fbpx

არა-ს ვერ თქმის პრობლემები

ავტორი ნინო გონგაძე
495 ნახვა
0 კომენტარი
1

ასერტიულობა

არა-ს ვერ თქმის პრობლემები

კი და არა – ცხოვრების ნავიგაციის სისტემის ორი ერთმნიშვნელოვანი მიმართულება, დიქოტომიური და შესაბამისას მარტივი.

მარტივი?

კი არ არის პრობლემა:

ტენდენციურად რაღაცაზე დათანხმება, რაღაცის საკუთარ თავზე აღება … კარგ ტონად ითვლება, ასეც გვზრდიან. თან კეთილი, საყვარელი, მიამიტი, ხანდახან კონფორმისტული, ფარხმარდაყრილი კი ხშირად ბევრად მარტივი სათქმელია, ვიდრე ბობოქარი, გულისცემის ამაჩქარებელი, შიშის მომგვრელი, მაგრამ გულწრფელი და ღირსეული, ჯანსაღი არა.

არადა დაფიქრდით, რამდენჯერ გინდოდათ არას თქმა, მაგრამ

⬇️ვერ გაბედეთ?

⬇️არ იკადრეთ?

⬇️არ/ვერ აკადრეთ?

⬇️შეწინააღმდეგების თავი არ გქონდათ?

⬇️ჩვევას არ/ვერ უღალატეთ?

თუ ძალიან მარტივად არ იცით, როგორ თქვათ არა?

ცხოვრებაში ისე ვმოგზაურობთ, რომ მხედველობის ფოკუსი ექსკლუზიურად გარესამყაროზე, სხვებზე გვაქვს ცენტრირებული, პარალელურ რეჟიმში კი ვშორდებით საკუთარ თავს, ვუცხოვდებით ჩვენს სურვილებთან, მოთხოვნილებებთან. ფსიქიკას კი ასეთ ექს-ცენტრულ არსებობას დიდხანს არ მოგვითმენს “დაუსჯელად”.

მხოლოდ ნელნელა შემოტმასნილი, ურჩი სიმპტომები გვაიძულებენ წვალების, შიშების, შფოთვის, დეპრესიის, ტკივილების გზით თვალი გავუსწოროთ მტვერდადებულ მეს, ფსევდოალტრუიზმის სასაფლაოზე დამარხულ ეგოს. ეს კი, როგორც წესი, იმ პერიოდს ემთხვევა, ანდიდეპრესანტი რომ შემოდის საუზმის მენიუში და მალევე თვითონ ხდება საუზმე… ერთადერთი საუზმე.

არას არ თქმა არ არის კარგი! ეს ტავტოლოგიური სექსტოლი ბანალური, მაგრამ ჭეშმარიტია. არა არის სამყაროსგან (აუცილებელი) გამიჯვნის ყველაზე ადვილი, მაგრამ არა მარტივი მეთოდი;

არა არის საკუთარი არსებობის ვერბალური დნმ-ი;არა არის მე-ს კონსტიტუციური უფლება!ბევრი, ძალიან ბევრი ფსიქოლოგიური (და არა მარტო) აშლილობა უკავშირდება არას თქმის დეფიციტს, რაც შეიძლება მარტივად პარაფრაზირდეს როგორც საკუთარი თავის ღალატი.

გამოსავალი ერთია – მარტივი, მაგრამ რთული: არა!

გერმანული ანდაზა გვეუბნება: “Aller Anfang ist schwer”, ანუ ყველანაირი დასაწყისი რთულიაო. მაგრამ იგივე გერმანული ფოლკლორი გვამხნევებს: “Kein Meister ist vom Himmel gefallen” – ჯერ არცერთი ოსტატი არ ჩამოვარდნილა ციდანო და “Übung macht den Meister” – (ვარჯიში ქმნის ოსტატებსო) პირდაპირ სამოქმედო ინსტრუქციას გვაძლევს გერმანული ლაკონური პრაგმატიზმით.

ხოდა, რეალობის წიაღიდან მოგუგუნე ამ სამი მანტრას გათვალისწინებით დაიწყეთ არა-სთან დაახლოება, არას თქმა, როცა არა გეთქმევინებათ, როცა კი უბრალოდ საკუთარი თავის წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს.

არ შეყოვნდეთ, წაბორძიკდეთ ფსევდოალტრუისტულ იჭვებზე. ალტრუიზმი უტოპიაა, ეგოიზმი კი რეალობა, ყველაზე რეალური რეალობათა შორის!ჯანმრთელობა მოითხოვს ეგოიზმს, ანუ საკუთარ მეზე ზრუნვას, მის ერთგულებას.

ის, რაც ცუდი გვგონია ეგოცენტრიზმია, ანტისოციალური საქციელი… ეგოიზმი კარგია, საჭიროა, აუცილებელია!

თუნდაც სოციალურ, ფილანტროფულ ჭრილში: რაც უფრო ძლიერია, ჯანსაღია შენი მე, მით უფრო გააძლიერებ იმ ოჯახს, სამეგობროს, საზოგადოებას, სამყაროს, რომლის წევრიც და ნაწილიც ხარ.

კი-ს რაც შეეხება (არას ენანტიომერი)- ყველაფერი ზემოთხსენებული კი-ზეც ვრცელდება, უბრალოდ მეტწილად სარკისებურად 🙃

ჯანმრთელობას და სულიერ სიმშვიდეს გისურვებთ!

თქვენი ჰაუსი 😊

Levan House

0 კომენტარი
1

მსგავსი სტატიები

დაგვიტოვე კომენტარი