fbpx

თქვენი ყველაზე ძლიერი ტექნიკა სიყვარულში – ტესტი

ავტორი ჟოლო
321 ნახვა

არის რაღაც მაგიური სიმფონიური კონცერტის საღამოში…

წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გაქვთ შესაძლებლობა დაიკავოთ ადგილი სცენაზე სხვა მუსიკოსებთან ერთად. ეს არის შანსი შეასრულოთ საუკეთესო მუსიკა თქვენს ცხოვრებაში.

ახლა თქვენ უნდა შეუერთდეთ ორკესტრს. რომელ ინსტრუმენტზე დამკვრელად
წარმოგიდგენიათ საკუთარი თავი?

  1. ვიოლინო
  2. კონტრაბასი
  3. საყვირი
  4. ფლეიტა

გასაღები ტესტისთვის „საღამო სიმფონიურ კონცერტზე.“

მუსიკალური ინსტრუმენტები ამ შემთხვევაში ახდენენ საწინააღმდეგო სქესის
წარმომადგენელთა სიმბოლიზებას. თქვენი არჩევანი ახდენს იმის დემონსტრირებას, თუ
როგორ აღიქვამთ საკუთარ თავს სიყვარულის მუსიკის შექმნაში. ინსტრუმენტი, რომელსაც
ირჩევთ, გაძლევთ შესაძლებლობას გაიგოთ, თუ რა მიგაჩნიათ თქვენს ყველაზე ძლიერ
ტექნიკად სიყვარულში.

ვიოლინო

ვიოლინო მოითხოვს თითების ოსტატურ მუშაობას და ხემით დელიკატურ შეხებას, რომ
შექმნა მუსიკა მჭიდროდ დაჭიმული სიმებიდან.
თქვენ თვლით რომ ფლობთ ასეთივე ცოდნას და ოსტატობას პარტნიორის ყველაზე
მგრძნობიარე წერტილების გამორკვევაში და მათზე თამაშში. არის რაღაც თავგადასავლის
შეგრძნება იმაში თუ როგორ ქმნიან თქვენი ხელები ასეთ მშვენიერ მუსიკას ერთი და იგივე
ნაცნობ ნოტებზე გადარბენით.

კონტრაბასი

როცა დგები უზარმაზარ კონტრაბასთან და აიძულებ მას გამოსცეს საშინელი კვნესის ხმა,
წარმოიქმნება უდიდესი ძალის შეგრძნება.
სიყვარულში თქვენი ოსტატობა ეფუძნება პარტნიორის საკუთარ ნებაზე დამორჩილების
უნარს, მათზე აბსოლუტური კონტროლის აღებას და ამ გზით მათი ისეთი სიამოვნებისკენ
წაყვანას, რომელსაც ვერასდროს ვერ წარმოიდგენდნენ. თქვენ არასდროს არ ითხოვთ
ნებართვას, მაგრამ სწორედ ეს დომინირებული ხასიათი გხდით ასეთ დამაჯერებელს და
შეუდარებელს.

საყვირი

აქ ყველაფერი გასაგებია: პირი ყველაზე მძლავრი იარაღია თქვენს არსენალში. ეხება ეს
პარტნიორისთვის ყურში სასიყვარულო სიტყვების ჩაჩურჩულებას, თუ მისი სხეულის
ტუჩებით გამოკვლევას.

ფლეიტა

ფლეიტა მოითხოვს წარმოუდგენელ მოთმინებას იმისგან ვისაც მისი დაუფლება უნდა.
თქვენ ავლენთ ასეთივე მოთმინებას იმაში, თუ როგორ აცლით არაქათს თქვენს პარტნიორებს
თქვენი მოთმინებით, მიზანდასახულობით და სიჯიუტით. თქვენი შეყვარებულები ხშირად რჩებიან გაოგნებულები, როცა ხედავენ, რომ ის, რაც მათ მიაჩნდათ მოკლე სოლო ნომრად,
სინამდვილეში იქცევა 6 ნაწილიან კონცერტად…

კოკოლოგია- იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ თამაშები

თარგმნა: ხვიჩა მებონიამ

მსგავსი სტატიები

Leave a Comment