fbpx

“ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული”- გამონათქვამები სიყვარულზე

ავტორი ნინო გონგაძე
2K ნახვა

= სიყვარული გიჟს აჭკვიანებს და ჭკვიანს აგიჟებს.

= გაზარდე მისი სიყვარული, ვინც შენს სიყვარულს ზრდის.

= სიყვარული ყველაზე ღვთაებრივი ფორმაა უსასრულობისა.

= სიყვარული ეს ის გრძნობაა, როცა სამყაროს ერთ კონკრეტულ ადამიანში და მის გარშემო ხედავ.

= თუ იცი რატომ გიყვარს, ე.ი არ გიყვარს.

= სიყვარული ქარში გამოტანილ სანთელს ჰგავს, თუ ყოველი მხრიდან ხელი არ მიაფარე, წამში ჩაქვრება.

= სიყვარული არის ყველაზე ძლიერი ვნება, რადგან იგი ერთდროულად ეუფლება თავს, გულს და სხეულს.

= სიყვარული გრძნობათა სარდალია.

= რა უცნაურია, სიყვარულს მალავენ, სიძულვილს კი ვერა (სჯობდა კი პირიქით?!)

= ენამ თქვა: შევარცხვინე ის სიყვარული, რომელსაც მე ვჭირდებიო.

= ზოგჯერ სიყვარული ისე ამაღლდება, რომ ეჭვიანობისთვის აღარ სცალიათ.

= სიყვარული ბეჭედია, ბეჭედს კი ბოლო არა აქვს.

= სიყვარულს ორი დაუძინებელი მტერი ჰყავს: “ეჭვი” და “სიამაყე”.

= სიყვარულის საუკეთესო წუთი ის არის, როცა საყვარელი ადამიანის სახლის კიბეზე ადიხარ.

= ომში და სიყვარულში ყველა საშუალება ნებადართულია.

= გიყვარდეთ ის, ვისთანაც ცხოვრობთ, თუკი არ შეგიძლიათ იცხოვროთ იმასთან ვინც გიყვართ.

= სიყვარული ბრმაა, მაგრამ ქორწინება გენიალური ოკულისტია.

= ჭეშმარიტმა სიყვარულმა არ იცის ზომა და საზღვარი.

= შეიყვარე ადამიანი და არა მასზე შემოხვეული მატერია.

= შეიყვარეთ და განიკურნებით.

= ჭეშმარიტი სიყვარული უმანკო ბავშვივით გულწრფელია.

= ჭეშმარიტ სიყვარულს სიტყვები არ სჭირდება, რადგან ჭეშმარიტი გრძნობა საქმით უფრო გამოიხატება, ვიდრე სიტყვით.

= სიყვარული იმას გაურბის, ვინც მუდამ მას დასდევს; ვინც სიყვარულს გაურბის, ის მას უკან დასდევს.

= სიყვარული ყვავილია, რომელსაც გამუდმებით მორწყვა სჭირდება.

= უპასუხო სიყვარული ყოველთვის დიდი და სრულყოფილია.

= სიყვარული ხანძარი არ არის, მაგრამ მის ცეცხლს ვერავინ ჩააქრობს.

= ჭეშმარიტი სიყვარულით გამთბარი გული ისევე სუფთაა, როგორც მთის ყინული.

= ყველაზე დიდი ბედნიერება ცხოვრებაში იმის ცოდნაა, რომ ვიღაცას უყვარხარ.

= ისე არაფერი აძლიერებს სიყვარულს, როგორც გადაულახავი წინააღმდეგობანი.

= პირველი სიყვარულისთანა მშვენიერ გრძნობას გული ვერასოდეს გამოსცდის.

= ეჭვიანობა სულია სიყვარულისა.

= სიყვარული ბრძანებით არ მოდის.

= ყველაზე ძნელია იმ სიყვარულისაგან განკურნება, რომელიც უცბად წარმოიშვება.

= სიყვარული არც მაშინ გვეკითხება, როცა მოდის და არც მაშინ, როცა მიდის.

= სიყვარული ხშირად ართმევს გონებას იმას, ვისაც ის აქვს, და აძლევს იმას, ვისაც არ გააჩნია.

= ვისაც სიყვარული არ განუცდია, მას არც უცხოვრია.

= სიცოცხლე უსიყვარულოდ ცუდი სიზმარია.

= თუ თქვენ რაიმე პირობების გარეშე სიყვარული არ შეგიძლიათ, ეს სიყვარული კი არა, ვაჭრობაა.

= უსიყვარულო, უგულო გული და უყვავილო ბაღი ერთია.

= სიყვარული ბავშვივითაა, წყენა უცებ ავიწყდება.

= სიცოცხლე რა ტკბილი ყოფილა, როდესაც ორი სიყვარულით მთრთოლვარე გული შეერთდება.

= თუ თქვენ ჭეშმარიტ სიყვარულს შეხვდებით, ის არ გაქრება არც ერთი კვირის, არც რამდენიმე თვისა და არც რამდენიმე წლის შემდეგ…

მსგავსი სტატიები

Leave a Comment