თუ თვლით, რომ ბედნიერი არ ხართ,
ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ცხოვრებამ აზრი დაკარგა.
პირიქით, ეს იმის მიზეზია, რომ ბედნიერების ძიება დაიწყოთ.
ბედნიერებაა ახალი დღე რომ გათენდება და ხვდები შენი არსებობა გახანგრძლივდა.
ბედნიერებაა რომ არაფერი გტკივა და დამოუკიდებლად ახერხებ გადაადგილებას.
ბედნიერებაა რომ გაქვს მხედველობა და შეგიძლია დაინახო ყველაფერი, კარგიც და ცუდიც.
ბედნიერებაა რომ გაქვს სმენა და შეგიძლია ისმენდე საყვარელ მუსიკას, ადამიანების ხმებს, დილით ჩიტების ჟღურტულს.
წვიმის ან ზღვის ხმაურს.
ბედნიერებაა რომ გაქვს მეტყველების უნარი და მეტნაკლებად ახერხებ სხვებისთვის იმის გაზიარებას რა გაწუხებს, ან გიხარია.
ბედნიერებაა რომ ჯანმრთელი ხარ და სრულფასოვნად აზროვნებ.
ბედნიერებაა რომ მიუხედავად იმისა ყოველ დღე არ ხდება კარგი ამბები,
მაინც გაქვს იმედი, რომ ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვლება.
ბედნიერებაა რომ არსებობენ ადამიანები, რომლებსაც უყვარხარ და შენზე ზრუნავენ.
ბედნიერებაა როცა ვიღაცას სჭირდები და ვიღაცა გჭირდება.
კიდევ უამრავი რამის ჩამოთვლა შემიძლია, მაგრამ ესეც საკმარისია რომ დაგაფიქროთ და გაიღიმოთ 😊
“ სიყვარულით გაჯენჯილი გივიკო “ 🥰
გივიკო დიდია
