fbpx

ამ ფრაზებს ჭკვიანი ადამიანები არასდროს ამბობენ

ავტორი ჟოლო
4.8K ნახვა

ინტელიგენტმა ადამიანებმა იციან, რამხელა ძალა აქვს სიტყვებს, არსებობს ისეთი სიტყვები, რომლებიც თქვენზე ცუდ შთაბეჭდილებას უქმნის ადამიანებს, ამიტომ სამსახურში ისინი არასდროს უნდა თქვათ. მნიშვნელობა არ აქვს რამდენად განათლებული ადამიანი ხართ, რადგან ეს ფრაზები სხვებს თქვენზე წარმოდგენას მომენტალურად უცვლის;

ეს უსამართლობაა – ეს ფრაზა თქვენს გულუბრყვილობას წარმოაჩენს, რადგან უცხო არავისთვისაა, რომ ცხოვრებაში ბევრი უსამართლობა ხდება. ვინც თქვენს მიმართ უსამართლობას იჩენს ის დიდი ალბათობით ამას ვერც შეამჩნევს, ამიტომ მის თვალში დაუცველი გამოჩნდებით. ამას სჯობს პირდაპირ მოსთხოვოთ ახსნა-განმარტება იმაზე, რაც უსამართლობად მიგაჩნიათ.

ყოველთვის ასე კეთდება – ეს უბრალოდ თავის გამართლებაა, ეს კი არავის მოსწონს. სწორედ იმის გამო, რომ რაღაც ყოველთვის ერთნაირად კეთდება საქმე ჭიანურდება, ამიტომ თუ ცდილობთ კვლავაც ასე გააგრძელოთ ზარმაცი ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებთ.

 

პრობლემა არ არის – როდესაც ადამიანს რაღაცაზე პასუხობთ, რომ პრობლემა არ არის, ამაზე შესაძლოა მას გაუჩნდეს შეგრძნება, რომ შესაძლოა ეს თქვენთვის მართლაც პრობლემაა, თუმცა რაღაცის გამო არ ეუბნებით.

სულელური შეკითხვა უნდა დავსვა – ეს სიტყვები მსმენელს ეუბნება, რომ თქვენ საკუთარ თავში დარწმუნებული არ ხართ.

მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევთ – როგორც წესი, როდესაც ადამიანისთვის რაღაც გაქვთ სათქმელი ამისთვის ერთი წუთი არ კმარა. შეგიძლიათ უთხრათ, რომ დიდ დროს არ წაართმევთ.

ვცდი – სიტყვები „ცდა“, „ფიქრი“ ნიშნავს, რომ ადამიანს არჩევანის უფლებას იტოვებს ანუ საკუთარ თავში დარწმუნებული არ არის.

ის ზარმაცია/არაკომპეტენტურია – კოლეგაზე უარყოფითის თქმა თქვენს კომპეტენციაზე მოქმედებს უარყოფითად.

 

ეს ჩემს მოვალეობაში არ შედის – ეს ფრაზა ნიშნავს, რომ თქვენ სამსახურით რეალურად დაინტერესებული არ ხართ, მხოლოდ მოვალეობის გამო აკეთებთ ყველაფერს.

ჩემი ბრალი არ არის – დანაშაულის თავიდან არიდება კარგი საქციელი არ არის, თუ თქვენ თუნდაც მცირე წვლილი მიგიძღვით, ნუ გაიმართლებთ თავს.

მსგავსი სტატიები

Leave a Comment