fbpx

 თუ მამაკაცი ამას აკეთებს, მას ნამდვილად მოსწონხართ…

ავტორი Ann
135 ნახვა

როგორ მივხვდეთ ნამდვილად მოვწონვართ თუ არა მამაკაცს? გაიცანით მამაკაცი და შემოგთავაზათ შეხვედრა. შეხვდით, ისაუბრეთ, გავიდა რაღაც პერიოდი, თუმცა ის არ გეუბნებათ რა სურს თქვენგან – მეგობრობა თუ სიყვარული.

 

მამაკაცების აზრების გამოცნობა ხშირად არც ისე მარტივია, ამიტომ იმის გაგება, ნამდვილად მოსწონხართ თუ არა მას ფიქრს საჭიროებს. წარმოგიდგენთ 5 სიტუაციას, რაც მიგახვედრებთ, რომ მას ნამდვილად მოსწონხართ.

 

1.ცდილობს თქვენთან ახლოს ყოფნას – როდესაც მამაკაცს არ მოსწონხართ, ის ცდილობს თავი შორს დაიჭიროს, გაგექცეთ. თუ ამჩნევთ, რომ ხშირად ჩნდება თქვენს სიახლოვეს მას ნამდვილად მოსწონხართ.

 

2.აგებს გეგმას თქვენს სანახავად – თუ ის იგონებს სხვადასხვა მიზეზებს, რათა კვლავ გნახოთ, თუნდაც პირველივე შეხვედრისას, მას თქვენ ნამდვილად მოსწონხართ.

 

3.გეპატიჟებათ სახლში – მამაკაცი, რომელიც არასერიოზულად გიყურებთ ყოველთვის ცდილობს დაგიმალოთ თავისი მისამართი. ამიტომ თუ ის არ გაურბის საკუთარი ადგილსამყოფელის გამჟღავნებას, ე.ი. მოსწონხართ.

 

4.გამატებთ სოციალურ ქსელში – თუ ერთი ნახვის შემდეგ მას სურვილი უჩნდება სოციალურ ქსელში დაგამატოთ, ეს ნიშნავს, რომ თქვენთან ურთიერთობის გაგრძელებაზე თანახმაა.

 

5.აშკარად გაჩვენებთ თავის ერთგულებას – მამაკაცებს ძალიან კარგად შეუძლიათ როგორც სიტყვებით, ასევე საქციელით თავიანთი აზრების გადმოცემა. თუ ის გეუბნებათ, რომ მოუთმენლად ელოდება თქვენს ზარს, ან გაგრძნობინებთ, რომ თქვენთან ყოფნისას სხვა ქალი მისთვის არ არსებობს, რასაკვირველია, ნიშნავს, რომ მას თქვენ ძალიან მოსწონხართ.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment