უკვე, რამდენიმე წელია, დიდი სიამოვნებით, ჩემს პატარა ჯგუფთან ერთად, ჩემი წიგნებით დავდივარ საქართველოს სხვადასხვა რეგიონში. აგრეთვე, ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში და წინასწარ დაგეგმილ საბავშვო პოეზიის საღამოებზე საჩუქრად გადავცემ პატარებს, ჩემს საბავშვო წიგნებს ( ლექსები, მოთხრობები, გამოცანები)
ამ საღამოებს, განსაკუთრებული სიხარულით ელიან საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი, პატარა ემიგრანტები. ხშირად, იქ დაბადებულმა ქართველმა პატარებმა ქართული კარგად არც კი იციან და ამ წიგნების გაცნობის შემდეგ, სურვილი უჩნდებათ, მშობლების მეშვეობით ისწავლონ თითოეული ისტორია.
მალე ამ წიგნებს ზღაპრების წიგნიც შეემატება.
როდესაც ამის შესახებ შეიტყვეს ქართველმა ემიგრანტებმა გამოიჩინეს გულისხმიერება და სურვილი გამოთქვეს, დახმარებოდნენ საქართველოში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ბავშვებს.
მადლობას ვუხდი გერმანიაში მცხოვრებ ქალბატონ ნათია ხარებაშვილს და სამოტივაციო ინერნეტ ჟურნალ jolo.ge-ს დამფუძნებელს დეა თავბერიძეს.
დეას ინიციატივით და ორგანიზებით, საქართველოში არსებულ ბავშვთა სახლების პატარებისთვის შეიძინეს ნათიამ და ნათიას მეგობრებმა წიგნების დიდი რაოდენობა, რომელიც საჩუქრად გადასცეს პატარებს და ამით ძალიან გაახარეს ისინი.
კიდევ და კიდევ დიდი მადლობა, ამ ბავშვების გახარებისთვის!
მადლობა, ჩემი შემართებისა და სტიმულისათვის!
სულ მალე, ახალი წიგნით გავახარებ ჩემს ერთგულ პატარებს! 💖💖
სიყვარულით სოფო ფოცხვერაშვილი
წიგნები საჩუქრად 4 ბავშვთა ცენტრს გადაეცა: “ახალი ნაბიჯი”, “ცისარტყელა”,”იმედის ბავშვები”, “ბეღურები”.