1.პლანეტის ცოცხალ არსებათაგან ტანთან შედარებით ყველაზე დიდი ზომის ტვინი აქვს ჭიანჭველას.
2.დელფინებს გახელილი თვალებით სძინავთ
3.ანტრაქტიდა არის ერთადერთი კონტინეტი, სადაც არ ცხოვრობენ გველები და რეპტილიები
4.კატებს შეუძლიათ დაახლოებით 100-მდე ვოკალური ხმა გამოსცენ, ძაღლებს კი – მხოლოდ ათამდე
5.ქოლგა ჩინური წარმოშობისაა. ჩინელი იმპერატორები არც მეტი, არც ნაკლები ოთხსართულიან ქოლგებს ატარებდნენ; იაპონიის იმპერატორი – წითელ ფერს ანიჭებდა უპირატესობას; დაგომეის (ახლანდელი ბენინის) მეფეს – 84 ადამიანის ყბით და ერთი თავის ქალით შემკობილი ქოლგა “ამკობდა”; მეტიც, ინდოეთის პრინცებს ქოლგებს საფლავში ატანდნენ; ქოლგა ვატერლოოს ბრძოლისას ინგლისელ კავალერისტთა აღჭურვილობაშიც შედიოდა… ქოლგა რობინზონ კრუზოსაც კი ჰქონია.
6.კანადა – ინდური სიტყვიდან წარმოიშვა და ნიშნავს დიდ სოფელს
7. საღეჭი რეზინი შეიცავს კაუჩუკს
8.ჩე გევარა ასთმით იყო დაავადებული
9.ბავშვები იბადებიან მუხლის „ჩაშკის“ გარეშე, ეს ძვალი მათ უვითარდებათ 2–6 წლის ასაკის მიღწევის შემდეგ.
10.ღამურები, გამოქვაბულიდან გამოფრენის შემდეგ, ყოველთვის მარცხნივ მიფრინავენ.
11. მსოფლიოში პროცენტულად ყველაზე მაღალი ადამიანები ჰოლანდიაში ცხოვრობენ.
12.ბაო ბაბის ხე ყველაზე დიდი ხანი, დაახლოებით 7000 წელი ცოცხლობს.
13.სირაქლემის თვალი უფრო დიდია, ვიდრე მისი ტვინი.
14. 1951 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა ეტიენ ბალსანი, ფრანგი ოფიცერი, ფრანგული მოდის დამკანონებლის, მადმუაზელ კოკო შანელის საყვარელი. ისინი ოფიციალურად არ იყვნენ დაქორწინებულები და შანელს ძაძის ტარების უფლება არ ჰქონდა, მაგრამ მან საუკეთესო საშუალებას მიაგნო, რათა უკანასკნელი პატივი მიეგო საყვარელი ადამიანისთვის. ამისათვის კოკო შანელმა მოდაში შემოიტანა შავი ფერი.
15.თვალის გუგა ფართოვდება, როცა უყურებთ საყვარელ ადამიანს.
16. ადამიანის მენჯის ძვლები ბეტონზე უფრო მაგარია.
17. შუა საუკუნეებში, ჩინეთში ჩასულ უცხოელს ადგილობრივი ოსტატები შესაშური სიზუსტით ხატავდნენ სრულიად უფასოდ. ამისთვის ხელისუფლება იხდიდა ფულს იმ მიზნით, რომ საჭიროების შემთხვევაში ადვილად ეპოვათ “სტუმარი”.
18. თურქეთში გვარები პირველად 1935 წელს შემოიღეს. პირველი გვარი მეჯლისის სპეციალური გადაწყვეტილებით მაშინდელ პრეზიდენტს, ქემალ ათათურქს მიენიჭა.
19. იაპონური ჭიდაობა სუმოს გამარჯვებულს არა აქვს უფლება, წარბის შერხევითაც კი გამოხატოს სიხარული.
20. ყოველთვის, მუსიკის წერის დროს, ბეთჰოვენი თავზე ისხამდა ყინულიან წყალს.