მე ვიღებ და მიყვარს ჩემი თავი ზუსტად ისეთი, როგორიც ვარ.

მე ვიღებ ჩემს ძვირფას ადამიანებს ისეთებად, როგორებიც არიან და ვაძლევ მათ უპირობო სიყვარულს.

მე მჯერა ღრმად და გულწრფელად საკუთარი თავის და შესაძლებლობების.

მე ვუსმენ ჩემს შინაგან ხმას და მივყვები ჩემს გულისთქმას.

თითოეულ გამოწვევას ვიღებ როგორც შესაძლებლობას, გავიცნო ჩემი თავი უკეთ, ავიღო პასუხისმგებლობა და გავიზარდო პიროვნულად.

ჩემი გული სავსეა სიყვარულით, ჩემი გონება მშვიდია, ჩემი სხეული ჯანმრთელი.

ნენე ლელაშვილი

სიუხვის დღიური 21 დღიან ონლაინ კურსთან ერთად

✨ სიუხვის დღიური საშუალებას მოგცემს მოიზიდო სიუხვე ცხოვრებაში. ამ 21 დღეში შეძლებ გააცნობიერო შემზღუდველი რწმენა/მოსაზრებები და განთავისუფლდე იმ დამაბრკოლებელი სირთულეებისგან, რომლებიც ცხოვრების გზაზე გეღობებიან.

✨ შეუკვეთე და  დაიწყე სიუხვეში მოგზაურობა დღესვე!  
ფასი 49 ₾  65 ₾-ის ნაცვლად
დარეგისტრირდი https://shorturl.at/yM57k

მსგავსი სტატიები

Leave a Comment