fbpx

რა გავითვალისწინოთ მტვერსასრუტის შერჩევისას?

ავტორი ჟოლო
116 ნახვა

დაახლოებით რამდენი დრო გჭირდება სახლის დასალაგებლად? ალბათ, დაგვეთანხმები, თუ ვიტყვით, რომ თანამედროვე საყოფაცხოვრებო ტექნიკის წყალობით, დღესდღეობით დასუფთავებას გაცილებით სწრაფად ვახერხებთ, ვიდრე ეს წლების წინ ხდებოდა. შესაბამისი ტექნიკის ქონის შემთხვევაში, ნებისმიერი საქმიანობა მარტივად შესრულებადია.

დღეს დაგეხმარებით შენზე მორგებული მტვერსასრუტის შერჩევაში, რომელიც ყოველდღიურობას გაგიიოლებს და დროს გამოგითავისუფლებს. ერთი შეხედვით, ეს არც ისე რთული შეიძლება მოგეჩვენოს, მაგრამ არის რამდენიმე ფაქტორი, რომელთა უგულებელყოფამაც შეიძლება დაგაზარალოს.

მტვერსასრუტის ტიპები

პირველ რიგში, გაგაცნობთ მტვერსასრუტის ტიპებს. იმის მიუხედავად, რომ ყველა მათგანს ერთი და იმავე დანიშნულება აქვს, ისინი ერთმანეთისგან დამატებითი ფუნქციებით, დიზაინითა და ფასით განსხვავდებიან. პრეფერენციების მიხედვით, შენზე მორგებულ ტიპზე შეგიძლია გააკეთო არჩევანი.

კლასიკური მტვერსასრუტები

კლასიკური მტვერსასრუტები ყველაზე პოპულარული არჩევანია. მათი გამოყენება საკმაოდ იოლი და მოსახერხებელია. ამასთან, ისინი ბიუჯეტურადაც ხელმისაწვდომია. ხელსაწყო შედგება გორგოლაჭიანი კორპუსისგან, ჩაშენებული ძრავითა და შეწოვის მილით. კლასიკური მტვერსასრუტები ერთმანეთისგან განსხვავდება ზომების, სიმძლავრისა და ფილტრების ხარისხის მიხედვით. არჩევანის გაკეთებისას ეს ფაქტორებიც შეგიძლია გაითვალისწინო.

ხელის მტვერსასრუტები

ხელის მტვერსასრუტები საუკეთესო არჩევანია მიუწვდომელი ადგილების დასასუფთავებლად. ასეთ სივრცეებში, როგორც წესი, სტანდარტული მტვერსასრუტი ვერ აღწევს და დიდი რაოდენობით მტვერი გროვდება. ასე რომ, ხელის მტვერსასრუტი  ვიწრო თავის დახმარებით, სახლის დასალაგებლად ერთ-ერთი აუცილებელი ატრიბუტია. მათ ახასიათებთ დაბალი სიმძლავრე, მუშაობენ აკუმულატორის დახმარებით და გამოირჩევიან კომპაქტურობით.

პორტატული მტვერსასრუტები

პორტატული მტვერსასრუტები იდეალური ვარიანტია მცირე ზომის ბინების დასალაგებლად, სადაც დიდი რაოდენობით მტვერი არ გროვდება. მათი გამოყენება მარტივი და მოსახერხებელია. კომპაქტურობა მათ უპირატესობას წარმოადგენს. თუმცა, კლასიკური მტვერსასრუტებისგან განსხვავებით, ნაკლები სიმძლავრე და სტანდარტულზე ნაკლები მტვრის შეკრების მოცულობა ახასიათებთ.

რობოტი მტვერსასრუტები

რობოტი მტვერსასრუტები სამომავლო ოცნებას აღარ წარმოადგენს. მათ არამარტო სამეცნიერო ფანტასტიკის ჟანრის ფილმებში ვხედავთ, უკვე ჩვენი ყოველდღიურობის ნაწილი გახდნენ.

რობოტი მტვერსასრუტი მაქსიმალურ კომფორტს გვანიჭებს და სახლის დალაგების საზრუნავს თითქმის სრულიად გვიხსნის. ის აკუმულატორზე მუშაობს. ზოგიერთ მათგანს სველი მოწმენდის ფუნქციაც აქვს. თუმცა ისიც უნდა გაითვალისწინო, რომ რობოტი მტვერსასრუტები შეიძლება დიდი ფართობის ბინების დასუფთავებას დამოუკიდებლად ვერ გაუმკლავდეს. მაგალითისთვის, ისინი გამოუსადეგარია ხალიჩებში ჩამჯდარი მტვრის ამოსაღებად.

რომელი კრიტერიუმებით უნდა იხელმძღვანელო მტვერსასრუტის შერჩევისას?

სიმძლავრე – სიმძლავრე არის ძირითადი განმსაზღვრელი ფაქტორი, რამდენად სწრაფად და მარტივად გაუმკლავდება მტვერსასრუტი დიდი რაოდენობით მტვერს. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დიდი ფართობის ბინებში

ფილტრაცია – არსებობს სხვადასხვა ტიპის ფილტრი (ტომარა, ციკლონური ფილტრი, აკვაფილტრი…), რომელსაც თავისი უპირატესობები აქვს

გამძლეობა – გამძლე მტვერსასრუტის შეძენის შემთხვევაში, სამომავლოდ დამატებითი ხარჯების გაღებას აირიდებ თავიდან

დიზაინი – დიზაინის მიხედვით, ყველაზე მოსახერხებელი და კომპაქტური მტვერსასრუტი შეგიძლია აარჩიო. ყურადღება მიაქციე ვიზუალურ მხარესაც

ხარჯები – სასურველი პროდუქტის შერჩევისას, ცხადია, გასათვალისწინებელი ფაქტორია ბიუჯეტიც. წინასწარ განსაზღვრე რა ფარგლებში გინდა ჩაჯდე და ამის მიხედვით შეარჩიე შენზე მორგებული მტვერსასრუტი. არც ის დაგავიწყდეს, რომ ხარისხზე თანხის დაზოგვის შემთხვევაში, მომავალში დამატებითი ხარჯების გაღება შეიძლება მოგიწიოს

სად შეგიძლია შეიძინო მტვერსასრუტი

დღესდღეობით მტვერსასრუტის შესაძენად მაღაზიებში სიარული საჭირო აღარაა. დროის დაზოგვის მიზნით, შეგიძლია სასურველი პროდუქტი სახლიდან გაუსვლელად შეარჩიო. გადახედე შეთავაზებებს, ბაზარზე არსებულ ფასებს და არჩევანი ამის გათვალისწინებით გააკეთე.

შეჯამება

საყოფაცხოვრებო ტექნიკამ ჩვენი ცხოვრება გაცილებით გაამარტივა. მათი დახმარებით საყოფაცხოვრებო საქმიანობაზე ბევრი დრო აღარ გვეხარჯება. სახლის დასალაგებლად ერთ-ერთი ყველაზე გამოყენებადი ატრიბუტი მტვერსასრუტია. არსებობს მტვერსასრუტის სხვადასხვა ტიპი, რომლებიც ერთმანეთისგან დიზაინის, ფასისა და ფუნქციების მიხედვით განსხვავდება. დღესდღეობით მტვერსასრუტის შეძენა უკვე სახლიდან გაუსვლელად შეგიძლია. ჩვენი რეკომენდაციების გათვალისწინებით აუცილებლად შეარჩევ შენზე მორგებულ პროდუქტს.

VELI.store

მსგავსი სტატიები

Leave a Comment