ყურადღება!
აღნიშნული სტატია და მასში გადმოცემული ინფორმაცია არის პირადად ჩემი გამოცდილება, მოპოვებული მრავალწლიანი მუშაობისა და შრომის შედეგად და
მას არავის ვახვევ თავზე!
თუ თქვენში ეს ინფორმაცია არ რეზონირებს, ვერ იგებთ ან წინააღმდეგობაში მოდის თქვენს მსოფლმხედველობასთან, გთხოვთ, ნუ წაიკითხავთ და ნუ დააძალებთ თავს- მასში ჩაღრმავებას.
ყველაფერს თავისი დრო აქვს!
მადლობა!

ახლა, ჩვენს დროში, ალბათ ძალიან უნდა მოინდომოს ადამიანმა, რომ ვერ შენიშნოს როგორი კოლოსალური ცვლილებების წინაშე ვართ,
როგორ შეიცვლა და იცვლება სამყარო ჩვენს გარშემო, ჩვენში, პატარა თუ დიდ სისტემებში,
ფიზიკურ, პიროვნულ თუ სოციალურ დონეზე….
ტრანსოფრმაციას განიცდის მატერია. იხსნება ახალი ცოდნები.
ახალ სიხშირეებთან ერთად, უზარმაზარი და უნიკალური ინფორმაცია ხდება ხელმისაწვდომი ადამიანების უმეტესობისთვის, ვინც გახსნილია საამისოდ..
გარშემო ყველაფერი იცვლება და ეს მხოლოდ დასაწყისია…
ხდება- სრული, ტოტალური გადაფასება.
გადაფასება ჩვენი ცოდნის, დამოკიდებულებების, ღირებულებათა სისტემების, მორალურ-ზნეობრივი პატერნების და ზოგადად, ღმერთისა და სამყაროს აღქმის…
თუ ადრე მხოლოდ გარვეული ჩარჩოებიდან აღვიქვამდით სამყაროს, ახლა, ახალმა დროებამ, სიხშირეებმა მოიტანა იმის გაცნობიერება, რომ შეიძლება ჩარჩოს მიღმა გახედვა…
რომ იქაც სიცოცხლეა…ჩარჩოებს მიღმა…
ადამიანები მასობრივად იღვიძებენ.
გაიღვიძო, ნიშნავს – გააცნობიერო, ჩაუღრმავდე, ჩაეძიო დაუკვირდე შენს თავს… შენს ცხოვრებას… შენს არსს.
(ეს არც ისე ძნელია, როგორც ამას გვაჩვენებდნენ და გვასწავლიდნენ…)
და როდესაც შეიცნობ- შენს ჭეშმარიტ არსს, კარგად დაინახავ, რომ:
ადამიანის გარსში მოქცეული, შეკუმშული სინათლე ხარ…
პირველსაწყისის მარადიული ენერგია ხარ, სხეულში ჩაწნეხილი…….
დამკვირვებელი ხარ, რომელიც გამატერიალურდა, შეიმოსა სხეული, ეგო…
და ახლა- ამ ინსტრუმენტების საშუალებით აინტერესებს საკუთარი თავის აღქმა…
აინტერესებს- მიხვდება თუ არა სხეულში და ეგოს ჩარჩოებში გამომწყვდეული- ვინ არის?
აქ, დედამიწაზე საიდან და რა გამოცდილების მისაღებად მოვიდა…
და თუ მიხვედი იმ მდგომარეობამდე, რომ აცნობიერებ-
რომ ხარ დამკვირვებელი (უმაღლესი მე), მოქცეული სხეულში და ეგოს მქონე…
და უფრო მეტიც,
აცნობიერებ, რომ ეს სამივე – ერთია! და შენ ხარ ამის აღმქმელი…
აი მაშინ იწყება მდგომარეობა, რომელსაც ჰქვია
ღმერთის თანა-შემომქმედი.
