fbpx

“პირველ რიგში უნდა გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ”…

ავტორი ნინო გონგაძე
198 ნახვა

რამდენიმე ხნის წინ „ჟოლოში“ გამოქვეყნებულ ინტერვიუს, რომელიც თუშეთზე მონატრებულ ემიგრანტთან მარო ხაჩიურიძესთან ჩავწერეთ ბევრის გამოხმაურება მოჰყვა. სამშობლოში დაბრუნების სურვილით შეპყრობილ თუშ გოგოს, გადაწყვეტილებას უქებდნენ.  ასევე დიდი ინტერესი გამოიწვია ჩვენი რესპონდენტის ერთ დროს საშინლად მტკივნეული დაავადების ისტორიამ და სიტყვებმა – „მე უკვე ჯანმრთელი ვარ და მსურს შენც იყო კარგად“…

ჰოდა, მაროს უკვე მკითხველის თხოვნით იტალიაში კიდევ ერთხელ დავუკავშირდით. ამჯერად უკვე სხვა თემით. სხვა თემა “ფორევერია”, რომელმაც ჯერ მოარჩინა, შემდეგ კი ამერიკული კომპანიის წარმომადგენლად აქცია და ბიზნესშიც ჩართო. ამ ყველაფერზე დეტალურად თავად მოგიყვებათ, თუმცა მანამდე ის ამონარიდი ინტერვიუდან, რამაც მკითხველის ინტერესი  გამოიწვია.

მარო ხაჩიურიძე: ბავშვობიდანვე მთელი რიგი პათოლოგიებით მოვდივარ, ერთ-ერთი გენეტიკური რკინა დეფიციტური ანემიაა. მუდმივი გამოკვლევების და წამლების რეჟიმში ვიყავი. გარდა ამისა, ათი თვისას მთავარი ვენა დამიზიანეს რამაც დროთა განმავლობაში ჯანმრთელობაზე საგრძნობლად იმოქმედა. სისხლის მიმოქცევის დარღვევა, ფეხების შეშუპება, კრუნჩხვები… ასეთი ტანჯვით მოვდიოდი მთელი ცხოვრების განმავლობაში, თუმცა არც ექიმი, არც გამოკვლევა და არც წამალი არასდროს მიმიკლია. ბოლოს, სტამბულში მითხრეს, ეს პრობლემა ოპერაციას არ ექვემდებარება, რომ უნდა შევეგუო და ტკივილგამაყუჩებელი ვსვა. ასე ვერ გავჩერდებოდი, უნდა მემუშავა, მეცხოვრა, მეცოცხლა.  აქ, იტალიაში დეიდას ჯანმრთელობის პრობლემა შეექმნა და ერთ- ერთმა ემიგრანტმა ალოეს პროდუქტი შესთავაზა, რომელმაც მოარჩინა და მითხრა, შენც ხომ არ ცდიდიო, ვცადე და შემდეგ როცა ჩართვა მქონდა კომპანიაში ასეთი შედარება გავაკეთე ფილმიდან „მეფე ლომი.“ განადგურებული და გადამწვარი ტრამალებიდან კადრი რომ მეორე ფონზე გადადის, სადაც ნამდვილი სამოთხეა, სიმწვანეები, ცხოველები, ფრინველები. ასე შემიცვალა ჯანმრთელობის მდგომარეობა, რასაც ქვია ფერფლიდან აღვსდექი. ეს მოხდა პროდუქტის მიღებიდან სადღაც ერთ თვეში. სწორედ იმ პერიოდიდან მომეცა ცხოვრების ხალისიც, მოტივაციაც და მაშინ დაიწყო ჩემი ფიზიკური გაცოცხლება, რომელსაც გონებრივიც მოჰყვა. ჯანსაღი სულისთვის მართლაც ჯანსაღი სხეულია თურმე საჭირო. „ფორევერი“ – ეს არის ამერიკული კომპანია, რომელიც ორმოცდაექვსი წელია ალოესა და ფუტკრის პროდუქციას აწარმოებს. მე სამი წელია ამ კომპანიის წარმომადგენელი ვარ. 

– ანუ „ფორევერ“-ის სიკეთეები ჯერ საკუთარ თავზე გამოსცადეთ და ამის შემდეგ კომპანიის წარმომადგენელიც გახდით.  

– დიახ, ჩემი მიზანი და ინტერესია მეტი ჯანმრთელი და ბედნიერი ადამიანი დედამიწაზე. სწორედ საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე მინდა ვთქვა, რომ „ფორევერი“ ამის საშუალებას იძლევა. მაგრამ, როდესაც ადამიანები თავს უკეთ იგრძნობენ ალოეს მიღებას შუა გზაზე ტოვებენ, არადა რეალური შედეგისთვის მინიმუმ სამი თვე უნდა დალიონ.

– უფრო კონკრეტულად რომ გვითხრათ, რას კურნავს და რას უხდება ეს პროდუქცია და რა ტიპის პროდუქტებთან გვაქვს საქმე?

– აბსოლუტურად ყველაფერს კურნავს. ჩამოვთვლი სამ ძირითად პრობლემას, რომელიც წამყვან ადგილს იკავებს. ესენია: კუჭ-ნაწლავის, ძვალ-სახსროვანი სისტემის და ნევროლოგიური პრობლემები, რომლებსაც თამამად და ბოლომდე უმკლავდება. უშუალოდ მე ონკოლოგიაში ორი შემთხვევა მაქვს, რომელიც წარმატებით დასრულდა. ადამიანი, რომელიც „ფორევერის“ პროდუქტის მიღებას გადაწყვეტს, უნდა მენდობოდეს, მნიშვნელოვანია სჯეროდეს და სწამდეს, რომ ეს პროდუქტი ნამდვილად გამოაჯანმრთელებს.

გარდა ამისა, აუცილებელია ბოლომდე გამომყვეს, რაც გულისხმობს, სისტემატურ მიღებას, ჩაგდებების გარეშე. როგორც ვთქვი მინიმუმ სამი თვეა საჭირო, რადგან ჩვენი ორგანიზმი უჯრედულ დონეზე განახლებას 90-დან 120 დღეში განიცდის. თუმცა, როცა დაავადება ბევრი წელი მიმდინარეობს, მაშინ სამი თვე შეიძლება არ ეყოს. ადამიანებს შედეგის მიღება უცებ უნდათ, ასე არ ხდება. მოთმინებაა საჭირო. ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა მიჰყვე და გული არ უნდა აიცრუო. მყავს მომხმარებლები, რომლებიც სამი თვის შემდეგ დაფრინავდნენ. დედაჩემს მენჯი ჰქონდა გაშეშებული და გაიარა.

რაც შეეხება პროდუქციის სახეობას, ეს არის ალოეს სასმელი გელები, საკვები დანამატები, კანის მოვლა და პირადი ჰიგიენა. აბსოლუტურად ყველაფერში, გადაუმუშავებელი, ცოცხალი სახით არის ალოე. გამოცლილი აქვს ალერგენები და გლუტეინები. აქვე ყველაზე საყურადღებო რამ, კომპანია პროდუქციას ცხოველებზე არ ტესტავს. 7-დან 10 წლამდე ხდება ერთი კონკრეტული პროდუქტის დამუშავება და გამოკვლევა ლაბორატორიულად, მეცნიერულად და ა.შ. წელიწადში 120 000 გამოკვლევა ტარდება. მხოლოდ ამდენი გამოკვლევის შემდეგ ხდება მისი რეალიზაციაში ჩაშვება. 100 %-ით ნატურალური პროდუქტი მხოლოდ ჩემს კომპანიას აქვს. მთელი რიგი სერთიფიკატები აქვს მინიჭებული. აქედან ერთ-ერთი პროდუქტის შექმნისთვის მეცნიერს ორჯერ ნობელის პრემიაც მიანიჭეს. არანაირი ასაკობრივი ზღვარი პროდუქტს არ გააჩნია. ჩემი უფროსი მენეჯერი მარიამ ჭანტურია ორსულობის დროსაც სვამდა და შემდეგ ახალშობილსაც აძლევდა, იმდენად უსაფრთხოა. რეკომენდებულია შინაურ ცხოველებზეც.

– როგორ ხდება „ფორევერის“ პროდუქციის გამოწერა, საქართველოში გამოგზავნა და შესაძლებელია თუ არა წინასწარ თქვენთან კონსულტაციის გავლა?

-„ფორევერი“ მსოფლიოს 170 ქვეყანაშია. მათ შორის, ექვსი წელია უკვე საქართველოშიც. ადამიანი შეიძენს იქ, სადაც იმყოფება. ცხადია, შესაძლებელია ჩემთან კონსულტაციის გავლა. მოვისმენ ჩივილებს, თუ უნდა სამედიცინო დიაგნოზი მომაწოდოს, მე არ ვარ ექიმი, მაგრამ ჩემს უკან დგას გუნდი, სადაც ექიმებიც არიან, გადაწყვეტილების მიღების შემდეგ გამომწერს ვეხმარები რეგისტრაციის გავლასა და პირადი მაღაზიის გახსნაში.

პირადად მე „ფორევერმა“ 180 გრადუსით შემცვალა. ტკივილებით დაღლილი ვიყავი, კედელ – კედელ დავდიოდი აქ ემიგრაციაში. ჩემი მოხუცი მეტყოდა,- ძალიან ყვითელი ფერი გადევს და ცოტა ხანი წამოწექიო. დასვენების დღეს კაფეში მეგობრებს რომ ვხვდებოდი, უკვე საუბარს რომ შევწყვეტდი და თავს მაგიდაზე ჩამოვდებდი, აფორიაქდებოდნენ. ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილას შეიძლებოდა ცუდად გავმხდარიყავი. სად შემეძლო ამდენი ლაპარაკი, საათზე მეტია ინტერვიუს გაძლევთ, არ გავჩერებულვარ. სად მქონდა ამდენი ენერგია. ძლივს ვახერხებდი სამუშაო დღის ჩამთავრებას. გაღვიძებაც დიდი ტრაგედია იყო. დღეს მე ძალიან ჯანმრთელი, ენერგიული და მოტივირებული ვარ. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ ბევრი ემიგრანტი იყოს ასე. აქცენტს ძირითადად ემიგრანტებზე ვაკეთებ, რადგან ემიგრანტები ჩემი ტკივილია.

– საქართველოში დაბრუნების შემდეგ ისევ გააგრძელებთ ამ საქმიანობას?

– ჩემი დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი და მიზანიც ეს არის. ჩემი ფიქრები თუშეთს უკავშირდება, რომელ სასტუმროში ვიმუშავებ არა აქვს მნიშვნელობა. იქვე აუცილებლად მოვაწყობ ჩემს პატარა კუთხეს, ავიტან ალოეს პროდუქციას და იქ დავიწყებ მასზე საუბარს. იმისათვის რომ „ფორევერი“ მეტ ადამიანს გავაცნო, მის აუცილებლობასა და სარგებლობაში დავარწმუნო, ფიზიკურად საქართველოში უნდა ვიყო. დღესდღეობით რა საჭიროებასაც ვხედავ ჩემს გარშემო არის ჯანმრთელობის პრობლემა და მასზე ზრუნვა, თუმცა პარალელურად, რა თქმა უნდა, დაინტერესებული ვარ ბიზნესის მიმართულებითაც. ჩემი ინტერესია ეს პროდუქტი აქტიურად დაინერგოს საქართველოში. მეც მინდა ჩემი წილი შევიტანო ამაში.

-წარმატებული ბიზნესის შესაქმნელად რა არის საჭირო?

-პირველ რიგში, უნდა გჯეროდეს იმის, რასაც აკეთებ. ასევე უნდა იცნობდე იმას, რასაც აკეთებ. როცა არ იცნობ, ზერელედ ეკიდები და წარმოდგენა არ გაქვს რასთან გიწევს შეხება, მაშინ არაფერი გამოვა. არ უნდა მოეკიდო საქმეს, რომელიც შენამდე არ მოვა, არ გაითავისებ, არ შეითვისებ, ვერ შეიგრძნობ. რაც შენი არ არის, არ არის და მორჩა.

-სამშობლოში მშვიდობით დაბრუნებას და წარმატებებს გისურვებთ.

-უღრმესი მადლობა ქალბატონ დეას და თქვენ, ჩემი პიროვნებით დაინტერესებისთვის.

მოიწონეთ გვერდი და შეიტყვეთ მეტი: „Forever living products“

აქ გაეცნობით პირველ ინტერვიუს: ისეთ საქართველოში ცხოვრება მინდა, სადაც ემიგრანტებს სახლში დააბრუნებენ!

მსგავსი სტატიები

Leave a Comment