ES-GE – ბრენდების სეილები – იშოფინგე ესპანეთში ონლაინ ყველაზე დაბალ ფასად.
კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, ადამიანებს არასოდეს ჰქონიათ ისეთი უსაზღვრო შესაძლებლობები, როგორიც გვაქვს ახლა.
განსაკუთრებით, ახალგაზრდებს. არც უფროსებს გვიშლის ვინმე რამეს, უბრალოდ ახალგაზრდები მაინც უფრო სხარტად მოაზროვნეები, უფრო ენერგიულები, უფრო თამამები არიან და თავინთი პირობებით არიან მოსული ამ სამყაროში😊.
ადრე თუ ოღონდ სამსახური დაგეწყო და ყველაფერზე თანახმა იყავი, ახლა ახალგაზრდების საკმაოდ დიდი ნაწილი თავისი პირობებით მიდის დამსაქმებელთანაც კი. და ამ პირობებს შორის ყველაზე მნიშვნელოვანი – თავისუფლებაა.
საბაც თანანაშვილი ამ თაობისაა.
100 პროცნტიანი გრანტით დაამთავრა უნივერსიტეტი, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, ახლა BTU -ში ასევე 100 პროცენტიანი გრატით აგრძელებს სწავლას მაგისტრატურაში.
ბუღალტერიითაც დაინტერესდა, ისწავლა, სტაჟირება ერთ-ერთ დიდ აუდიტორულ კომპანიაში გაიარა, დაიტოვეს და დაახლოებით ერთი წელი იქაც იმუშავა.
რასაც საბოლოოდ მიხვდა, ის იყო, რომ არავისი ხელმძღვანელობით არ უნდოდა მუშაობა და თუ მაინც და მაინც დაქირავებული თანამშრომელი იქნებოდა, აუცილებლად დისტანციურად ან ჰიბრიდული გრაფიკით მაინც.
ამიტომ ვაკანსიებსაც ამ პრინციპით ეძებდა. თუმცა მაინც საკუთარი საქმე ერჩია ჰქონოდა.
პარალელურად პროგრმირებითაც დაინტერესდა, ხელოვნურ ინტელექტსაც „დაუმეგობრდა“😊
რაღაც პერიოდი საერთაშორისი ვებდეველოპერულ კომპანიაში მუშაობდა.
პერიოდულად კოდებს წერდა ხოლმე, ხან რისთვის და ხან – რისთვის.
ამბობს, ბუღალტერიაში რასაც ვაკეთებდი, ამ კოდით იგივეს ნახევარ დროში გავაკეთებდიო😊
ახლა ხელოვნური ინტელექტის კურსს გადის მასთან ბევრი ადამიანი და სწავლობენ როგორ გაიმარტივონ ცხოვრება, როგორ დაზოგონ უამრავი დრო და როგორ გახსნან ახალი შემოსავლის წყაროები ხელოვნური ინტელექტის დახმარებით.
მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი, რაზეც ძმასთან, გიორგისთან ერთად დიდი ხანი მუშაობდა, შოფინგ-აპლიკაციაა.
აპლიკაციის წინაპირობა გიორგის მეუღლის, მარიამ ჯიბლაძის ფბ გვერდი და ჯგუფი Easy shopping-ი იყო. როდესაც მარიამი და გიორგი ესპანეთში წავიდნენ საცხოვრებლად, ორი პატარა ყავდათ და დედის მუშაობა სრული დატვირთვით შეუძლებელი იყო. მარიამი ჯერ მხოლოდ ახლობლებს უგზავნიდა ბრენდულ ჩასაცმელს, მერე სხვებიც გამოჩნდნენ მსურველები და ახლა საკმაოდ დიდი ჯგუფი ჰყავს და სერიოზული შეკვეთები აქვს. რაც მთავარია, ისეთი სიამოვნებით აკეთებს ამ საქმეს, გაგეხარდებათ მისგან ნივთის შეძენა. ვინც ერთხელ იძენს, მერე სულ უბრუნდებიან იმიტომაც, რომ უფრო ხარისხიან პროდუქციას ღებულობენ უფრო კარგ ფასად, ვიდრე ადგილზე შეიძლება შეიძინონ. მარიამის საქმიანობა აპლიკაციის შექნის ერთ-ერთი სერიოზული მოტივატორი გახდა.
მარიამის ჯგუფში უკვე 18000 კაცამდეა, შეგიძლიათ შეურეთდეთ😊 https://www.facebook.com/share/g/zHjZV4KwtwB8qpis/
ახლა უამრავი ადამიანი იწერს ნივთებს ონლაინ, სტატისტიკა გვეუბნება, რომ შეფარდება რეალურ და ონლაინ შოფინგს შორის სწრაფად იცვლება ონლაინის სასარგებლოდ. ამას ბევრი მიზეზი აქვს. დიდი არჩევანი, ბრენდების შემთხვევაში – ხშირად უკეთესი ხარისხი და ფასი, დროის დაზოგვა, საცობების არ არსებობა😊
მაგრამ რაც უკვე არსებობს, იმის გამეორება საინტერესო არ არის.
და ახალი აპლიკაიცის უნიკალურობა რაში გამოიხატება, ამას საბა მოგვიყვება:
– საბა, რით განსხვავდება თქვენი აპლიკაცია სხვებისგან?