….შენ უკვე იწყებ საკუთარი რეალობის მოდელირებას, ქმნადობას, შექმნას, “თამაშს”, იმპროვიზაციას… ისევე, როგორც ამას აკეთებს პირველსაწყისი- ჩვენი საშუალებით…
მაგრამ, ამ “თამაშში” შენ არამარტო უუფლებო მარიონეტი, “მონა ღვთისა”, უბრალო ავატარი ხარ, არამედ
შენ მოგეცა გარკვეული თავისუფლება, იმისთვის, რომ გააკეთო არჩევანი… და მიიღო გამოცდილება…
სწორედ ეს აინტერესებს დამკვირვებელსაც.
სწორედ მაგიტო გამოგყო თავისგან…
სწორედ მაგისთვის ჩააგდო თავისი ნაწილი მატერიაში და ხორცი შეასხა…
რადგან
დამკვრვებელს აინტერესებს ის გამოცდილება, რასაც შენი თვალიდან აღიქვამს.
ანუ სხვაგვარად რომ ვთქვათ, სამყაროს ახლა აინტერესებს ჩვენგან მდგომარეობა, რომელსაც ჰქვია ღმერთის თანა-შემოქმედება…

ღმერთის თანა-შემომქმედი– ესაა თვითკმარი და დამოუკიდებელი, საკუთარი რეალობის შემოქმედი ადამიანი, რომელიც კონცენტრირებულია საკუთარი სამყაროს/ცხოვრების შექმნაზე და იმ იდეების რეალიზაციაზე, რაც მის გულს ასე ანათებს და ათბობს.
ღმერთის თანა-შემომქმედი– ესაა ოსტატი, რომელიც ცდილობს სრულყოს საკუთარი საქმე/ცხოვრება, მარტო იმიტომ, რომ სურს რაღაც ახალი შეიტანოს “თამაშში”…
მან იცის, რომ ამ დიდ თამაშში მას არამარტო ვალდებულებები, არამედ უფლებებიც აქვს და ამ უფლებების გამოუყენებლობა- სრული ინფანტილიზმის ტოლფასია.
ამასთან,
ღმერთის თანა-შემომქმედი – სრულიად გულგრილია სახოგადოებრივი აზრის მიმართ მის შესახებ…
მას აინტერსებს მხოლოდ ის მდგომარეობა, რომელშიც იმყოფება, რადგან კარგად იცის, რომ
არის თვითპროგრამირებადი არსება,
ორინეტირებულია საკუთარ გულისთქმაზე და იმ ენერგიაზე, რომელსაც ასხივებს,
რადგან სწორედ ეს მდგომარეობა იზიდავს რეალობაში ყველანაირ შესაძლებლობას და მათი რეალიზაციის საშუალებებს.
ღმერთის თანა-შემომქმედი- არასოდეს მიყვება ბრმად მასებს ან/და “გურუ”-ებს.
ის მოისმენს, შეიგრძნობს, საკუთარ არსში გაატარებს ცოდნას, მეთოდებს და იქიდან აიღებს მხოლოდ იმას, რაზეც მისი გული რეზონირებს.
ღმერთის თანა-შემომქმედი-სთვის არ არსებობს კუმირები, რომელთა წინაშე ის ქედს მოიდრეკდა.
მისი პატივისცემის ობიექტებია, ასეთივე ღმერთის თანა-შემოქმედი ადამიანები, რომლებიც ქმნიან საკუთარ რეალობებს- თავის, ინდივიდუალურ და უნიკალურ სიხშირეებზე.
რადგან
მთავარია- იყო ის, ვინც ხარ და კარგად აცნობიერებდე-
რა სურს გამოსცადოს პირველსაწყისმა შენი, ინდივიდუალური ცნობიერების მეშვეობით…
რომელიც ერთიანის განუყოფელი ნაწილია, უბრალოდ ამჯერად- ცალკე ცნობიერებად გამოყოფილი. (ისევე როგორც კიდურია მთელი ორგანიზმის განუყოფელი ნაწილი)
ამასთან, ღ/თ/შემოქმედება გულისხმობს, როგორც დიდი და მასშტაბური მოვლენების და ფაქტების,
ასევე შემოქმედებას ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში, რომელსაც ასე ვაუფასურებთ რუტინაში ჩაფლულები…
(ძალიან პრიმიტიულ მაგალითს მოვიყვან, თვალსაჩინოებისთვის: )
ნუთუ ის არაა შემოქმედება, როდესაც რამოდენიმე უმი პროდუქტისგან ადამიანი კერძს ამზადებს?
