617
1)ადამიანის ტუჩები თითებზე ასჯერ უფრო მგრძნობიარეა. ნამდვილი ვნებიანი კოცნის შემდეგ მაჯისცემის სიხშირე წუთში 100 და კიდევ უფრო მეტია. ასე რომ, ეს კარგი ვარჯიშია.
2)გამოკითხვის შედეგად დაადგინეს, რომ მამაკაცებს, ვინც ცოლებს სამსახურში წასვლის წინ კოცნიან, უფრო მეტი შემოსავალი აქვთ. ესეც გამდიდრების საიდუმლო!
3)მეცნიერებმა ისიც გამოთვალეს, თუ რა დროს გვართმევს კოცნა. აღმოჩნდა, რომ ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე ამ “საქმიანობისთვის” საშუალოდ, მხოლოდ ორ კვირას ხარჯავს.