ერთხელაც მიხვდები რომ ყველაზე დიდი ფუფუნება მაღვიძარის გარეშე გაღვიძებაა…
ერთხელაც მიხვდები რომ ყველაზე დიდი ფუფუნება ღია სარკმელთან ფინჯანი ყავაა…
ერთხელაც მიხვდები რომ ყველაზე დიდი ფუფუნება საყვარელი ადამიანის ჩახუტებაა…
ერთხელაც მიხვდები რომ ყველაზე დიდი ფუფუნება დილით მტრედების დაპურებაა…
ერთხელაც მიხვდები რომ ყველაზე დიდი ფუფუნება ზაფხულის წვიმის შემდეგ ჰაერში რომ ტრიალებს ის სურნელია…
ერთხელაც მიხვდები რომ ყველაზე დიდი ფუფუნება ძვირადღირებული ნივთები, ბოლო ტრენდის აქსესუარები და მეტალის ნივთები კი არა, უბრალოდ მთის ძირში შეკიდული ჰამაკი და საყვარელი წიგნია….
კიდევ?
კიდევ ნაწვიმარი გზები…
ყველაზე მიუვალი აღმართების ავლა და ძველ ტაძარში ანთებული სანთელი…
ზოგჯერ ერთი სიტყვაც ფუფუნებაა… ის სიტყვა, რომლის მოსმენაც მთების გადადგმის ძალას მოგცემს…
ასეა…
ზოგჯერ მიხვდები რომ ყველა კარიერა, ყველა წარმატება სულ უბრალოდ შეგიძლია დატოვო ფორმალობებით სავსე დერეფნებში და ღიღინით განაგრძო გზა…..
იყო ის ვინც ხარ…
იცინო, იტირო მაშინ როცა გინდა, ესეც ფუფუნება.
დიკა სალაყაია