სულ რამოდენიმე წუთის წინ, ნედლი პროდუქტები, ერთი მდგომარეობიდან- სხვა აგრეგატულ მდგომარეობაში გადაიყვანა ადამიანმა…. მისცა სხვა ფორმა, სახელი და მიანიჭა სხვა სახის სიცოცხლე…..
ნუთუ ეს არ არის შემოქმედება?
როდესაც ადამიანი ხისგან სკამს გამოთლის და რამოდენიმე დღის წინ უბრალო ფიცრის ნაჭერს ახალ სიცოცხლეს და ფუნქციებს მიანიჭებს- ნუთუ ეს არ არის შემოქმედება?
სულ სხვა საკითხია, როდესაც ადამიანი ამ ყველაფერს აკეთებს- ავტომატურად, ცნობიერისა და გულისძახილის გარეშე…
მიყვება დინებას და ვერც აცნობიერებს- საით მოძრაობს თავად ის და მისი ცხოვრება.
დინების მიყოლა და ავტომატიზმზე ცხოვრება- ესაა მსხვერპლის პოზიცია, რომელიც ბავშვური ინფანტილიზმისგან ვერ გამოსულა,
პასუხისმგებლობას სხვებს აკისრებს,
ელოდება მხსნელებს, რომლებიც მოვლენ და გადაუჭრიან პრობლემებს…
ხოლო არჩევანს საკუთარ ცხოვრებაზე კი ხან ავტორიტეტებს აკისრებს, ხან კი “ბედს” აბრალებს…
შედეგად “ბედიც”, ზუსტად ასევე უინტერესოდ და ავტომატიზმზე სთავაზობს ასეთ ადამიანს- სხვების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს, ეგრეგორების მიერ დაწერილ პროგრამებს და მათ შესაბამის ცხოვრებას.

გაცნობიერებულობა- ესაა საკუთარი მდგომარეობის, რეაქციების, ემოციების, აზროვნების სტილის, გადაწყვდეტილებების მიღების ხერხების კარგად შესწავლა და გააზრება.
ესაა უნარი, დაინახო პარალელი მიზეზსა და შედეგს შორის.
ესაა საკუთარ თავზე 24 საათიანი მუშაობა, დაკვირვება, საკუთარი თავის მიღება და სიყვარული.
და ეს მუშაობა თავის თავში გულისხმობს როგორც გულისთქმის (ინტუიციის) მოსმენას, ასევე გონების მუშაობის კარგად გაანალიზებას, საკუთარი ნების გაცნობიერებას და “ცნობიერად შეგრძნებას”
ღმერთის თანა- შემოქმედება- ნიშნავს სამყაროსთან სინქრონში ყოფნას…
შენი სხეულისა და ეგოს ინსტრუმენტებად გამოყენებას და მათი საშუალებით ქმნადობას…
საკუთარი რეალობის მოდელირებას- დაკვირვებელთან ერთად… დამკვირვებლის თვალით და მისი სინათლისა და ენერგიის გამოყენებით.
ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება, მხოლოდ ერთი-ერთი ეპიზოდია მრავალრიცხოვანი გარდასახვების ციკლში…
მიზანი- გამოცდილების მიღება და შესაბამისად, ცნობიერების გაფართოებაა…
და
ამ სპექტაკლის ერთადერთი მონაწილე, მაყურებელი და რეჟისორი- ერთია!!
აბსოლუტი!

პატივისცემით,
დაჯი მამულაშვილი, ასტრო-ფსიქოლოგი