fbpx

ნამდვილი ლედის რამდენიმე საიდუმლო

ავტორი Ann
623 ნახვა

იყო ნამდვილი ლედი ნიშნავს ყველას ყურადღება გამუდმებით შენკენ იყოს მომართული. რომელი ქალი არ იოცნებებდა ამაზე? გთავაზობთ რამდენიმე საიდუმლოს, რომლებიც ნამდვილ ქალბატონებს ახასიათებთ:

ყოველთვის არის “მის ელეგანტურობა” – როდესაც ზიხართ ტრანსპორტში, თუნდაც საკონცერტო დარბაზში, დგეხართ ბანკის რიგში ალბათ არასდროს ფიქრობთ იმაზე როგორ გამოიყურება თქვენი ემოცია ამ დროს, შესაძლოა საკმაოდ არასასიამოვნოდ. ნამდვილი ქალბატონი ყოველთვის ცდილობს აკონტროლოს თავი და გამოიყურებოდეს ელეგანტურად. შესაძლოა გამუდმებით არ იღიმოდეთ, თუმცა თავი სასიამოვნოდ უნდა გეჭიროთ.

სილამაზე ჩვევაში – მიესწრაფეთ ყველაფერ ლამაზს, მოიყვანეთ საკუთარი თავი წესრიგში. ელეგანტურობა ისაა, რისი სწავლაც შეიძლება. ისწავლეთ როგორ გამოიყურებოდეთ ყოველთვის ლამაზად.

პირველ რიგში უყვარს საკუთარი თავი – ქალი, რომელმაც იცის თავის დაჭერა უყვარს საკუთარი თავი. არასდროს გამოხატოთ ზედმეტი ემოციები, ეს ელეგანტური სულაც არ არის. იყავით მაქსიმალურად თავდაჭერილი.

შეუძლებელია მისი წონასწორობიდან გამოყვანა – ნამდვილი ლედი არასდროს აქცევს ყურადღებას უსიამოვნებებს, არ იმახსოვრებს წყენას.

საკუთარ სხეულში თავს კომფორტულად გრძნობს – არ არის აუცილებელი ეძებოთ საკუთარ თავში ნაკლი, შეიყვარეთ თავი ისეთი როგორიც ხართ, იგრძენით თავი კომფორტულად საკუთარ სხეულში.

იქცევა სიტუაციის და არა წესის შესაბამისად – ნუ ეცდებით დაუჯეროთ ყოველთვის სხვას, მოიქეცით ისე როგორც გკარნახობთ სიტუაცია და არა სხვების მიერ ჩამოყალიბებული წესი.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment