= კამეჩები დალტონიკები არიან.
= როდესაც ზვიგენი მსხვერპლს იჭერს, ის თვალებს ხუჭავს, რათა ნადავლმა მას თვალები არ დაუზიანოს.
= ზღარბის ეკლები წარმოადგენენ მოდიფიცირებულ ბეწვს, რომელიც სიგრძეში 3 სმ-ია. მოზრდილ ზღარბს, საშუალოდ 5000 – 7000 ეკალი გააჩნია.
= პოლარულ დათვებს შეუძლიათ ერთ ჯერზე 25 კგ. ხორცის შეჭმა.
= ქამელეონის ენა მის სხეულზე ორჯერ გრძელია.
= წყალში ღრმად ჩაყვინთვის მიზნით ნიანგები ქვებს ყლაპავენ.
= კოალას დღე ღამეში 18-22 საათი სძინავს.
= მხოლოდ მამრი ციცინათელები დაფრინავენ; მდედრებს ფრენა არ შეუძლიათ.
= რაც უფრო პატარა ზომისაა მორიელი მით უფრო ძლიერ შხამიანია.
= ვეფხვს წინა თათებზე ხუთი თითი აქვს, ხოლო უკანა თათებზე ოთხი. მისი თითები დაახლოებით 8-10 სმ-მდე იზრდება.
= მამრი მაიმუნები მელოტდებიან, ისე როგორც მამაკაცები.
= ბეჰემოტი ყველაზე მძიმე არსებაა სპილოს შემდეგ, მისი წონა 4 ტონამდეც შეიძლება იყოს.
= ღამურამ, რომ მოუსმინოს საკუთარ ხმას, რომელსაც ფრენისას გამოსცემს, ის აუცილებლად დაყრუვდება.
= ჰიპოპოტამის რძე ვარდისფერია.
= ფუტკრებს არასდროს არ სძინავთ.
= ყველაზე დიდი ამერიკული ალიგატორის სიგრძე შეიძლება იყოს 6 მეტრი-მასზე თავისუფლად მოთავსდება 3 ადამიანი სიგრძეზე.
= დედალ მტრედს არ შეუძლია კვერცხის დადება მარტოობაში, ის აუცილებლად უნდა ხედავდეს მამალს.
= კუები უკანალიდან სუნთქავენ.
= კატები თავიანთ ნდობას უჩვენებენ ადამიანს შუბლის შეხებით. ამით ისინი მას აგებინებენ, რომ ისინი უსაფრთხოდ არიან.
= ჟირაფებს აბსოლუტურად შავი ენები აქვთ, რომელთა სიგრძე 45 სმ.-მდეა.
= გველებს შეუძლიათ 2 წელი გადაბმულად იძინონ საკვების მიღების გარეშე.
= კუზის მიუხედავად აქლემს სწორი ხერხემალი აქვს.
= ორანგუტანგები გაბრაზების შესახებ ხმამაღალი ბოყინით აფრთხილებენ.
= ვეშაპის გული წუთში მხოლოდ 9- ჯერ სცემს.
= ვეფხვებს ზოლიანი არა მარტო ბეწვი აქვთ, არამედ_კანიც.
= მიუხედავად იმისა, რომ ჟირაფის კისერი 2 მეტრია, ისიც იმდენივე ძვალს შეიცავს რამდენსაც თაგვი, ანუ შვიდს.
= ცისფერი ვეშაპი 30 სპილოს წონაა და სიგრძით სამი დიდი ავტობუსის ხელაა.
= პინგვინებს, შეუძლიათ ახტნენ 180 სანტიმეტრ სიმაღლეზე.
= სირაქლემას და კენგურუს არ შეუძლიათ უკან სიარული.
= პეპლები საჭმელს უსინჯავენ გემოს ფეხებით, ანუ როდესაც მასზე დგანან.
= საფრთხის დროს მახრჩობელა გველი თავს სხეულში მალავს და კუდს აჩენს. თავდამსხმელს კუდი თავი ჰგონია.
= არჩვი მთის თხების ერთ–ერთი სახეობაა. ის ძალიან სწრაფი ცხოველია. 15 წუთში კლდეზე დაახლოებით 915 მეტრის გავლა შეუძლია.
= ჩინეთში პანდას მოკვლა სიკვდილით ისჯება.
= როცა პინგვინი მეორე პინგვინს კენჭს ჩუქნის, „ხელს სთხოვს”.
= აფთრის ყბები იმდენად ძლიერია, რომ 80კგ სიმძიმეს უძლებს.
= თახვებს შეუძლიათ სუნთქვის შეკავება 45 წუთის განმავლობაში წყლის ქვეშ.
= სპილოები არიან ერთადერთი ცხოველები, რომლებსაც არ შეუძლიათ ახტომა.
= კატას აქვს 32 კუნთი თითო ყურში.
= ქათამი საშუალოდ წელიწადში 190 კვერცხს დებს.
= მსოფლიოში ყველაზე პატარა ფრინველის, კალიბრის დაახლოებით 321 სახეობა არსებობს.
= კოდალას შეუძლია ხეზე კაკუნი 20-ჯერ 1 წამში.
= ქამელეონს შეუძლია 2 ობიექტს ადევნოს თვალი ერთდროულად.
= კენგურუს წინაპრები ცხოვრობდნენ ხეებზე. ახლაც შემორჩენილია ხის კენგურუების 8 სახეობა.
= ბასენჯი არის ძაღლის ერთადერთი ჯიში, რომელიც არ ყეფს.