fbpx

უპასუხეთ ამ კითხვებს ვიდრე დაქორწინდებით

ავტორი Ann
105 ნახვა

 

ქორწინება ადამიანის ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია, ამიტომ აუცილებელია კარგად გქონდეთ გააზრებული სწორად იქცევით თუ არა როდესაც ამ ნაბიჯს დგამთ. თუ დაქორწინებას აპირებთ ჯერ უპასუხეთ ამ შეკითხვებს:

 

გამხდის ეს ნაბიჯი უფრო ბედნიერს? – კარგად დაუფიქრდით თქვენს ურთიერთობას, რადგან თანაცხოვრებისას მთავარია თავს ბედნიერად გრძნობდეთ.

 

ნამდვილად ვეწყობით ერთმანეთს? – ურთიერთგაგება ბუნებრივია ურთიერთობისას ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

ბედნიერი ვარ ამ ურთიერთობით? – დარწმუნდით, რომ ნამდვილად ბედნიერი ხართ და ეს არ არის მოჩვენება ან თქვენი ახირება.

 

ტყვეობაში ხო არ აღმოვჩნდები? – ბევრი ადამიანი (ამ შემთხვევაში ეხებათ მეტწილად ქალბატონებს) ქორწინებამდე ყველა დათმობაზე მიდის და ეს არ აწუხებს, თუმცა ქორწინების შემდეგ ხვდებიან, რომ ტყვეობაში აღმოჩნდნენ.

 

გავერთობით ერთად? – თქვენ არა მხოლოდ პარტნიორები, საუკეთესო მეგობრები უნდა იყოთ. სულაც არ უნდა გჭირდებოდეთ მეგობრების წრე იმისთვის, რომ გაერთოთ.

 

ნამდვილად ვენდობი ჩემს პარტნიორს? – ნდობა ურთიერთობაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეჭვიანობა ანგრევს სიყვარულს და დროთა განმავლობაში ურთიერთობას ცვლის.

 

ვგრძნობ ჩემი პარტნიორის მხარდაჭერას? – თქვენ ერთმანეთს ყოველთვის გვერდით უნდა ედგეთ, ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.

 

მე მე ვარ? – არ გაგიკვირდეთ, დიახ, თუ თქვენს ამ ურთიერთობამ მნიშნელოვნად შეგცვალათ, გამოდის რაღაც ისე არ არის.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment