იცით თუ არა, რომ ავადმყოფობების უმრავლესობის ერთ-ერთი პირველ მიზეზი არის არასწორი სუნთქვა?
საქმე იმაშია, რომ ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა სუნთქავს ზედაპირულად: არ ჩავისუნთქავთ ღრმად და არც ამოვისუნთქავთ ღრმად.
შედეგად, ჩასუნთქვის დროს, ჩვენ ჩავისუნთქავთ არასკმარისი რაოდენობით ჟანგბადს, ხოლო ამოსუნთქვის დროს კი ბოლომდე არ ვცლით ფილტვებს ნახშიროჟანგისგან, რომელიც შხამის სახით რჩება ჩვენში და ეს არის განსაკუთრებით დამანგრეველი ორგანიზმისთვის. ვინაიდან ის თანდათანობით იწამლება, უძლურდება და ადვილად “ხელმისაწვდომი” ხდება ნებისმიერი ავადმყოფობისთვის.
სიცილი კი გვევლინება ერთგვარ გამწმენდ საშუალებად. სიცილის დროს ხდება ფილტვების ბოლომდე დაცლა, რომელსაც მოჰყვება ასევე ღრმად ჩასუნთქვის პროცესი. შესაბამისად რაც უფრო ხშირად ვიცინით, მით უფრო მეტად ჯანმრთელები ვართ
ასე რომ იცინეთ ყველგან და ყოველთვის როცა ამის საშუალება გაქვთ და და იყავით ჯანმრთელები!
ხვიჩა მებონია