ჩვენს აპლიკაციაში ჩაშენებულია უნიკალური კოდი, რომელიც თვითონ, ჩვენი ჩარევის გარეშე იღებს ფასდაკლებულ ნივთებს ესპანეთის პოპულარული შოფინგ პლატფორმებიდან, მათ შორის, ამაზონიდან და ანთავსებს ჩვენს აპლიკაციაში.
ჩვენ ბრენდების სეილებზე გავაკეთეთ აქცენტი. ცნობილია, რომ ყველაზე პოპულარული ბრენდების გარკვეული ნაწილი ესპანურია. შესაბამისად, იქ ფასები ისედაც საკმაოდ დაბალია საქართველოსთან შედარებით, არჩევანი – უზარმაზრი და ხარისხი – მაღალი.
მაგრამ ამას გარდა, ჩვენ გვაქვს კიდევ ორი უფრო მაგარი სიახლე: ცნობილია, რომ ბრენდებს ხშირად აქვთ მოკლევადიანი, ზოგჯერ რამდენიმე საათიანი ფასდაკლება კონკრეტულ ზომებზე და მოდელებზე.
საუკეთესო შეთავაზებების მოსაძიებლად ადამიანური რესურსი რომ გამოიყენო, ამისათვის ძალიან ბევრი კადრია საჭირო, რომლებიც დღედაღამ უნდა ეძებდნენ ახალახალ შეთავაზებებს და ანთავსებდნენ აპლიკაციაში. ამას ფინანსებიც დიდი უნდა, ხელფასი ხომ ჭირდება ამ ხალხს. ეს, რასაკვირველია, აძვირებს პროდუქტს.
ჩვენთან ამას კოდი აკეთებს. ავტომატურად პოულობს ყველა ახალ ფასდაკლებას და მომენტალურად ანთავსებს აპლიკაციაში.
– ძალიან სასარგებლო სერვისია. მე, როგორ გავიგებ, რომ ჩემთვის სასურველ ნივთზე და ზომაზეა ახლა ფასდაკლება? ასეთი შეთავაზების დროს ხომ მარაგები ძალინ სწრაფად იწურება, ზოგი თავისთვის ყიდულობს, ზოგი, მერე გასაყიდად და სანამ მე გავიგებ, შეიძლება აღარც იყოს ეს ფასდაკლება თქვენს აპლიკაციაში.
– თქვენ ნებისმიერ სიახლეს შეტყობინებებში მიიღებთ. უფრო უკეთესს გეტყვით: შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი ნივთი, შეინახოთ Wish List -ში და როგორც კი თქვენს ზომაზე ფასდაკლება დაიწყება, მაშინვე მიიღებთ შეტყობინებას.
და კიდევ ერთი უნიკალურობა – შეგიძლიათ არჩეულ ნივთს რომ ჩააგდებთ სურვილების სიაში, სასურველი ფასიც იქვე მიუთითოთ და როცა ფასდაკლება დაემთხვევა თქვენს სასურველ ფასს, ნივთი პირდაპი ტელეფონის ეკრანზე ამოგინათებთ.
ასევე, ფბ-ზეც შეგიძლიათ მიადევნოთ თვალი სიახლეებს, აქაც მომენტალურად იდება ყველა სიახლე, https://www.facebook.com/spaintogeorgia
მაგრამ აპლიკაცია, რასაკვირველია, ბევრად კომფორტულია.
მაგარია!!!
ჯერ ერთი, იმიტომ რომ საუკეთესო ხარისხს იძენ საუკეთესო ფასად.
მეორე – როცა რაიმე მოვლენა წინდაწინაა დაგეგმილი: სკოლისთვის ბავშვის მომზადება, ქორწილი, დაბადების დღე, ბავშვის დაბადება, დასასვენებლად წასვლა, ახალი სახლის მოწყობა ან ძველის განახლება, ბანკეტი, ივენთი და ა.შ. შეგიძლია წინასწარ შეარჩიო საჩუქარი, ჩასაცმელი, სახლის აქსესუარები და ა.შ. მოათავსო კალათში და შეიძინო მაშინ როცა დაბალი ფასი იქნება. სუპერ!!!
– მაგრამ საბა, ყველაფერია ამ აპლიკაციაში?
– აპლიკაციის გაშვება ამ დღეებში მოხდა, აქამდე სატესტო რეჟიმი და დახვეწის პერიოდი გვქონდა. ახლა არის რამდენიმე კატეგორია. ყოველდღიურად ვამატებთ 50- მდე ნივთს. პირველ რიგში იმ კატეგორიებს დავამატებთ, რაზეც უფრო იქნება მოთხოვნა, მერე ნელ-ნელა ყველაფერს.
ამიტომ მადლობელი ვიქნებით, თუ კომენტარებში დაგვიწერთ, თქვენს სურვილებს.
– რამდენ ხანში ჩამოდის ამანათები?
– 10 დღიდან 2 კვირამდე ვადაში.
გმადლობ, საბა, წარმატებები თქვენს აპლიკაციას და თქვენს კლიენტებს.
თქვენ კი, მეგობრებო, დაწერეთ, რის შეძენას ისურვებდით ესპანეთში ყველაზე დაბალ ფასად და უახლოეს მომავალში შესაბამის კატეგორიასაც დაამატებენ ძმები აპლიკაციაში😊
და აუცილებლად გადმოიწერეთ ქართველი ძმების ახალი აპლიკაცია https://es-ge.shop/app.php
დაზოგეთ დრო, ენერგია, ბიუჯეტი და ისიამოვნეთ შოფინგით.