fbpx

“ადამიანზე არასოდეს თქვა _ ვიცნობო, თუ არ იცნობ მის სულიერ სამყაროს”

ავტორი ნინო გონგაძე
582 ნახვა

გამონათქვამები ადამიანებზე

= ზოგიერთი ადამიანი თავისი უმნიშვნელობით ხდება შესამჩნევი.

= ადამიანი ფასდება არა ნიჭით, არამედ ნიჭის მოხმარების უნარით.

= ადამიანი გაკიცხვას იოლად იტანს, დაცინვას კი- ვერა.

= ადამიანი ისე უხვად არაფერს არიგებს, როგორც რჩევა-დარიგებას.

= არ ფანტო დრო ადამიანზე, რომელიც არ ისწრაფვის იმისკენ, რომ შენთან ერთად დრო გაატაროს.

= ადამიანის გონება მის კუნთებზე ძლიერია.

= უსაქმური ადამიანი არის ცხოველი, რომელიც დროს ჭამს.

= კარგად ჩაცმული ადამიანი ის არის, ვისი ტანსაცმელიც ყურადღებას არ იქცევს.

= ადამიანი შეიძლება ცხოველი გახდეს, მაგრამ ცხოველი ადამიანად ვერასოდეს იქცევა.

= უსაქმური ადამიანი ისარ მოტეხილ საათს წააგავს.

= რაც უფრო ნაკლებად იმსახურებს ადამიანი პატივისცემას, მით უფრო მეტ ინტერესს იჩენენ მისდამი.

= ყველაზე კარგად მოსმენა შეუძლიათ იმ ადამიანებს, რომლებთანაც ჯობს არაფერი თქვა.

= ადამიანს შეუძლია აზროვნება, მაგრამ უაზრო ქმედებებს სჩადის.

= მიჰყევი შენს გზას და ადამიანებმა რაც უნდათ ის ილაპარაკონ.

= ადამიანებს ის კი არ ახარებთ რაც აქვთ, არამედ ის აწუხებთ რაც არ გააჩნიათ.

= ადამიანის სიდიადე იმით კი არ იზომება რას იღებს, არამედ იმით, თუ რას გასცემს ის.

= ზოგი ადამიანი მთელი მისი ღირსებების მიუხედავად, თვალის დასანახავად გვეჯავრება, ზოგი კი გვიზიდავს ნაკლის მიუხედავად.

= ადამიანის გარდაქმნა შეუძლებელია, თუმცა მისი გაუმჯობესებაა შესაძლებელი.

= ზოგჯერ რაც უფრო ახლოს გაიცნობ ადამიანს, მით უფრო შორს გინდა მისგან ყოფნა.

= არსებობენ ადამიანები, რომლებსაც მტრების ყოლა ურჩევნიათ, ვიდრე მეგობრების.

= ადამიანს მხოლოდ იმისი ეშინია, რაც არ იცის. ცოდნა ამარცხებს შიშს.

= სიძულვილი აერთიანებს ადამიანებს არანაკლებ, ვიდრე სიყვარული.

= განათლება ქმნის განსხვავებას ადამიანთა შორის.

= ადამიანად ჩვენ გვხდის დედა და მამა, ადამიანურად კი- აღზრდა.

= ხალხი თუ გაძღა ლოცვასაც მიატოვებს და შრომასაც.

= უცებ რომ ძაღლები ალაპარაკდნენ, ადამიანები საუკეთესო მეგობრებს დაკარგავდნენ.

= სუფთა სინდისის ადამიანს შედარებით სუსტი მეხსიერება აქვს.

= იქ სადაც სურვილები მთავრდება, მთავრდება ადამიანიც.

= ზოგიერთი ადამიანი ასაკის მიუხედავად, არასდროს კარგავს სილამაზეს, უბრალოდ სახის სილამაზე გულის სილამაზეში გადადის.

= ეძებეთ ისეთი ადამიანები, ვისთანაც საუბარი კარგი წიგნის ტოლფასია და ეძებეთ წიგნები, რომელთა წაკითხვა უტოლდებოდეს ბრძენთან გასაუბრებას.

= უჭკუო ჩივის,რომ ხალხი მას არ იცნობს, ბრძენი კი ჩივის,რომ იგი არ იცნობს ხალხს.

= ბრძენ კაცს ისე თავმდაბლურად უჭირავს თავი, თითქოს თვითონ კი არ ასწავლიდეს სხვას, არამედ სხვისგან სწავლობდეს.

= ადამიანს თუ შესწევს იმის უნარი, რომ გარედან შეაფასოს თავისი თავი, ესეიგი მას ინტელექტი გააჩნია…

= შეიძლება ღმერთს სურს ჩვენ ვხვდებოდეთ უვარგის ადამიანებს მანამ, სანამ შევხვებით იმ ერთადერთს .. იმიტომ რომ, როცა ეს მოხდება ჩვენ მადლიერი ვიყოთ.

= ყოველთვის მოიძებნებიან ისინი ვინც ტკივილს მოგაყენებს, მაგრამ არ უნდა დაკარგო რწმენა ადამიანების მიმართ, უბრალოდ ცოტა ფრთხილად იყავი.

= უზომოდ პატარა ადამიანებს უზომოდ დიდი სიამაყე ახასიათებთ.

= ადამიანს ისე არაფერი ამძიმებს, როგორც ცარიელი თავი.

= წარმოიდგინეთ, რა სიჩუმე ჩამოვარდებოდა, ადამიანები მხოლოდ იმას რომ ლაპარაკობდნენ, რაც იციან.

= ადამიანმა მეორე ადამიანს მხოლოდ მაშინ უნდა დახედოს ზემოდან, როდესაც მას წამოდგომაში ეხმარება.

= შენ ბევრად მეტის გაგება შეგიძლია ადამიანზე იმის მიხედვით თუ რას ამბობს ის სხვებზე, ვიდრე იმით თუ რას ამბობენ მასზე სხვები.

=  ადამიანები უნაკლონი გახდებოდნენ, საკუთარ ნაკლზეც ისე რომ მსჯელობდნენ, როგორც სხვისაზე.

=  ადამიანზე ილაპარაკე მხოლოდ ის, რასაც პირადად ეტყოდი.

= ადამიანზე არასოდეს თქვა _ ვიცნობო, თუ არ იცნობ მის სულიერ სამყაროს.

= ადამიანებში თუ რამ კარგი არსებობს შენ უნდა დაინახო, ცუდი კი თვითონ დაგენახება.

= ადამიანებს კი არ უნდა ებრძოდე, ადამიანებისთვის უნდა იბრძოდე.

= ადამიანი ყოველთვის ყველაზე საინტერესო მოვლენა იყო და იქნება ადამიანისთვის.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment