წიგნების ავტორი და ბიზნესმენი James Clear-ი ამ სტატიაში გვიზიარებს თავის
გამოცდილებას: ნებისმიერ ჩვენთაგანს შეუძლია კარგად იმუშაოს, როდესაც მოტვირებულია.
როდესაც სპორტსმენი ვიყავი, დიდი გამარჯვების შემდეგ მთელი კვირა შემეძლო
შეუჩერებლად მევარჯიშა. ვინ არ იქნებოდა ასე? შენი მწვრთნელი ბედნიერია,
თანაგუნდელები გახალისებულნი და შენ კი თავს ისე გრძნობ, რომ თითქოს,
ნებისმიერი შეგიძლია დაამარცხო. მე, როგორც მეწარმეს, განსაკუთრებით მაშინ
მსიამოვნებს მუშაობა, როდესაც კლიენტურა თავს გვახვევია და ყველაფერი კარგად
მიდის. ეს ბუნებრივიცაა, სასურველი შედეგების მიღწევა წინსვლისაკენ გვიბიძგებს.
მაგრამ რა ხდება მაშინ, თუ უკვე ძალიან გადაიღალე? და როცა მუშაობა რთულდება
და რთულდება? რა ხდება მაშინ, როდესაც არავის ანაღვლებ და არც იმ შედეგებს
იღებ, შენ რომ გწადია?!
მზად იქნებოდი კიდევ 10 წელი ამგვარად გემოქმედა?
წარმატებულებს განასხვავებს, მუშაობის უნარი იმ დროს, როცა შრომა ძალიან
ძნელია.
აი, სწორედ ამაშია საქმე.
საიდუმლო პროცესშია და არა კონკრეტულ მოვლენაში
უმეტეს შემთხვევაში, ჩვენი მიზნები აგებულია მხოლოდ შედეგებზე. ჩვენ წარმატებას
აღვიქვამთ მოვლენად, რომელიც მიღწეულ და შესრულებულ უნდა იქნეს.
მოვიყვანოთ რამოდენიმე მაგალითი:
ბევრი ჯანმრთელობას აღიქვამს, როგორც ფაქტს: “10 კილო რომ დავიკლო,
ფორმაში ჩავდგები”
ზოგი მეწარმეობას უკაშირებს ერთ კონკრეტულ ფაქტს: “ჩვენი ბიზნესის შესახებ
“New York Times”- ში რომ ახსენონ, ავშენდებოდით!”
ზოგიც ხელოვნებას მიიჩნევს კერძო შემთხვევაზე დამოკიდებულს: “ჩემი
ნამუშევრები უფრო დიდ გალერეაში რომ წარმედგენა, სათანადო სახელს
მოვიხვეჭდი.” 1/2
ეს ყველა ზემოთ აღნიშნული, მეტად მცირე ჩამონათვალია იმ მრავალი
მაგალითისა, რა შემთხვევაშიც ჩვენ წარმატებას ერთ კონკრეტულ ფაქტად
მივიჩნევთ.
თუ დავაკვირდებით იმ ადამიანებს, რომლებიც გამუდემებით აღწევენ დასახულ
მიზნებს, აღმოვაჩენთ, რომ არა მხოლოდ შედეგები და კონკრეტული მოვლენები
ხდის მათ განსხვავებულს, არამედ თავად პროცესის სიყვარული და მასზე
თავდადება. ისინი იყვარებენ ყოველდღიურ შრომას და არა იმას თუ რა იქნება
შედეგი.
ნუთუ, მართლა მხოლოდ პროცესზე ორიენტირება მოგვცემს საშუალებას
კმაყოფილნი ვიყოთ შედეგით, ნებისმიერ შემთხვევაში?!
გასაკვირი მართლაც, სწორედ ეს არის.
თუ დიდი მწერალი გინდა იყო, “ბესტსელერის” ავტორობა შესანიშნავი რამაა!
ერთადერთი გზა ამ მიზნის მიღწევისაკენ არის თავად წერისას სიამოვნების განცდა.
თუ გინდა მსოფლიომ გაიგოს შენი ბიზნესის შესახებ, “Fორბეს”-ში გამოჩენა
ურიგო არ იქნებოდა! ამ შედეგის მისაღებად, მარკეტინგის პროცესი უნდა
გიყვარდეს.
გსურს ცხოვრებაში საუკეთესო ფორმაში იყო? მაშინ, შესაძლოა 20 კილოგრამის
დაკლება დაგჭირდეს. ამ რეზულტატის მისაღწევად, ჯანსაღი კვება და განუწყვეტელი
ვარჯიში უნდა შეიყვარო.
ამა თუ იმ სფეროში, საგრძნობლად უკეთესი რომ გახდე, საჭიროა გიყვარდეს თავად
შრომის პროცესი. უნდა შეიყვარო საკუთარი თავის მშრომელ პიროვნებად
ჩამოყალიბებაზე ზრუნვა, გაცილებით ძლიერად, ვიდრე მხოლოდ შედეგებზე
მეოცნებე ადამიანი იყო.
სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ. . .
უნდა შეიყვარო წვრთნა, გამეორება და ვარჯიში. უნდა შეიყვარო ის, რასაც აკეთებ
და შედეგები თავად გაიკვლევენ გზას.
წყარო: saintereso.ge