130
როცა მერლინ მონრომ გაიგო, რომ ჰოლივუდის პოპულარულ ღამის კლუბ “მოკამბოში” სეგრეგაციის გამო არ ამღერებდნენ ელლა ფიცჯერალდს, დაურეკა კლუბის მენეჯერს და ერთი წინადადება შესთავაზა, იმ შემთხვევაში თუ ელლას მისცემდნენ კლუბში სიმღერის შესაძლებლობას, ყოველ ღამით ეწვეოდა კლუბს და წინა რიგში დაიკავებდა ადგილს, რაც მისი უსაზღვრო პოპულარობიდან გამომდინარე ღამის კლუბისთვის კარგი პიარი იქნებოდა.
ამ სატელეფონო ზარის შემდეგ, ელლა პირველი აფრო-ამერიკელი გახდა, რომელიც მღეროდა მოკამბოს კლუბში. დაპირებისამებრ, მერლინი იჯდა წინა რიგში და უსმენდა საყვარელ მომღერალს.