fbpx

გარეგანი ბედნიერება – შინაგანი ბედნიერების ანარეკლია!

ავტორი ჟოლო
562 ნახვა

➡ქალი, რომელმაც ისწავლა საკუთარი თავის სიყვარული, განსხვავებულად იწყებს ცხოვრებას.

➡ასეთი ქალი აღარ უყურებს სამყაროს შეშფოთებული თვალებით, აღარ ეძებს ყოველ გამვლელ მამაკაცში იმ ერთადერთს, რომელიც მოვა, იხსნის მარტოობისგან, შეიყვარებს, იზრუნებს და ბოლოს მოუღებს მის “ტანჯვას”.
➡ის აღარ აჩვენებს თავს თავდაჯერებულ ქალად, აღარ თამაშობს დამოუკიდებელი და ფინანსურად ძლიერი ქალის როლს, რომელიც ელოდება ემოციონალურად დამოკიდებული გახდეს ვინმეზე.
➡მისი სიხარული გულწრფელია და აღარ არის ნიღაბი მამაკაცების ყურადღების მისაპყრობად.
➡სიხარული მისი ცხოვრების პირობა ხდება.
➡ის უკვე აღარ ეძებს მამაკაცში მშობელს.
➡საერთოდ აღარ ეძებს რაღაცას გარეთ, რადგან ყველაფერი საკუთარ თავში იპოვა.
➡ის სამყაროს უყურებს მშვიდად, საკუთარი თავის სიყვარულით.
➡ის თავს ანებებს ილუზიას – შეცვალოს და გაზარდოს მამაკაცი.
➡ის მზად არის გვერდით ჰყავდეს მხოლოდ ის, ვისაც მიიღებს ყოველგვარი გადაკეთებისა და გაიდეალების გარეშე.
➡შეიყვარებს ისეთს როგორიც არის, გააცნობიერებს რომ იცხოვრებს მასთან და არა ფანტაზიებთან.
➡მან ზუსტად იცის, რითვის არის მზად და რისთვის არა.
➡ იცის, რისი შეცვლა შეუძლია და რისი არა.
➡იცის, რომ სიყვარული, მიმღებლობა და ცხოვრებისეული სიბრძნე მუშაობს “სიკეთის გაკეთება მინდა”-ზე ბევრად უკეთესად.
ნამდვილი შინაგანი და არა მოჩვენებითი ბედნიერება, რომელიც საკმაოდ მყარია, ყოველთვის მოძებნის შესაძლებლობას, შექმნას ბედნიერება გარე სამყაროში. იმიტომ რომ, გარეგანი ბედნიერება – შინაგანი ბედნიერების ანარეკლია!

 თარგმნა სალომე გოგეშვილმა.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment