fbpx

ტესტი: აირჩიეთ ფიგურა და გაიგეთ, როგორი ქალი ხართ თქვენ

ავტორი ჟოლო
113 ნახვა

ჭკვიანი, პრეტენზიული, მიზანდასახული თუ დიქტატორი?

 

 

1. ჭკვიანი ქალი
თქვენ გსურთ, ყველაფერი თქვენი სურვილისამებრ იყოს. არ გიყვართ, როცა ვინმე წესრიგს, გეგმებსა და ჩანაფიქრს გირღვევთ.
 


2. იდეალური ქალი 

თქვენ პერფექციონისტი ხართ და ყოველთვის სრულყოფილებისკენ ისწრაფვით. ცდილობთ, დაიცვათ ეტიკეტის ყველა მოთხოვნა და არ ჩამორჩეთ მოდას, მაგრამ წყობილებიდან არადისციპლინურ ადამიანებს ძალიან გამოჰყავხართ.

3. ქალი-დიქტატორი
გსურთ, ყველაფერი აკონტროლოთ. უდავოდ ლიდერი ხართ და მარტივად შეგიძლიათ ხელმძღვანელობა, თუმცა ქვეშევრდომთა სიყვარულს ტყუილად ელოდებით.

4. სათუთი ქალი
ნაზი და კეთილი ქალი ხართ. თქვენ გვერდით ყოფნა სიამოვნებაა. შეგიძლიათ შექმნათ კომფორტული გარემო და საოცარი იდილია.
 

 

5. პრეტენზიული ქალი 
თქვენი ხასიათი დაახლოებით ასე შეიძლება აღიწეროს: თანახმა ხართ, საყვარელ მამაკაცს მთელი ქალაქი მოატაროთ, რომ ღამის სამ საათზე ახირებული ატამი მოგიტანოთ, ხოლო როცა ის ძლივს ნაშოვს ატამს მოგიტანს, გამოაცხადებთ, რომ ფორთოხალი გინდოდათ.

6. ჯიუტი ქალი
ძალიან შრომისმოყვარე და ამასთან, ჯიუტი ხართ. ვერაფერში გადაგარწმუნებთ ადამიანი. თუ რაიმე გადაწყვიტეთ, ქვეყანა რომ გადაბრუნდეს, მაინც იმას გააკეთებთ, რაც გინდოდათ.

 

7. ქალი-ვარსკვლავი
გამუდმებით თამაშობთ, როგორც ნამდვილი მსახიობი და აღფრთოვანებული მაყურებლის აპლოდისმენტებსაც სულ საჭიროებთ. ტკბებით საკუთარი სიტყვებითა და ქმედებებით და გარშემომყოფებისგანაც აღიარებას ელით. ვარსკვლავი ხართ.

8. მიზანდასახული ქალი
მიზნის მისაღწევად შეიძლება ყველაფერზე წახვიდეთ. როცა საჭიროა, ანგელოზი ხართ და როცა გინდათ, დემონი – გააჩნია, რა შემთხვევაში როგორ ჯობია.

9. მარად ახალგაზრდა ქალი

კეთილი და მგრძნობიარე ქალი ხართ, თქვენს წყენინებას ვერავინ შეძლებს. თქვენ ხომ თავის დაცვაც არ შეგიძლიათ. კარგად მაშინ ხართ, როცა გვერდით საიმედო რაინდი-დამცველი გყავთ. მარად პატარა გოგოდ დარჩებით.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment