ბევრმა თვითმარქვიამ დიზაინერობა მოირგო… არ აქვთ შესაბამისი განათლება, გამოცდილება, სიღრმისეული ცოდნა და გატაცების დონეზე ქმნიან ვიზუალურ მასალას, რაც დამკვეთს საბოლოო ჯამში ფინანსურ ზიანს აყენებს, ასევე ინტერიერის დიზაინერებისადმი უნდობლობას აღვივებს – ამბობს ინტერიერის დიზაინერი დავით კავლელაშვილი და იმ საფრთხეებზე საუბრობს რასაც ე.წ. ინტერიერის ცრუ დიზაინერების არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება იწვევს.

დავით კავლელაშვილი, ART LINE GROUP – ის დამფუძნებელი: : ჩვენთან მოსული დამკვეთები ხშირად იმედგაცრუებას ვერ მალავენ ,,დამწყები” ე.წ. დაბალბიუჯეტიანი ,,ინტერიერის დიზაინერებთან” თანამშრომლობისას მიღებული გამოცდილებით, რაც ჩვენთვის აღარ წარმოადგენს სიახლეს და მაქსიმალური ძალისხმევით ვცდილობთ გამოვასწოროთ ინტერიერის დიზაინერისადმი გაღვივებული უნდობლობა, თანამშრომლობისა და კომუნიკაციის კუთხით კი მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ, რათა აღნიშნული დარგისადმი, საბოლოოდ არ დაიკარგოს პოტენციური დამკვეთების მხრიდან არსებული, ისედაც უკვე კრიტიკულ ნიშნულზე დაცემული სანდოობა.
რატომ უნდა ვუფრთხილდეთ თვითმარქვია ე.წ. დიზაინერებს?
1. არაპროფესიონალიზმი: თვითმარქვია დიზაინერებს ხშირად აკლიათ ესთეტიკური და პრაქტიკული გადაწყვეტილების ცოდნა, რაც იწვევს უხარისხო და არაკომფორტულ სივრცეებს, არ გააჩნიათ მენეჯმენტის, სტანდარტებისა, თუ ტექნიკური დოკუმენტაციის მიმართულებით აუცილებელი ცოდნა,
2. კომპრომისები ხარისხზე: ხარისხიანი მასალების არჩევა უმნიშვნელოვანესია, რაც თვითმარქვია დიზაინერებისთვის მეორეხარისხოვანია. ისინი ხშირად ეკონომიას აკეთებენ და უფრო იაფ მასალებს იყენებენ, რომლებიც მალე ზიანდება, ანდაც ნადგურდება;
3. ჩასატარებელი სამუშაოების გადაჭარბებულად მაღალი ღირებულება: მიუხედავად იმისა, რომ არ აქვთ განათლება, ან გამოცდილება, თვითმარქვია დიზაინერები ხშირად უფრო მაღალი ფასითაც მუშაობენ, რაც საბოლოო ჯამში დამკვეთის ბიუჯეტს ორმაგად აზარალებს.
4. საზოგადოებრივი აზრის ფორმირება: თვითმარქვია დიზაინერები ხშირად სოციალურ მედიაში წარმოადგენენ თავიანთ ნამუშევრებს ისეთ ფორმაში, თითქოს უნიკალურ და სრულყოფილ დიზაინს ქმნიან, მაგრამ რეალობა სხვანაირია. ასეთი მიდგომა ცვლის საზოგადოებრივ წარმოდგენას ინტერიერის დიზაინზე და ხელს უშლის ნამდვილ პროფესიონალებს.
ინტერიერის დიზაინის მოწყობის თავისებურებები – დამკვეთისთვის რეკომენდაციები
1. საკუთარი სტილის და პრიორიტეტების განსაზღვრა:
განიხილეთ, როგორ სტილს ამჯობინებთ – იქნება ეს მინიმალისტური, კლასიკური, თანამედროვე თუ სხვა. თქვენი ინტერიერი უნდა იყოს თქვენი ცხოვრების სტილის და ხასიათის გამოხატულება და რათქმა უნდა ის უნდა იყოს თქვენს ფსიქოტიპზე დაშენებული;
2. პრაქტიკულობა და ფუნქციონალურობა:
ვიზუალზე მეტად მნიშვნელოვანია, რომ სივრცე იყოს პრაქტიკული და მოხერხებული. თუ სივრცე ვერ აკმაყოფილებს თქვენს ყოველდღიურ საჭიროებებს, ყველაზე ლამაზი დიზაინიც კი, მალე შემაწუხებელი გახდება.
3. დიზაინერის შერჩევა:
განათლება და გამოცდილება: გაიკითხეთ დიზაინერის განათლება და გამოცდილება. პროფესიული წარსული არის ხარისხის გარანტია.
მიმოხილვები და რეკომენდაციები: მოძებნეთ მიმოხილვები მისი ნამუშევრების შესახებ. შეამოწმეთ, თუ როგორ აფასებენ მას ყოფილი დამკვეთები.
ნამუშევრების პორტფოლიო: შეისწავლეთ დიზაინერის პორტფოლიო, რომ დარწმუნდეთ, მისი სტილი და გემოვნება, შეესაბამება თუ არა თქვენს მოთხოვნებს.
4. ბიუჯეტი და დროული შესრულება:
გაანალიზეთ ბიუჯეტი, თუ რა ხარჯის გაწევას აპირებთ. მნიშვნელოვანია დიზაინერს მკაფიოდ გააცნოთ თქვენი ბიუჯეტი და დროის ლიმიტები. პროფესიონალი დიზაინერები მოახერხებენ, რომ თქვენი მოთხოვნები გააერთიანონ გონივრულ ბიუჯეტში და უზრუნველყონ დიზაინ-პროექტის დროულად ჩაბარება;
5. კომუნიკაცია:
ურთიერთობა დიზაინერთან ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია. ზუსტად გააცანით თქვენი საჭიროებები და მოლოდინები. გახსოვდეთ, რომ ინტერიერი უნდა შეესაბამებოდეს თქვენს მოთხოვნებს და არა ე.წ. ინტერიერის დიზაინერის გემოვნებას.
6. მოითხოვეთ დიზაინ-პროექტის წარმოების ხელშეკრულება, სადაც იქნება გაწერილი:
დიზაინ-პროექტის სივრცის – მისამართი, აზომვითი სამუშაოების საფუძველზე გამოთვლილი ინტერიერის დიზაინის ფართობი (გაითვალისწინეთ რომ ინტერიერის დიზაინის ფართობში არ შედის, აივნების, ტერასებისა თუ სხვა მსგავსი ზონების ფართობი), კვადრატული მეტრის ღირებულება, მოცულობითი სამუშაოების შესახებ / სპეციალური დანართი დიზაინ-პროექტის შემადგენლობა (მაგალითად: საპროექტო ხედები (ე.წ. რენდერები), ტექნიკური დოკუმენტაცია (გეგმები, განშლები, ნახაზები), ხარჯთაღრიცხვა / გამოყენებული მასალების მიკვლევადობისა და სრული რაოდენობის დაზუსტების მიზნით)
საბოლოოდ, ინტერიერის დიზაინი წარმოადგენს თქვენი პირადი სივრცის და ხასიათის გამოხატულებას. ამიტომ, პროფესიონალი დიზაინერის შერჩევა მნიშვნელოვანია, რათა დარწმუნდეთ, რომ შედეგი იქნება სწორედ ისეთი, როგორიც თქვენ გსურთ.
ინფორმაციას ვრცლად გაეცნობით ART LINE GROUP-ის გვერდზე მოცემულ სტატიაში
